ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა
ჟანრი: პროზა
20 ივლისი, 2009


მზე მაინც გამათბობს

      ზამთრის ერთი ჩვეულებრივი ცივი დღე იყო, თოვდა, გარეთ აქა-იქ მიმოფანტულიყო რამდენიმე ადამიანი, ალბათ არც გამოვიდოდნენ სახლიდან აუცილებელი საქმე რომ არ ქონოდათ. მხოლოდ ერთი იყო, ის, რომელსაც არ ქონდა თავშესაფარი 
და ამას შეგუებული  წელმოწყვეტით მიაპობდა გაუკვალავ გზას. უკვე დიდი დრო იყო მას შემდეგ გასული რაც ის ქუჩაში დარჩა და ეს მისთვის თითქოს ერთი ჩვეულებრივი დღე უნდა ყოფილიყო...
      გუშინდელი ნაჭამი ერთი ნაჭერი გამხმარი პურის გახსენებაზეც ნერწყვი ადგებოდა, შიოდა მაგრამ არ წუწუნებდა და აღარც იმის თავი ქონდა ვინმესთვის რამე ეთხოვა, ფიქრით ბევრს ფიქრობდა და მუდამ ის აზრი უტრიალებდა თავში, რატომ არ შეიძლებოდა მასაც ყოლოდა ოჯახი, ქონოდა პატარა მყუდრო სახლი და ყოლოდა შვილები, ამაზე ყოველთვის ერთი და იგივე პასუხს აძლევდა თავის თავს, ეს დროც მოვა, გაიფიქრებდა და სახეზე ღიმილი გადაკრავდა. ფიქრებში გართულს სიცივე შეახსენებდა ხოლმე თავს ტანში გაუვლიდა და ისე შეაჟრჟოლებდა რომ თითქოს სულიც თან მიქონდა, გამოფხიზლებულმა ახლახანს შეატყო რომ უკვე კარგად შებინდებულიყო, ფეხები ეკეცებოდა, მაგრამ მაინც აუყვა მისთვის კარგად ნაცნობ აღმართს. გრძნობდა ნელ-ნელა როგორ ეცლებოდა ძალა, ვეღარ გრძნობდა სხეულს და თითქოს ფეხები თავისით მიდიოდნენ, რამოდენიმე ნაბიჯიც და.....
    დაცემულს მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გადაურბინა, ლაღმა ბავშვობამ, სდუდენტობამ და იმ ბოლო წლებმაც რომელმაც ასეთი ტკივილი მიაყენა მას, ქუთუთოები იმდენად დამძიმდნენ რომ ვეღარ შეიკავა თავი და თვალები დახუჭა, მხოლოდ ერთი რამის ჩაჩურჩულება მოასწრო: მზე მაინც გამათბობს.......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები