 | ავტორი: ნეკერა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 22 მაისი, 2008 |
ჩემი ყოველი საღამო ერთმანეთს გავს, სამსახურის შემდეგ მივუჯდები საყვარელ კომპიუტერს, ჭიქა ჩაის მოვიდგამ გვერდით და ლიტერატურულ სიახლეებს ვეცნობი ინტერნეტში. ახლაც სწორედ საღამოა, ვზივარ კომპიუტერთან და თითები თავისით კრეფს შეჩვეულ ინტერნეტმისამართს - www.urakparaki.ge . თან ჩემთვის ვფიქრობ -
„პირველი ქართული გაზეთი 1819 წლის 21 მარტს გამოვიდა. „ქართული გაზეთი“ ერქვა, 4 გვერდიანი ე.წ. „ზეწრის“ ფორმის გაზეთი იყო, არც სვეტები ქონდა, არც სათაურები გამოირჩეოდა, მასალის ავტორებიც კი არ იწერებოდა! ამ გაზეთის გამოსვლიდან მოყოლებული, ქართული ჟურნალისტიკის გზა მუდმივი ბრძოლა იყო არსებობისთვის. ბრძოლა ცენზურასთან, რომ ქართველ მკითხველს ჰქონოდა საშუალება, მშობლიურ ენაზე ეკითხა. ამ ბრძოლას ზოგჯერ ეწირებოდნენ კიდეც საზოგადო მოღვაწეები. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ არც ისე დიდი ხნის შემდეგ არა მარტო ცენზურა დარჩებოდა წარსულს, არამედ მკითხველს სიახლესთან ურთიერთობის ისეთი ამოუწურავი საშუალება მიეცემოდა, როგორიცაა ინტერნეტი.” ინტერნეტი იქცა არა მარტო მკითხველისა და ავტორის პირდაპირ დამაკავშირებელ რგოლად, არამედ ადგილად, სადაც იქმნება ლიტერატურა. ჟურნალმა „ლიტერატურულმა პალიტრამ“ ამ ფენომენს დიდი ხანია ალღო აუღო და სხვა რუბრიკებთან ერთად შემოგვთავაზა რუბრიკა - „ლიტერატურა ინტერნეტიდან“, რომლის რედაქტორიც ცნობილი მწერალი მიხო მოსულიშვილია. „ლიტერატურა ინტერნეტიდან“ მასალებს ისეთი ცნობილი ლიტერატურული პორტალებიდან იღებს, როგორიცაა „ლიტერატურა.გე“ და საჯარო ბიბლიოთეკის ფორუმი „ებლიტფო“. ბოლო დროს მათ დაემატა ახალი საიტი - „ურაკპარაკი“. ჩემი დიალოგი მიხო მოსულიშვილთან, სწორედ ურაკპარაკისა და ამ რუბრიკის შესახებ შედგა, თქვენ წარმოიდგინეთ - ინტერნეტში:
-ბატონო მიხო, რატომ შეიქმნა ურაკპარაკი, როდესაც არსებობდა ისეთი საიტები როგორიცაა „ლიტერატურა.გე“ ან თუნდაც „ებლიტფო“? რით იქნება ურაკპარაკი განსხვავებული?
-ურაკპარაკი ჯერ არ შექმნილა, ახლა ტესტირების რეჟიმს გავდივართ. ქართული ლიტერატურული საიტებისგან ძალიან ბევრი რამით იქნება განსხვავებული. მისი შექმნის დროს ვითვალისწინებდით იმ გამოცდილებას, რაც დაგვიგროვდა ანალოგიურ, ანუ რუსულ და ინგლისურ ლიტერატურულ პორტალებზე დიდხანს ყოფნით. ხოლო კონკრეტულად ჩამოთვლა ამ განსხვავებებისა ჯერ ნაადრევი იქნება, ჯერ ხომ სრული ძალით არ ავმუშავებულვართ. ერთს კი ვიტყოდი, ჩვენ გვინდა, ამ ახალ პორტალზე უფრო მეტი პროფესიონალი მოვიზიდოთ და როგორმე გამოვაცოცხლოთ კრიტიკა.
-კრიტიკა ახსენეთ და ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, ხშირად კრიტიკას პირად შეურაცხყოფად იღებენ ხოლმე, რასაკვირველია თუ ამ კრიტიკის ავტორი ურყევი ავტორიეტეტით არ სარგებლობს. ვინ დგას საიტის უკან, რა გუნდი ხელმძღვანელობს, რამდენად სანდო იქნება ის მომხმარებელთათვის?
- ჰო, კრიტიკა აუცილებლად უნდა გამოვაცოცხლოთ. ვფიქრობთ, რომ კრიტიკული ნამუშევრების კონკურსი ხომ არ ჩაგვეტარებინა... და ვნახოთ. პროფესიონალური კრიტიკის გარეშე ლიტერატურა ხომ ცოდვაა. ამ ლიტერატურული პორტალის უკან ჩვენ ლიტერატურაზე შეყვარებული მესვეურები არიან, - იმათი გვარ-სახელების დასახელება ჩემგან არსად მოხდება - ეგეთი მტკიცე პირობით დავიწყეთ მუშაობა და პირის გატეხვას მე არა ვარ ჩვეული... ეს ლიტპორტალი რომ სერიოზულად ამუშავდება, მერე მოვლენ ძალიან სამართლიანი, მაგრამ მკაცრი რედაქტორებიც - ესენი ძალიან სერიოზული პროფესიონალები იქნებიან... და ყველანი ვეცდებით, რომ "ურაკპარაკმა" საკუთარი სახე შეიქმნას ჩვენი მზარდი ინტერნეტული მკითხველისთვის. აი, ნახეთ როგორი მონაცემია ჯერ კიდევ ტესტირების რეჟიმისას - დღეში ჩვენს ლიტპორტალზე იხსნება 14 000-მდე გვერდი... ეს ურიგო მონაცემი არ არის.
- რამდენად ხარისხიანია „ლიტერატურა ინტერნეტიდან“, ხომ არ აფუჭებს ახალგაზრდა ავტორებს მკითხველთან პირდაპირი ურთიერთობა?
- რაც იწერება, ის არის - არც მეტი და არც ნაკლები. ლიტერატურა ხომ ისეთია, რომ ყოველთვის არსებობს ნაწარმოებები, რომლებიც ფონს ქმნიან და ამ ფონზე არის ცალკეული და განსხვავებული ნაწარმოებები და ავტორები. ასეა ინტერნეტულ ლიტერატურაშიც. და ახალგაზრდა ავტორებს თუ მკითხველთან ურთიერთობა გააფუჭებს, მაშინ არც ყოფილან მწერლები და "მწერლობანას" თამაშობენ თურმე. და ამ "მწერლობანას" მოთამაშე მოყვარულად დარჩენილა ასეთი ავტორი და ეგ არის. ასეთი ავტორი კიდევ მნიშვნელოვანს ვერც ვერაფერს დაწერს. ამ "მწერლობანას" მოთამაშეებსაც თავიანთი ადგილი აქვთ და ნამდვილ მწერლებსაც. ლიტერატურა ხომ დოღი არ არის, რომ - აბა, ვინ ვის გაასწრებს?! კარგმა მწერალმა იცის, რომ სხვებს კი არა, საკუთარ თავს უნდა აჯობოს როგორმე და არც არავის ეჯიბრება. არც აინტერესებს ასეთი შეჯიბრი, არცა სცალია საამისოდ - იმიტომ, რომ კარგი ნაწარმოების დაწერაზე ფიქრობს და მუშაობს. მე ეგრე მგონია და, რა ვიცი...
-ინტერნეტში საავტორო უფლებების დაცვა საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ავტორები ახალგაზრდები არიან და ახალ ნაწარმოებს პირდაპირ საიტზე ათავსებენ. შეძლებს ურაკპარაკი გაუგებრობების თავიდან აცილებას?
- არის ესეთი რუსული ლიტპორტალი "პროზა.რუ" და იქ რომ ნაწარმოებს დადებ, საავტორო უფლების დაცვის პატენტი გეძლევა - თავისი ნომრითა და ბეჭდით. მე ამაზე სულ მეცინება ხოლმე - ხაკერები ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის სისტემებში შედიან და ბანკებს ტეხავენ და ნაწარმოების მოპარვა რა გახდა ამისთანა? მე არა მგონია, ამჟამად რომელიმე პორტალს შეეძლოს ამისგან თავის არიდება. მოკლედ, თუ გვეშინია, რომ ჩვენს გენიალურ ნაწარმოებებს მოგვპარავენ, სეიფებში უნდა ჩავკეტოთ - თუმცა ესეც დროებითი იქნება და მოსაპარს მაინც მოიპარავენ. და, აბა მითხარი, რა არ არის დროებითი ამ წუთისოფელში? აქ რომ ღიმილის ნიშანი დავსვა, შეიძლება? :)
-ბატონო მიხო, ვისი იდეა იყო „ლიტერატურულ პალიტრაში“ რუბრიკის „ლიტერატურა ინტერნეტიდან“ შექმნა და რა პრინციპით ირჩევთ ავტორებს?
-მე მოვიგონე და მე ვარჩევ ხოლმე. ეკა ქევანიშვილიც მეხმარება, მე მიყვარს ეკას ლექსები და თან შესანიშნავი გემოვნება აქვს.
-დიდი მადლობა ბატონო მიხო.
მე კი ისევ ჩემს საყვარელ ლიტერატურულ საიტს მივუბრუნდი, რომელზეც ამ საუბრის განმავლობაში რამდენიმე ახალი ნაწარმოები გაჩნდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
37. საინტერესო... ნიკის კომენტარიც მომეწონა... საინტერესო... ნიკის კომენტარიც მომეწონა...
36. საინტერესო მიმოხილვაა!!! მართლაც შთამბეჭტავია!!! საინტერესო მიმოხილვაა!!! მართლაც შთამბეჭტავია!!!
35. ბრავო,ბონესიმა... ბრავო,ბონესიმა...
34. კვირის პალიტრაში არ დაბეჭდილა. აქ დაიდო და www.griffin.ge-ზე. კვირის პალიტრაში არ დაბეჭდილა. აქ დაიდო და www.griffin.ge-ზე.
33. ეს რომელ კვირის პალიტრაში დაიბეჭდა? ეს რომელ კვირის პალიტრაში დაიბეჭდა?
32. " მოკლედ, თუ გვეშინია, რომ ჩვენს გენიალურ ნაწარმოებებს მოგვპარავენ, სეიფებში უნდა ჩავკეტოთ - თუმცა ესეც დროებითი იქნება და მოსაპარს მაინც მოიპარავენ. და, აბა მითხარი, რა არ არის დროებითი ამ წუთისოფელში? აქ რომ ღიმილის ნიშანი დავსვა, შეიძლება? :)" ჟურნალისტიც კარგი და ინტერვიუერიც. :) მე, როგორც მკითხველი, ავტორებს ვუსურვებ სულ მოსაპარი ნაწარმოებები შექმნან ხოლმე. :) " მოკლედ, თუ გვეშინია, რომ ჩვენს გენიალურ ნაწარმოებებს მოგვპარავენ, სეიფებში უნდა ჩავკეტოთ - თუმცა ესეც დროებითი იქნება და მოსაპარს მაინც მოიპარავენ. და, აბა მითხარი, რა არ არის დროებითი ამ წუთისოფელში? აქ რომ ღიმილის ნიშანი დავსვა, შეიძლება? :)" ჟურნალისტიც კარგი და ინტერვიუერიც. :) მე, როგორც მკითხველი, ავტორებს ვუსურვებ სულ მოსაპარი ნაწარმოებები შექმნან ხოლმე. :)
31. საინტერესოა, ნინო! წინსვლას გისურვებ, ჩემო ნიჭიერო მეგობარო!:) საინტერესოა, ნინო! წინსვლას გისურვებ, ჩემო ნიჭიერო მეგობარო!:)
30. ვა,ამდენი ხალხია და ჩამკვდარია საიტი.მედDიურეთ ხალხნო ნეკერ ამხელა ფილარმონია ქალვს ვერ მამცნევ არა,მაგრამ რას შემამცნეს შენმა სიყვარულმა სულ ჩამომადნო და დამლია.მალე მოდელად მიმიღებენ გოგო აი : ვა,ამდენი ხალხია და ჩამკვდარია საიტი.მედDიურეთ ხალხნო ნეკერ ამხელა ფილარმონია ქალვს ვერ მამცნევ არა,მაგრამ რას შემამცნეს შენმა სიყვარულმა სულ ჩამომადნო და დამლია.მალე მოდელად მიმიღებენ გოგო აი :
29. ნინ, ძალიან მომეწონა! კარგი ჟურნალისტი ხარ!
ნინ, ძალიან მომეწონა! კარგი ჟურნალისტი ხარ!
28. რამხელა დისკუსიები გამოუწვევია ჩემს პუბლიცისტიკას :) მომწონს ძალიან :) რამხელა დისკუსიები გამოუწვევია ჩემს პუბლიცისტიკას :) მომწონს ძალიან :)
26. ჯანდაბას ჩემი 5 ქულა, მაინც ვუპასუხებ ლელასა :)
მართალი ხარ ლელა, შეუძლია ასეც მოიქცეს და 10 წლის წინანდელადაც გაასაღოს, ოღონდ სიტყვით მხოლოდ. დამამტკიცებელ საბუთს - ან წიგნს გამოცემულს, ან ინტერნეტში განთავსებულს ან თუნდაც დაპატენტებულს( :) ) ვერ მოიტანს და თავის რვეულში ჩაწერილზე ან "ზეპირად ვიცოდიო"-ზე კიდევა უკვე ვთქვით როგორც არის საქმე. და თუ ვთქვათ მოიტანა ასეთი საბუთი, ანუ წიგნი, რომელიც მან გამოსცა 2 წლით ადრე, მაშინ მართალი ყოფილა ეს კაცი და რას ვერჩით :D
ასე რომ ლოგიკა 100%-იანია ;)
ჯანდაბას ჩემი 5 ქულა, მაინც ვუპასუხებ ლელასა :)
მართალი ხარ ლელა, შეუძლია ასეც მოიქცეს და 10 წლის წინანდელადაც გაასაღოს, ოღონდ სიტყვით მხოლოდ. დამამტკიცებელ საბუთს - ან წიგნს გამოცემულს, ან ინტერნეტში განთავსებულს ან თუნდაც დაპატენტებულს( :) ) ვერ მოიტანს და თავის რვეულში ჩაწერილზე ან "ზეპირად ვიცოდიო"-ზე კიდევა უკვე ვთქვით როგორც არის საქმე. და თუ ვთქვათ მოიტანა ასეთი საბუთი, ანუ წიგნი, რომელიც მან გამოსცა 2 წლით ადრე, მაშინ მართალი ყოფილა ეს კაცი და რას ვერჩით :D
ასე რომ ლოგიკა 100%-იანია ;)
25. რას ამბობთ, იოჰანზე და ელისზე, იოჰანესბურგზე და გერცერზე სიტყვებზეც კი პატენტი მაქვს :D რას ამბობთ, იოჰანზე და ელისზე, იოჰანესბურგზე და გერცერზე სიტყვებზეც კი პატენტი მაქვს :D
24. მაგ ლოგიკით იგივე "ცუდ ადამიანს შეუძლია" ცხელ-ცხელ ლექსად არ გაასაღოს მოპარული და ლექსის დაწერის თნრიღი ცოტა უფრო წინ გადაწიოს ვიდრე სანათას ექნება მითითებულიი!:)) მაგ ლოგიკით იგივე "ცუდ ადამიანს შეუძლია" ცხელ-ცხელ ლექსად არ გაასაღოს მოპარული და ლექსის დაწერის თნრიღი ცოტა უფრო წინ გადაწიოს ვიდრე სანათას ექნება მითითებულიი!:))
