ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2009


ჩემი დალმატინელი დღეები

ჩემო ურჩობავ,                         
თქვენო სიგიჟევ!
ნუთუ, უცხო ვარ,
გახსოვთ? მიგიღეთ.
ერთად ვწრუპავდით
ბარში კონიაკს.
თქვენს ფიქრს ვუყვარდი,
ასე მგონია...
კვლავ მომენატრა
ვნება დამგეში.
უკრავს სინატრა
უცხო კაფეში.
წამის ძუნწ კადრად
თვალი მოგკარით.
ჩემს ძუძუს ჰგავდა
თქვენი ბოკალი.
ჩემს დალმატინელ
დღეებს ახსოვხართ.
დრომ გაპატიათ
ის უხამსობაც.
დარჩით რის ფასად
ხსოვნის სქოლიოს?
უფრო ძვირფასი
არც ვინ მყოლია...
ფიქრის მოლბერტზე
ფერებს ვაზავებ.
თავი მომბეზრდა,
როცა მაძალებს,
უკვე ვიკმარო
ბედთან თამაში.
გულის წინკარში
ხსოვნის ფარდაგს ვშლი.
თქვენ ამოგქარგათ
ფიქრთსაჩეჩელამ.
იცის დრომ კარგად
წამის შერჩევა.
კვლავ მომენატრა
ვნება დამგეში
უკრავს სინატრა
უცხო კაფეში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები