ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: GAGA
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2009


ქერა გოგონა

ისე არ იყო შენ რომ გეგონა
ვარდს რომ ეძებდი გვირილის ზღვაში....
ჩუმად ფიქრობდა ქერა გოგონა
სევდა მიყვარდა მე მის ნაზ ხმაში.

წითელი კაბის მგლური შეხება
სადღაც გარიყულ გრძნობებს სწვდებოდა,
ისევ ვფურცლავდი შენს ნაზ კულულებს
ფიქრი თამბაქოს კვამლით თბებოდა....

გაწოლილიყვნენ მკრთალი ღრუბლები
გაწოლილიყვნენ დაღლილ სიზმრებად
მიქროდა სადღაც მატარებელი
და წითელ კაშნეს ქარი მისდევდა
     
                                                                  (2009)გაგა გოგოლაძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები