 | ავტორი: ჩეგევარა ჟანრი: პროზა 12 ივლისი, 2009 |
დაღლილი მოაბიჯებდა თორღვა, ორი დღის სიარულის მერე საგზალიც შემოელია... ხელცარიელი მოაბიჯებდა მუცოსკენ...თუმცა არა,ორი ქისტის მარჯვენა გამოეხვია ჩოხის კალთაში... ერთი განთქმული ვაჟკაცის ბესლანის იყო, მეორე არწიელი ნაიბის ვაჟუძეს ძმისა იყო... აწი მდევრის დარდიც აღარ ჰქონდა, ვერ გადმოყვებოდნენ ქისტები მუცომდე, მუცომდე კი ნახევარი დღის სავალიც არ იყო... მარტო თავისი მცურავი ჯაჭვის პერანგის დაკარგვა ადარდებდა თორღვას...ეს ორი თვე იქნება თავის ნაპოვნ ცხელ წყალში გაეპარა ფშაველი ძმადნაფიცის უშიშას ნაჩუქარი ჯაჭვი... დადარდიანდა თორღვა ძაგანი... _მოდი დავისვენებ და მერე წავალ მუცოსკენ!_გაიფიქრა თორღვამ და ხის ძირას წამოწვა, თოფი ხეზე მიაყუდა, ხმალი კი გვერდზე დაიდო... მარტო საცვეთიდან არ იშორებდა მუცოელი გმირი ხანჯლისშვილს... დაღლილ თორღვას ბანგდალეულივით მიეძინა.
*** ხელ-ფეხგაკოჭილ თორღვას ათიოდე კაცი წამოდგომოდა თავზე და გახარებული სახით უყურებდნენ, თორღვამ გაიბრძოლა მაგრამ უშედეგოდ, ერთი რომელსაც ბელადობა ეტყობოდა გამოეყო თავისიანებს და თორღვას წამოადგა თავზე. _ნუ იქაჩები გიაურო...გაძეხი ჩვენი სისხლით არა? მაიცა...ძმის სისხლის საფასურად გამოსასყიდიც არ მინდა, ძაღლივით დაგხრუკავ ცეცხლზე... _ვაჟუძევ!_ამოიგმინა თორღვამ-შენი ბედი ქალივიტ რომ მომეპარე და გამკოჭე, თორემ მარტო ხმალი მქონდეს ყორნებს დავაძღობდი თქვენი ლეშით!_და თორღვამ სიმწრით წამოსული ცრემლი რომ არავის შეემჩნია თავი მიწაში ჩარგო, ვაჟუძემ ცოტა ხანი უყურა. _გეყო გიაურო, ცხენზე გადაკიდეთ!
*** კარგა ხანი ეწვალა ძაგანი სანამ ერთ ხელს გაინთავისუფლებდა და საცვეთიდან მტრის შეუმჩნეველ ხანჯლისშვილს ამოიღებდა... თოკები დაიჭრა და ცეცხლთან მდგარ გუშაგს გახედა... გუშაგს ნელა ეპარებოდა სიკვდილი... უცებ მოკლე ხრიალი გაისმა... დაძინებულ ქისტებს მუსრავდა სიკვდილი ცელით ძაგანის ხელიდან... მეორე დღეს თორმეტი ხელით და ვაჟუძეს თავით დაბრუნდა თორღვა ძაგანი მუცოში.
***
ანდაქთან ჩამოხტა თორღვა ცხენიდან და ჩეროში განმარტოვდა ფიქრებთან. _ეხლა ბეგარას დავადებ ფშავლებსაც,ეკუთვნით,მთაში ქისტების სახსენებელი გავაქრე და ეკუთვნით!_ფიქრობდა გაამაყებული და აღზევებული ძაგანი... უცებ ბექობიდან ჩამომავალ სამ მონადირეს მოჰკრა თვალი,"ფშავლები" გაუელვა თავში,ფეხზე წამოხტა და სირბილით დაეშვა თავქვე რომ გზა მოეჭრა... _კვლავ უფრო!_შესძახა ნანადირევი ხარჯიხვის დანახვაზე თორღვამ. სალამი!_წინ წამოდგა ახალგაზრდა ფშაველი ჩოთა_საით გივლია თორღვავ! _ფშავში მოვდიოდი!_მხარზე გადაიგდო თოფი თორღვამ. _ამბავი?_ცერად გახედა ავი წინათგრძნობით შეპყრობილმა ჩოთამ რომელსაც გაეგო ძაგანმა ხევსურებს ბეგარა დაადოო. _ბეგარას უნდა მომცეთ ფშავლებო, მეკუთვნის და უნდა გადამიხადოთ!_გოროზად წამოიძახა თორღვამ. _მთაში როდის გვიხდია ბეგარა ბატონიშვილო!_მორიდებით შეეპასუხა ხნიერი გოგოთური. _არ გეკუთვნით?რამდენი ხანია ქისტებს არ შეუწუხებიხართ!_შეუღრინა ძაგანმა. _წერას აუტანიხარ ძაგანო!_შესძახა ჩოთამ და თოფი გადმოიგდო,სანამ თორღვა თოფს მოიმარჯვებდა ან ხმალს ამოიღებდა იგრიალა ფშაველის თოფმა... ბანი მისცა მთამ... მწვანე ბალახი გააწითლა მუცოელი გმირის სისხლმა... სულის აღმოხდომისას ისღა ნახა თორღვამ თუ როგორ მოადგა ტანზე ისევ თავისი მცურავი ჯაჭვი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. მართალია გიო...ვილაპარაკოთ ძმა...ჩვენ ამ თემაზე საუბარი არ მოგვბეზრდება... მართალია გიო...ვილაპარაკოთ ძმა...ჩვენ ამ თემაზე საუბარი არ მოგვბეზრდება...
28. ეგრეა ჩე... არც არაფერი.... ერთმანეთისთვისმოსაყოლი და გასაზიარებელი კი ძალიან ბევრი... :) გაიხარე...
ილტოსპირელს : ... ეგ მეცდავწერე პირველპოსტში და აქაცვაკოპირებ:
"შენ წერის დროს აფსოლუტურად თავისუუფალი ხარ... " მაგაშია ჩემის აზრით პროზაიკოსის სიძლიერე...
და კიდევ ვფიქრობ რომ ამ თემაზე საუბარი ძალიან დიდხანს გაგრძელდება, რითაც ორივე გახარებულები ვიქნებით... მე ეგ რაც დავწერე ჩემი "აზრები"იყო და რატომ ფიქრობთ რომ აქ არაა მაგისი ადგილი? მერმგონია რომ ჩვენ (მე და ჩემ) ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ ჩვენი აზრები... დაარც აქ ჩემს მიერ მოყვანილი ვარიანტები მეჩვენება ზედმეტად რადგან თორღვა ამოუწურავი თემაა და ძალიან "მრავალფეროვანი" რაც ნებისმიერ პროზაიკოსს დიდ მასალას მისცემს.,.. გასათვალისწინებელი იქნება ის თუ არა ამასთვითონ გადაწყვეტს...
პატივისცმით! ეგრეა ჩე... არც არაფერი.... ერთმანეთისთვისმოსაყოლი და გასაზიარებელი კი ძალიან ბევრი... :) გაიხარე...
ილტოსპირელს : ... ეგ მეცდავწერე პირველპოსტში და აქაცვაკოპირებ:
"შენ წერის დროს აფსოლუტურად თავისუუფალი ხარ... " მაგაშია ჩემის აზრით პროზაიკოსის სიძლიერე...
და კიდევ ვფიქრობ რომ ამ თემაზე საუბარი ძალიან დიდხანს გაგრძელდება, რითაც ორივე გახარებულები ვიქნებით... მე ეგ რაც დავწერე ჩემი "აზრები"იყო და რატომ ფიქრობთ რომ აქ არაა მაგისი ადგილი? მერმგონია რომ ჩვენ (მე და ჩემ) ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ ჩვენი აზრები... დაარც აქ ჩემს მიერ მოყვანილი ვარიანტები მეჩვენება ზედმეტად რადგან თორღვა ამოუწურავი თემაა და ძალიან "მრავალფეროვანი" რაც ნებისმიერ პროზაიკოსს დიდ მასალას მისცემს.,.. გასათვალისწინებელი იქნება ის თუ არა ამასთვითონ გადაწყვეტს...
პატივისცმით!
27. კარგია, ჩე! კარგად წერ!
ყველას გასაგონად მინდა ვთქვა: მწერალი სრულიად უფლებამოსილია, რომელ ვარიანტსაც უნდა იმას დაუჭიროს მხარი და ისე გააცოცხლოს მითოსი, როგორც ეს მას ეპრიანება!
დანარჩენი მეცნიერების საკითხია და აქ კი მის ადგილს მე, პირადად, საერთოდ ვერ ვხედავ!
ჩეს კი წარმატებები ულევად! კარგია, ჩე! კარგად წერ!
ყველას გასაგონად მინდა ვთქვა: მწერალი სრულიად უფლებამოსილია, რომელ ვარიანტსაც უნდა იმას დაუჭიროს მხარი და ისე გააცოცხლოს მითოსი, როგორც ეს მას ეპრიანება!
დანარჩენი მეცნიერების საკითხია და აქ კი მის ადგილს მე, პირადად, საერთოდ ვერ ვხედავ!
ჩეს კი წარმატებები ულევად!
26. ხოო ეგ ბოლოს რასაც მწერ მერე შევამჩნიე...
მერე რო შევხვდებით ვილაპარაკოთ ძმა...
ისე ჩვენ შორის საკამათო რა უნდა იყოს... ხოო ეგ ბოლოს რასაც მწერ მერე შევამჩნიე...
მერე რო შევხვდებით ვილაპარაკოთ ძმა...
ისე ჩვენ შორის საკამათო რა უნდა იყოს...
25. ჩეე....
შენ როგორც თქვი მეორე ვარიანტშიო, მე-15 საუკუნეში ცხოვრობდაო, მე სწორედ ეგ ვარიანტი ვთქვი როდესაც დავწერე რომ ერეკლე პირველის შვილი იყოო, რადგან სწორედ ამ დროს იყო ერეკლე პირველი.... მე ეს ვთქვი თორემ ისე თორღვას მამად მიჩბნეულიბი არიან: (ერეკლე მეორეც, როგორც შენ თქვი, ასევე კონსტანტინე კახთა მეფე, ასევე ერეკლე მეორის შვილები. ) ისინი 17 - 18 საუკუნეებში მოღვაწებდნენ, მაგარმ მუცო ხო უფრო ძველია,ის უფრო მშვილდისრობის ეპოქის უნდა იყოს...
ქისტები წერენ რომ თორღვა იყო იმ ეპოქაში როდესაც არ განირჩეოდა ქრისტიანი და მართლმადიდებელი და საერთოდ რჯული, ეს კი შეიძლება შუა საუკუნეებსაც მივაკუთვნოთ...
მემატიანე წერს რომ ძაგანისძეები უპირისპირდებოდნენ სამეფო კარს, ერთ-ერთი ვარიანტით ამიტომ "ავიდა" თორღვა მუცოს...
არის ვარიანტი რომ თორღვა პანკელი იყო... მემატიანე წერს რომყეენთან მიმავალი მეფე დავით ულუ კახეთის გამგეობას სახელოვან კაცს, თორღვა პანკელს აბარებს...
ჯაჭვის პერანგის "ერთად შეგროვება" უფრო ზღაპრულია, მართალიცაა მთელი ეს ანდრეზები ზღაპრებს უკავშირდება მაგრამ , როდესაც ერეკლე მეფის შვილი შეიძლება ყოფილიყო ან მისი შვილიშვილი.. ეს უფრო მოგონილს გავს...
დამიჯერე მე თორღვაზე ანდრეზები ჩემი ხელით შემიგროვებია, ათელობითაც კი... ლექსებთანაც და განსხვავებულ ვარიანტებთანაც "კარგი" კავშირი მქონია და ისინი შემიჯამებია კიდეც და ანალიზებიც ცალ-ცალკე გამიკეთEბი ყველაზე... უბრალოდ ვფიქრობ თორღვა ამოუწურავი თემაა, მეც მინდა ჯერ კიდევ გავაგრძელო მასალებიშ შეგროვება და მერე დავამუშავო... თუმცა მე ამას როგორც მოყვარული ფოლკლორისტი" ის გავაკეთებ და ვაკეთებ...
შენ მითოლოგია პროზის სახით წარმოგვიდგინე რასაც კიდევ ერთხელ მივესალმები და შენ წერის დროს აფსოლუტურად თავისუუფალი ხარ... შენ პროზას წერ მითოლოგიის და ანდრეზების მიხედვით, მე სოფლებში გაფანტულ ანდრეზებს, თქმულებებს და ლექსებს ვაგროვებ თორღვაზე...
გამიგრძელდა ეხლაც სიტყვა, ასეა როდესაც ანდრეზებს ეხები, მითუმეტეს ისეთ "მრვავალვარიანტიან " თემას როგორიც თორღვაა, ძალიანაც გაგიგძელდება სათქმელი...
კიდევ აქ საკამოთო არაფერია, რადგან ამ ლეგენდის უამრავი ვარიანტი არსებობს და ეს ამოუწურავი თემა იქნება....
რაც შეეხება "ისე ლექსში ერთი სტროფი გამოგრჩენია გიო..." მე ლექსი რომ დავწერე მანდ, მივაწერე რომ ეს ლექსი საკამოდ ვრცელია ბოლომდე არ მომყავს მეთქი, აი ჩემი მინაწერიც: (ეს არის საკმაოდ ვრცელი ლექსი და ამიტომ ნაწყვეტი მოვიტანე ახლა რომელზეც მიმიწვდა ხელი) - წინა კომენტარშიც დავწერე და ნუ მაფიქრებინებ რომ უყურადღებოდ წაგიკითხია ჩემი ნაწერი ;) ...
ჩეე....

23. აუ,ჩე,სულ სხვა თვალით დაგინახე ახლა...:) მართლა კარგად წერ პროზას...:)
ჩე,შე მეგობარო შენა! გილოცავ სვეტიცხოვლობას! აუ,ჩე,სულ სხვა თვალით დაგინახე ახლა...:) მართლა კარგად წერ პროზას...:)
ჩე,შე მეგობარო შენა! გილოცავ სვეტიცხოვლობას!
22. კარგია... :) კარგია... :)
21. kaia. momwons... kaia. momwons...
20. ერეკლე 1ლის კი არა 2 ის. გამომრჩენია! ერეკლე 1ლის კი არა 2 ის. გამომრჩენია!
19. გიო ძმა...თორღვა არა ერეკლეს შვილი არამედ შვილიშვილი იყო... გადმოცემის თანახმად ის იყო ალექსანდრე ბატონიშვილის ვაჟი...
მეორე ვარიანტია რომ თორღვა 15 საუკუნეში ცხოვრობდა...რაც შეეხება ჟაჭვის პერანგს ის ტყვიასაც დაიჭერდა რადგან ის მთლიანად გროვდებოდა ერთ ადგილას სადაც ხმალს,ისარს ან ტყვიას ესროდნენ...ისე ლექსში ერთი სტროფი გამოგრჩენია გიო...
გაიხარეთ! გიო ძმა...თორღვა არა ერეკლეს შვილი არამედ შვილიშვილი იყო... გადმოცემის თანახმად ის იყო ალექსანდრე ბატონიშვილის ვაჟი...
მეორე ვარიანტია რომ თორღვა 15 საუკუნეში ცხოვრობდა...რაც შეეხება ჟაჭვის პერანგს ის ტყვიასაც დაიჭერდა რადგან ის მთლიანად გროვდებოდა ერთ ადგილას სადაც ხმალს,ისარს ან ტყვიას ესროდნენ...ისე ლექსში ერთი სტროფი გამოგრჩენია გიო...
გაიხარეთ!
18. გიოს ვეთანხმები! მართლაც საინტერესო ლეგენდაა და კარგად დაგიმუშავებია! იმუშავე ძმიჩ და უფრო მაგრადაც დაწერ! :) გიოს ვეთანხმები! მართლაც საინტერესო ლეგენდაა და კარგად დაგიმუშავებია! იმუშავე ძმიჩ და უფრო მაგრადაც დაწერ! :)
17. magariaaaaaaaaaaaaa magariaaaaaaaaaaaaa
16. ირაკლის გაუმარჯოს.... აქ ბევრი რამის დაწერა მომინდა.. თუმცა მალე მიწევს გასვლა თან აქ მაინც ვერ ვარ ეხლა ისე რომ ყველაფერი გიამბო.... მერე დავხდეთ და ბევრს მოგიყვები თორღვაზე, ბევრ ანდრეზთან და თქმულებასთან მქონია კავშირი რომლიც ძაგანს (ძაგანისძეს) უკავშირდება და მე თვითონ მიგროვებია ისენი... ძალიან საინტერესო და განსხვავებულ ვარიანტებს შევხვდი... მიხარია რომ ამისთვის მოიცალე და მითოლოგიური ამბავი მოგვიყევი შენებურად...
...ახლა რაც შეეხება ნაწერს.. ვფიქრობ კარგია, თუმცა მცირე შენიშვნაც მექნება, თორღვა იმდენად "ძველია" რომ ჯობია, როგორც ანდრეზებშია დაწერო რომ ისრით მოკლეს... და იმიტო მოკვდა რომ ძმადნაფიცის ჯაჭვის პერანგი აღარ ეცვა და როგორც შენ თქვი წყალში გაცურდა... ჯაჭვის პერანგს კი არა მგონი ტყვია დაეჭირა, მაგრამ შეგიძლია შემეკამათო რადგან ეს ჯაჭვის პერანგი "ჯადოსნური" იყო და შვეულებრივ შეეძლო როგორც ტყვიის ისე ისრიოს დაჭერა.. სხვადსახვა თქმულებებში სხვადასხვანაირადაა... კიდევ ერთმა მიამბო ვითომ ჩოთა თორღვას ძმადნაფიცი იყოო, მოკლედ ეს ამბავი ძალიან ძველია და ძალიან ბევრი განსხვავებული ვარიანტები მოიპოვება მთაში... ერთერთი გადმოცემით ის მეფე ერეკლე 1 ის შვილი იყო... ამაზეც მერე ვილაპრაკოთ..
niki - როგორც ზემოთ ვთვი და როგორც ირაკლიმ თქვა პერანგი წყალში გაცურდა, ამასთან დაკავშირებით ბევრნაირი ვარიანტია თუ "რა დაემართა პერანგს" მაგრამ უფრო სარწმუნო და რეალურიისაა რომ თორღვამ გაიხადა ეს პერანგი და ის წყალმა წაუღო... ზოგი ვარიანტით წყალში გაიშალა რადგან ის არ უნდა გაეხადა თორღვას... ქვემოთ მოვიყვან ხალხურ ლექსს იქიდანაც ბევრი რამ ჩანს, უფრო სწორედ ესეთი ლეგენდები უფრო ხალხური სიტყვიერებიდან მოდის და ეს ლექსიც ერთეთი ძველია.....
თორღვა ძაგანი ------------------- ობლობით ამაიზარდა თორღვა ძაგანის გვარიო, ამაეს ამაიყოლა ნავთი და ნაკვერცხალიო; დიდებულობა დაუთქვეს,ბეჭებს უნახეს ჯვარიო,_ მარჯვნივ მზე წერებულიყო,მარცხნისკე მთვარის ნალიო! _ფშავლებს უმატეთ ბეგარსა თითო ტარიგი ცხვარიო, თითო ნაცრიან ტომარა მთაზე დავყარო მშრალიო; საკარგყმოდ შამიკრიფოდით ლაღის არწივის მხარიო. "ვინც შენ ეგ მაგცას,თორღვაო,მამა წაუწყმდეს მკვდარიო". ამაიწვადა ჩოთამა ისარი მჭვარტლიანიო, გულსა ხკრა,სუკსა უწია,დაეცა ძაგნის გვარიო. _ჯაჭვი რა უყავ,თორღვაო,ქაჯების ნაჩუქარიო? _იელოვანზე გავწირე,გაცურდა,როგორც წყალიო.
(ეს არის საკმაოდ ვრცელი ლექსი და ამიტომ ნაწყვეტი მოვიტანე ახლა რომელზეც მიმიწვდა ხელი)
წარმატებები და კეთილი სურვილები! ირაკლის გაუმარჯოს.... აქ ბევრი რამის დაწერა მომინდა.. თუმცა მალე მიწევს გასვლა თან აქ მაინც ვერ ვარ ეხლა ისე რომ ყველაფერი გიამბო.... მერე დავხდეთ და ბევრს მოგიყვები თორღვაზე, ბევრ ანდრეზთან და თქმულებასთან მქონია კავშირი რომლიც ძაგანს (ძაგანისძეს) უკავშირდება და მე თვითონ მიგროვებია ისენი... ძალიან საინტერესო და განსხვავებულ ვარიანტებს შევხვდი... მიხარია რომ ამისთვის მოიცალე და მითოლოგიური ამბავი მოგვიყევი შენებურად...
