ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2009


მიყ-ვარ-ხარო...

გახსოვს?
მე გითხარი რომ მკითხავდი -
რად, არ მქონდა
მოკრეფილი ცა,
როცა
უკვე მიილია მზე
და საცაა შეერევა ზღვას...

გახსოვს?
მე გითხარი რომ მკითხავდი -
რად, არ ვსუნთქავ
უხეშად და შენ-
თვის, მხოლოდ შენ -
ზურგს უკან და
ყურის ძირში ხმა,
გეუბნება-

მი-ყვარ-ხარ-ო,

თუ არც გჯერა,
თუ...

გახსოვს?
პეპლებს როგორ ერეოდათ
გზა,
შუქზე როგორ ილეწავდნენ ფრთებს
ხოდა კარგო
ჩვენც იმ პეპლებს ვგა-
ვართ
მზისთვის რომ გაწირეს ფრთა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები