ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2009


ცოტახნით

მე ვტოვებ სახლებს და ფიქრებს,
და პარალელურ ქუჩებს...
რომელთაც ერთმანეთი უყვართ
და ვერასდროს ხვდებიან ერთმანეთს...
ვტოვებ მათ მარტოობას.
ვნებებისგნ დახეთქილ ქუჩებშორის ჩამდგარ სახლებს
ვპარავ მარტოობას...
ხანდახან მინდა მოგიყვე
ჩემი არნახული სიზმრების შიში,
და გითხრა ჩუმად რომ არ ვარსებობ,
გადანაცვლებითი მოძრაობების აჩრდილები ქმნიან
ჩემს არსებობას...
და მორიგი გადასვლის წამში მოვკვდი და
ეხლა მეც რომელიმე პარალელურ ქუჩას ვგავარ,
მწოლიარეს,
ათასფეხისგულგადავლილს და მტვრიანს...
და ველოდები დღეს,
როცა დაკარგული შემთხვევით
ჩემზე ჩაივლი,
რაღაცის ძებნით გართული,
და მეც ცოტახნით დაგაყოვენებ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები