 | ავტორი: სტიქია2 ჟანრი: პროზა 16 ივლისი, 2009 |
რამდენი ხანი უნდა გელოდო ამ ბინძურ გაჩერებაზე, ერთიდაიგივე დროს, ერთი და იმავე ადგილას, ერთნაირად წასმული პომადით, პაჟებით დამაგრებული კოლგოტკიდან წინ წამოწეული მარჯვენა ფეხით. ხომ მითხარი თერთმეტზე მოვალო, სად ჯანდაბაში გადაიკარგე. არ წვიმდეს მაინც. არადა წუხელ გაზზე თუნუქის ვედროთი წყალი გავაცხელე და დაჟე გაპუწული თმა ფენითაც გავიშრე. ისიც მეზობელს ვეთხოვე, აბა მე ვინ მომაშავა ფენი და თანამედროვე ტექნიკა. ადრე გამარჯობასაც კი არ მეუბნებოდა, მეტიც , კიბეზე ჩასულს ზურგიდან მომაძახებდა ხოლმე, შენ მოუკვდი შენს პატრონსო, მაგრამ მას შემდეგ რაც ჯამით სადილი შემაქვს და სახლის დალაგებაშიც ვეხმარები უკვე ფენსაც მაძლევს. ეს ფენიც რა გგონია, ვიღაც მდგმურს დარჩენია და აღარ მოუკითხავს თურმე. ღამით ქვაბიდან რაღაც სალაფავის ნარჩენები რომ ამოვფხიკე კი მითხრა ქვაბიდან ნუ ჭამ იწვიმებსო, მარა აბა დავიჯერე? ამ კოჭლმა დედაკაცმა რა გველური ყურება იცის ისე, ძვალ-რბილში ატანს.
ხოდა, ვდგავარ გაწუწული ვირთხასავით და ვიცდი. შენ ახლა ალბათ მშვიდად ეწევი ბოლო ღერ სიგარეტს შენს ფეშენებელურ ოფისში, იცი არ წავალ და აქ ვიდგები ჩაბეტონებული ძეგლივით. თავი მტკივა დილიდან, ლამისაა გამისკდეს. კეტონალის ყიდვა მინდოდა, მაგრამ გუშინ მთელი სამოცი თეთრი მივეცი იმ სულელურ ტესტში და სულ ტყუილად. აღმოჩნდა რომ ისევ არ ვარ. ვყოფილიყავი მაინც, აბორტის ფულს ხომ მაინც მომცემდი, ცოტას მოგიმატებდი კიდეც. ისე, შენ ხომ შვილი არ გყავს არ გინდა გაგიჩინო? ჩემსავით მახინჯი და შენსავით გახრწნილი იქნება. იქნებ მოკაუჭებული ცხვირიც გამოყვეს შენგან სამახსოვროდ ან, ან რამე ჭირდეს ისეთი, რომ მერე აფთიაქიდან უკან დაბრუნებულს წასვლა გაგიჭირდეს და გაპოხილ თმაზე ერთხელ მაინც გადაუსვა ხელი. ახლა ვიცი რასაც იტყვი, შენ უფრო გახრწნილი არ ხარო? მაგრამ არა, ძვირფასო, მძორები ისედაც ყარან ცოცხლად. შენ კი, ვერ ხედავ როგორ ნელ-ნელა იშლები? ნელ-ნელა გაწუხებს ყველაფერი, ეგ კუნთებიც კი, ერთ დროს მომდგარ მაიკებში რომ ამარიაჟებდი, კავზე ჩამოკიდებული ხორცის ნაჭრებივით გკიდია. ჯერ სადა ხარ, აწი ნახე შენ. მე კი საწუწუნო რა მაქვს. აქ ჩემზე ახალგაზრდები და ლამაზები დგანან და მუდმივი კლიენტი ვერ უშოვიათ. აი ის გოგო ყვითელი კაბით სულ ქორფაა, ლოთ მამინაცვალს გამოქცევია და უნდა ნახო როგორ უჭირს კლიენტის შოვნა. ხანდახან ყვავილებსაც ხო მჩუქნი ხოლმე. მართალია, ისეთს გამყიდველს ღამით რომ დარჩება და გადასაგდებად დაენანება, მაგრამ მაინც ყვავილია რა. მეც მიხარია ხოლმე. უფრო სწორად მინდა რომ რაღაც გამიხარდეს და გაშავებული კბილებიან ტუჩებს ყურებამდე ისე ვწევ მთვარეს ვგავარ. შენ კი გიჟივით ხარხარებ, ისტერიულად. მაგარი კრიჟანი ხარ ისე, სულ მაინტერესებს სახლშიც ასეთი ხარ თუ არა. ოცდაათ ლარს მომაშავებ და ეგაა, არც ერთი კაპიკით მეტი. მე ოთხზე დამხობილი ვკრეფ შენი სიყვარულის ნარჩენებს, ცოტას ცოლისგან, ცოტას საყვარლისგან, ცოტას იმ ლამაზფეხება თანამშრომელი გოგოსგან და ასე რაღაც გამოდის. შენ მოგწონს ჩემი ფინიობა. ცხოვრებაში ერთხელ მაინც გინდა იყო ღმერთი. ჰო, შენ ჩემი ღმერთი ხარ. მსჯი და მეტანიებს მორჩილად ვასრულებ, თითო შეხვედრაზე დაახლოებით ასს, ესეც სასჯელი იმისთვის რომ თაყვანი დროულად ვერ გეცი. ეტყობა შენმა საქმიანმა კონტრაქტორებმა არ იციან რა ცოტას ითხოვ, არც შენმა ლამაზფეხება თანამშრომელმა იცის, რომ უბრალოდ ბინძური გოშია გჭირდება ხორკლიანი ენით რომ გაგლოკოს და სხვა არაფერი.ცემ და გლოკავს, აგინებ და გლოკავს, აგდებ და ისევე. ამიტომ ვიცი ყოველთვის დაბრუნდები, რადგან მე კი არა, შენი ღმერთობა მოგენატრება. პრინციპში შენგან აღებული ფული იმდენია, თავისუფლად შემიძლია ამ ბინძური გაჩერების მაგიერ სუფთა, ზეწარგადაფარებულ ნომერში გელოდო მაგრამ, ესეც ერთგვარი პრელუდიაა. შენ ხომ ასეთი მოგწონვარ, ბინძური ტალახიანი ფეხებით და გაწეწილი თმით. მოგბეზრდა შენი ფსევდოპედანტის პოზა და აბრეშუმის კაბების შრიალი. მე კი, ერთი მახინჯი სათამაშო ვარ, რომელსაც როცა ხოში გექნება მაშინ მოამტვრევ ფეხს, დააპუტავ თმას, ამოაგლიჯავ სულს. აიძულებ გულისრევამდე გაგაღმერთოს.
სანამ შენ გნახავდი იმავე ბინძურ გაჩერებაზე იგივენაირად მარჯვენა ფეხწინწაწეული და პომადით ტუჩებმოთხუპნილი ვიდექი. მაშინ უფრო ახალგაზრდა ვიყავი, პერიოდულად თმასაც ვისწორებდი მეზობლის სამლარიან სალონში. დაჟე ჟორასაც მოვწონდი მაშინ. ყასაბი იყო. იდგა მაღაზიის წინ ღიპზე ხელებშემოდებული და სიცხისგან ქშინავდა. ჩემს დანახვაზე ქშენას უმატებდა და ხელებს უხერხულად იფშვნეტდა.
- ვაა ჟორა როგორ ხარ, რამდენი ხანია არ მინახიხარ, მომენატრა შენი ოფლიანი სიფათის დანახვა- ვეტყოდი უცერემონიოდ და ჟორას სახე უნდა გენახა ფეირვერკი უხტოდა თვალებში, ძუნძგლიანი ნაჭრით ოფლის წვეთებს იწმენდდა და ქშინვას უმატებდა
- რა იყო, ჟორიკ ჰაერის უკმარისობა ხომ არ გაქვს, ჩამოგვიცხა რაღაც ქალაქში
- ჩა-ჩამოცხა ჰო,ჰო
ადრე ჟორა მხატვარი იყო და რაღაცეებს ტიტყნიდა. მაშინ ჟორჟიკა ერქვა და ღიპი სულაც არ ჰქონდა თურმე.ნახატებს ვერ ყიდდა და ერთხელაც გალერეაში თითებმოკაკვული კლასელი შეხვედრია, აქ რა გინდა ბიჭო, ამ ტიტყვნით რას უნდა მიაღწიო, წამოდი ხორცის სექცია მაქვს და ყასაბი მჭირდებაო-უთქვამს და ჟორჟიკაც დათანხმებია. ღიპიც დაუდია და ჟორაც გამხდარა.
-როგორი ფარში გინდა გოგო საქონლისა თუ ღორის?
-აურიე ჟორა, ნახევარ-ნახევარი
ჟორა რკინის კოვზით მოზრდილი ფარშს იღებდა და ზელდა და ზელდა.
-რას აკეთებ ჟორა საღებავს აზავებ? აჰა ფული გამომართვი.
-არ მინდა ზეინაბ, რას ამბობ, შენ ფულს როგორ გამოგართმევ-ეშმაკურად აწკლაპუნებდა ენას ყასაბი.
საღამოს პოლიტრა არყით და კაფჩონი თევზით აყროლებული პარკით ჟორას სხვენის კარზე ვაკაკუნებდი. ვლაზღანდარაობდით ყველაფერზე, დაწყებული თითებმოკაკვული კაციდან ჩემი სახლის პატრონით დამთავრებული, რომელმაც ქირის გადაუხდელობის გამო სახლიდან გამომაგდო და ერთხელაც ჩემი გამოკრული ჭინჭებით ჟორას მივადექი. არ გაკვირვებია, ასე დავრჩი მასთან და ჭუჭყიანი გაჩერებაზე დგომის ნაცვლად მაღაზიაში ხორცს ვყიდდი. პირველად რომ მითხრა დაგხატავო გამიკვირდა, მე რა დასახატი ვართქო. მერე კი ვიჯექი ხოლმე ფეხმომტვრეულ დივანზე,, ჟორა ბებიის დანატოვარ გობელენის ფარდაგს გადააფარებდა, სიმყუდროის შესაქმნელად, არყის ბოთლებსაც კარს უკან მიყრიდა და იწყებდა. რაღაც ნახშირისმაგვარი ფანქრებით ხატავდა ჟორა. ტანზეც ამ ნახშირისმაგვარ რაღაცას მისვამდა, ეტყობა ჩემი მომჩვარული სხეული ცოტა მაინც რომ შეეფერადებინა. მუცელზე უფრო ბაცად, ძუძუსთავებზე მუქად. გზადBბოქვენისკენ ხელი უკანკალებდა და ქშინვას უმატებდა. მე ფეხებს ვშლიდი და ჟორა გაფართოებული თვალებით შემოდიოდა ჩემში. ჰო მხოლოდ თვალებით, რადგან ჟორა ცვედანი იყო, სეანსის დასრულების შემდეგ კი ჩემს ჭიპში არყის ცრემლებს აგროვებდა და ხმამაღლა ღმუოდა. მეც ვტიროდი, ალბათ უფრო დაუკმაყოფილებლობას. სკამზე ჩემი ჭუჭყიანი კაბა ეკიდა და მაინც ბედნიერი ვიყავი, რომ ჭერი მქონდა. ხანდახან ჩვენთან მეგობრები მოდიოდნენ ჩვენსავით ლოთები და უიღბლონი. მათთვის მე ჟორას ქალი ვიყავი. ამ დროს ჟორა ღიპზე ხელებს იწყობდა და ყასაბი ხდებოდა.
-ზეინაბ თეფშები მოუტანე სტუმრებს- თვალებს აბრიალებდა და აბა კარგი გოგო ყოფილიყავი და არ მიგეტანა. მეც მორჩილად მიმქონდა აყირავებულ იაშჩიკზე კორდონის სუფრა და ნახევრად დამტვრეული თეფშები. ხორცი ბლომად გვქონდა, ჩიჟიბიჟივით რაღაცას უცებ მოვათუხთუხებდი და დილამდე მიდიოდა ვახტანგურები. შეზარხოშებული ჟორა საათობით ლაპარაკობდა მონეზე, უყვარდა. ყასაბი მხატვარი იყო ჟორა, ყასაბი და უბედური. ერთხელ მორიგი ორგიის დროს თითებმოკაკვული კაციც გვესტუმრა დიდი პროვიზიით.მარჯვენა ხელზე მოკაკვული თითები ჰქონდა ამ კაცს და გაშეშებული. ჟიგული ყავდა და ძალიან ვიწრო რული ჰქონდა, მოკაკვული თითები რომ ჩამოედო. თავიდან რომ დავინახე შემეშინდა, მაგრამ ისეთი ხუმარა იყო, იმდენი გვაცინა მე და ჟორა მთელი ღამე ერთმანეთს ვასკდებოდით. ბევრი დალია იმ ღამეს ჟორამ და გობელენგადაუფარებელ დივანზე ჩაიძინა. Mმხატვარს ჰგავდა შორიდან. თითებმოკაკვული კაცი გაშეშებული თითებით ჩემს ჭუჭყიან საცვალს აწვალებდა.ახლა მე ვქშინავდი ჟორასავით, ახლა მე ვიყავი ყასაბი. ჟორა ხო მხატვარი იყო და თანაც ცვედანი.
-შემომხედე ჟორა ე, შემომხედე, ჟორაა... ვიცი, რომ არ გძინავს ჟორა, ნახე შენი კლასელი გიგო, ჰო, ჰო ის თავში რომ ურტყამდით და გა-გაგა-მარჯობასაც ვერ ამბობდა. ჰო,ჰო ის გოგი ახლა თითებმოკაკვული კაცია და საცვალს მხდის ჟორა. შენ რომ მიყიდე იმ საცვალს, მე ხომ უნიფხო ვიყავი ჟორა, ჰო უნიფხვო. ვიცი რომ არ გძინავს ჟორა, მე შენ ასეთიც მიყვარხარ ლოთიც და ცვედანიც, გაიღვიძე... გთხოვ..ჰო.. ჰო.....
ჟორა არ იღვიძებდა და ყოველ დილით როცა თითებმოკაკვული კაცი თავისი ჟიგულით ტოვებდა ჩვენს ხატას მე და ჟორა ერთად ვსვამდით ყავას გადმობრუნებულ იაშჩიკზე და ვსაუბრობდით მონეზე. ასე გაგრძელდა დიდხანს. მანამ ერთ მშვენიერ დღესაც თითებმოკაკვულმა კაცმა რულზე ხელი ვეღარ ჩამოდო და იქვე ჩვენს სახლთან მდგარ ბოძს არ შეასკდა. ჟორა ტიროდა, მეც. ჟორა აღარ ლაპარაკობდა მონეზე, ის ხატავდა შავი ფანქრებით და არავის აჩვენებდა. ერთ დღესაც ოთახში შემოსულს ჟორას ყულფზე გადმოკარკლული თვალები შემეფეთა ბებიას გობელენგადაფარებული ნახატიდან- წინ ფარშიანი ჯამით. ზუსტად ღამის თერთმეტი იყო.
ჰოდა შენ, რამდენი ხანი უნდა გელოდო ამ ბინძურ გაჩერებაზე, ერთიდაიგივე დროს ერთიდაიმავე ადგილას, ერთნაირად წასმული პომადითა და პაჟებში დამაგრებული კოლგოტკიდან წინ წამოწეული მარჯვენა ფეხით. ხომ მითხარი მოვალო, სად ჯანდაბაში გადაიკარგე. შემხედე როგორი გახრწნილი ვარ, შემხედე და შემიძულე, რადგან ზოგჯერ ფინიები მეტად იკბინებიან. შენთვის ჯერ არ მითქვამს რომ თითებმოკაკვულ კაცს შიდსი ჰქონდა? ახლა გეტყვი. მაგრამ მანამდე ოთხზე დამხობილმა უნდა ავკრიფო შენი სიყვარულის ნარჩენები, ცოტა ცოლისგან, ცოტა საყვარლისგან, ცოტას იმ ლამაზფეხება თანამშრომელი გოგოსგან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მომწონს................ მომწონს................
10. კარგია, მაგრამ მგონი სადღაც მაქვს წაკითხული, არც თუ დიდი ხნის წინათ. სად, ვერ ვიხსენებ. ვცდები? კარგია, მაგრამ მგონი სადღაც მაქვს წაკითხული, არც თუ დიდი ხნის წინათ. სად, ვერ ვიხსენებ. ვცდები?
9. კარგია, მაგრამ მგონი სადღაც მაქვს წაკითხული, არც თუ დიდი ხნის წინათ. სად, ვერ ვიხსენებ. ვცდები? კარგია, მაგრამ მგონი სადღაც მაქვს წაკითხული, არც თუ დიდი ხნის წინათ. სად, ვერ ვიხსენებ. ვცდები?
8. შენებური სიმძაფრე არც პროზას აკლია.
''ადრე ჟორა მხატვარი იყო და რაღაცეებს ტიტყნიდა.''
აქ ''ტიტყნიდა'' ზედმეტია, ჩემი აზრით. ისედაც ხვდება მკითხველი, რომ შედევრებს არ ხატავდა და კლასელიც ხომ იგივეს ეუბნება.
კარგად წერ! შენებური სიმძაფრე არც პროზას აკლია.
``ადრე ჟორა მხატვარი იყო და რაღაცეებს ტიტყნიდა.``
აქ ``ტიტყნიდა`` ზედმეტია, ჩემი აზრით. ისედაც ხვდება მკითხველი, რომ შედევრებს არ ხატავდა და კლასელიც ხომ იგივეს ეუბნება.
კარგად წერ!
7. კარგად წერ ზოგადად მაგრამ ამ მოთხრობაში, პირველი ნაწილში ბევრი არადამაჯერებელი მომენტები და უზუსტობანია ნაწერიც ხელოვნურის შთაბეჭდილებას ტოვებს, ნაკლებად რეალისტურია
მეორე ნაწილი, ჟორადან დაწყებული, შესანიშნავადაა გადმოცემული და ძალიან კარგია
4 ქულა :)
მინაწერი: ეს ჩემი აზრია მხოლოდ. :) კარგად წერ ზოგადად მაგრამ ამ მოთხრობაში, პირველი ნაწილში ბევრი არადამაჯერებელი მომენტები და უზუსტობანია ნაწერიც ხელოვნურის შთაბეჭდილებას ტოვებს, ნაკლებად რეალისტურია
მეორე ნაწილი, ჟორადან დაწყებული, შესანიშნავადაა გადმოცემული და ძალიან კარგია
4 ქულა :)
მინაწერი: ეს ჩემი აზრია მხოლოდ. :)
6. ამოვბეჭდე ეგ გუშინ და წავიკითხე, მაგარი ხარ შენ თქო, ბევრჯერ მითქვია, ხოდა ახლაც გეუბნები, დანარჩენს დასალევად რო მოვიცლით მაშინ გეტყვი! :)
ამოვბეჭდე ეგ გუშინ და წავიკითხე, მაგარი ხარ შენ თქო, ბევრჯერ მითქვია, ხოდა ახლაც გეუბნები, დანარჩენს დასალევად რო მოვიცლით მაშინ გეტყვი! :)
5. უF! მაგრად არის დაწერილი!.. უF! მაგრად არის დაწერილი!..
4. ვააა, სტიქია-2 - პოეტი მომწონდა და პროზაიკოსიც - მაგარი ხარ! მართლა მომეწონა! 5 ვააა, სტიქია-2 - პოეტი მომწონდა და პროზაიკოსიც - მაგარი ხარ! მართლა მომეწონა! 5
3. ჩემი... ყველა გაგებიტ... :) ჩემი... ყველა გაგებიტ... :)
2. გამართული ნაწერია...
პროზა მაგრად გამოგდის ;) გამართული ნაწერია...
პროზა მაგრად გამოგდის ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|