...ახლა რაც შეეხება ნაწერს.. ვფიქრობ კარგია, თუმცა მცირე შენიშვნაც მექნება, თორღვა იმდენად "ძველია" რომ ჯობია, როგორც ანდრეზებშია დაწერო რომ ისრით მოკლეს... და იმიტო მოკვდა რომ ძმადნაფიცის ჯაჭვის პერანგი აღარ ეცვა და როგორც შენ თქვი წყალში გაცურდა... ჯაჭვის პერანგს კი არა მგონი ტყვია დაეჭირა, მაგრამ შეგიძლია შემეკამათო რადგან ეს ჯაჭვის პერანგი "ჯადოსნური" იყო და შვეულებრივ შეეძლო როგორც ტყვიის ისე ისრიოს დაჭერა.. სხვადსახვა თქმულებებში სხვადასხვანაირადაა... კიდევ ერთმა მიამბო ვითომ ჩოთა თორღვას ძმადნაფიცი იყოო, მოკლედ ეს ამბავი ძალიან ძველია და ძალიან ბევრი განსხვავებული ვარიანტები მოიპოვება მთაში... ერთერთი გადმოცემით ის მეფე ერეკლე 1 ის შვილი იყო... ამაზეც მერე ვილაპრაკოთ..
niki - როგორც ზემოთ ვთვი და როგორც ირაკლიმ თქვა პერანგი წყალში გაცურდა, ამასთან დაკავშირებით ბევრნაირი ვარიანტია თუ "რა დაემართა პერანგს" მაგრამ უფრო სარწმუნო და რეალურიისაა რომ თორღვამ გაიხადა ეს პერანგი და ის წყალმა წაუღო... ზოგი ვარიანტით წყალში გაიშალა რადგან ის არ უნდა გაეხადა თორღვას... ქვემოთ მოვიყვან ხალხურ ლექსს იქიდანაც ბევრი რამ ჩანს, უფრო სწორედ ესეთი ლეგენდები უფრო ხალხური სიტყვიერებიდან მოდის და ეს ლექსიც ერთეთი ძველია.....
თორღვა ძაგანი ------------------- ობლობით ამაიზარდა თორღვა ძაგანის გვარიო, ამაეს ამაიყოლა ნავთი და ნაკვერცხალიო; დიდებულობა დაუთქვეს,ბეჭებს უნახეს ჯვარიო,_ მარჯვნივ მზე წერებულიყო,მარცხნისკე მთვარის ნალიო! _ფშავლებს უმატეთ ბეგარსა თითო ტარიგი ცხვარიო, თითო ნაცრიან ტომარა მთაზე დავყარო მშრალიო; საკარგყმოდ შამიკრიფოდით ლაღის არწივის მხარიო. "ვინც შენ ეგ მაგცას,თორღვაო,მამა წაუწყმდეს მკვდარიო". ამაიწვადა ჩოთამა ისარი მჭვარტლიანიო, გულსა ხკრა,სუკსა უწია,დაეცა ძაგნის გვარიო. _ჯაჭვი რა უყავ,თორღვაო,ქაჯების ნაჩუქარიო? _იელოვანზე გავწირე,გაცურდა,როგორც წყალიო.
(ეს არის საკმაოდ ვრცელი ლექსი და ამიტომ ნაწყვეტი მოვიტანე ახლა რომელზეც მიმიწვდა ხელი)
წარმატებები და კეთილი სურვილები!
15. ვა, ეს კაია... ესეთი თემები გიხდება რაღაცნაირად... უკეთესების მოლოდინში...5 ვა, ეს კაია... ესეთი თემები გიხდება რაღაცნაირად... უკეთესების მოლოდინში...5
14. ვაჰ,ეს რა კარგიაო,ჩე_სესილმა:) ვაჰ,ეს რა კარგიაო,ჩე_სესილმა:)
13. ჯაჭვის ამბავი რო გაიგო,ქართულ მითოლოგიას უნდა იცნობდე!
ფრიადი!ძალიან მომწონს! ჯაჭვის ამბავი რო გაიგო,ქართულ მითოლოგიას უნდა იცნობდე!
ფრიადი!ძალიან მომწონს!
12. პირველი წინადადება ორჯერ მეორდება თუ ვერ არედაქტირებ მოგეხმარები.
"ღავისი" კორექტურაა
"თოკები დაიჭრა და ცეცხლთან მდგარ გუშაგს გახედა... გუშაგს ნელა ეპარებოდა სიკვდილი..."
ეს კარგად დაგიწერია , მშვენიერია
ჯაჭვის ამბავი ცოტა ვერ გავიგე :) კარგი გადმოცემაა
მთლიანობაში 4
პირველი წინადადება ორჯერ მეორდება თუ ვერ არედაქტირებ მოგეხმარები.
"ღავისი" კორექტურაა
"თოკები დაიჭრა და ცეცხლთან მდგარ გუშაგს გახედა... გუშაგს ნელა ეპარებოდა სიკვდილი..."
ეს კარგად დაგიწერია , მშვენიერია
ჯაჭვის ამბავი ცოტა ვერ გავიგე :) კარგი გადმოცემაა
მთლიანობაში 4
11. ეს უკვე პროზაა. ასე ბევრად სჯობს, ირაკლი:) რამდენიმე კორექტურა და... საინტერესო იყო მართლა. მომეწონა! ეს უკვე პროზაა. ასე ბევრად სჯობს, ირაკლი:) რამდენიმე კორექტურა და... საინტერესო იყო მართლა. მომეწონა!
10. გილოცავ ძმა პეტრე-პავლობას ! მომეწონა ძალიან !
გვფარავდეს უფალი ! გილოცავ ძმა პეტრე-პავლობას ! მომეწონა ძალიან !
გვფარავდეს უფალი !
9. მოველ, მოგესალმე, მოგილოცე! გვფარავდეს დღევანდელი დღის მადლი! მიყვარს ამ თემაზე დაწერილი ნაწარმოებები. კოლორიტულად წერ. წარმატებებით წინ! მოველ, მოგესალმე, მოგილოცე! გვფარავდეს დღევანდელი დღის მადლი! მიყვარს ამ თემაზე დაწერილი ნაწარმოებები. კოლორიტულად წერ. წარმატებებით წინ!
8. გაიხარე ირაკლი!!! ეს კარგი რაღაცა დაგიწერია...სტილიც კარგია, შინაარსიც... გაიხარე ირაკლი!!! ეს კარგი რაღაცა დაგიწერია...სტილიც კარგია, შინაარსიც...
7. მომეწონა. მენატრებიიიიიიი 5555555555555 მომეწონა. მენატრებიიიიიიი 5555555555555
6. მაინც ცუდი კაცი ყოფილა ეგ ძაგანი,თითქოს ვაჟკაცის ბუნებით წარმოსახე და წაუმდაბლა ბოლოს..მიიღო შესაბამისიც..
შენ კი, ჩეე ხარ,ძმაა...ძაგანზე მაგარი,ძმობის გული გაქ! მაინც ცუდი კაცი ყოფილა ეგ ძაგანი,თითქოს ვაჟკაცის ბუნებით წარმოსახე და წაუმდაბლა ბოლოს..მიიღო შესაბამისიც..
შენ კი, ჩეე ხარ,ძმაა...ძაგანზე მაგარი,ძმობის გული გაქ!
5. მაგარია ჩე ;) მოგიკითხე :) მაგარია ჩე ;) მოგიკითხე :)
4. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს... ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს...
3. კარგია ირაკლი... და საერთოდაც,შენი პროზა გაცილებით მომწონს... მოგიკითხე და გილოცავ დღევანდელ დღეს... კარგია ირაკლი... და საერთოდაც,შენი პროზა გაცილებით მომწონს... მოგიკითხე და გილოცავ დღევანდელ დღეს...
2. ვახ, ეს ჩე ბევრად მაგარია ;;) წინ და წინ :-* ვახ, ეს ჩე ბევრად მაგარია ;;) წინ და წინ :-*
1. ეს უკვე საინტერესოა:) ეს უკვე საინტერესოა:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|