23. ალბათ ან არასწორად გამიგეს და ან ძალიან გაუნათლებელი ვგონივარ ხალხს :D უფლებების დაცვა რა საჭიროა და როგორ ხდება ძალიან კარგადაც ვიცი, მაგრამ ალბათ არ დაუკვირდით კარგად კითხვის შინაარსს და აქცენტი რომ ინტერნეტზე იყო გამახვილებული, ამას არ მიაქციეთ ყურადღება: აი კითხვაც: "რას ნიშნავს ეს ფრაზა, ანუ როგორ გესმით? "ინტერნეტში საავტორო უფლებების დაცვა საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ავტორები ახალგაზრდები არიან და ახალ ნაწარმოებს პირდაპირ საიტზე ათავსებენ." რატომაა ძნელი ან საერთოდ რა დაცვა უნდა??? ( საქართველოში კონკრეტულად და თუნდაც საზღვარგარეთ )"
მოკლედ მე გეტყვით ჩემს აზრს:
ვთქვათ მაგალითისთვის ავიღოთ თუნდაც სანათა ხოოოდა სანათამ ურაკპარაკ.გე-ზე განათავსა რაიმე ლექსი. გავიდა ორი თვე და სადღაც რომელიღაც ლიტერატურულ საღამოზე, ვიღაც ცუდმა ადამიანმა, წაიკითხა ეს ლექსი და გაასაღა თავისად. თანაც სულ ახალდაწერილად ანუ ცხელცხელად. გაიმართა დავა და აგერ ჩემო ბატონოო, ეუბნება სანათა, ორი თვის წინ დავდე ეგ ლექსი ურაკპარაკი.გე-ზეო. -აბა გვანახეო -აგერ იხილეთო -კიო იტყოდა ნეკერა, ბობო, ბარტყი და სხვებიც.... ნიკიც დაუდასტურებდა ნამდვილად ასე იყოო აგერ ჩვენი უმაღლესი ქულებიცო. -აბა ახლა შე ცუდო ადამიანოო - მიმართავენ იმ მეორესა - დაახვიე აქედანა, მაგრამ მანამდე ბოდიში მოუხადე სანათასაო.
მაგრამ, სანათას ეს ლექსი მხოლოდ თავის რვეულში რომ ქონოდა დაწერილი, ხომ ვერაფერს გააწყობდა ?
ასე, რომ ინტერნეტში განთავსება გარკვეული თვალსაზრისით საავტორო უფლებების დაცვაცაა
აი ამის თქმა მინდოდა იმედია გასაგებად გამოვხატე სათქმელი :) ალბათ ან არასწორად გამიგეს და ან ძალიან გაუნათლებელი ვგონივარ ხალხს :D უფლებების დაცვა რა საჭიროა და როგორ ხდება ძალიან კარგადაც ვიცი, მაგრამ ალბათ არ დაუკვირდით კარგად კითხვის შინაარსს და აქცენტი რომ ინტერნეტზე იყო გამახვილებული, ამას არ მიაქციეთ ყურადღება: აი კითხვაც: "რას ნიშნავს ეს ფრაზა, ანუ როგორ გესმით? "ინტერნეტში საავტორო უფლებების დაცვა საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ავტორები ახალგაზრდები არიან და ახალ ნაწარმოებს პირდაპირ საიტზე ათავსებენ." რატომაა ძნელი ან საერთოდ რა დაცვა უნდა??? ( საქართველოში კონკრეტულად და თუნდაც საზღვარგარეთ )"
მოკლედ მე გეტყვით ჩემს აზრს:
ვთქვათ მაგალითისთვის ავიღოთ თუნდაც სანათა ხოოოდა სანათამ ურაკპარაკ.გე-ზე განათავსა რაიმე ლექსი. გავიდა ორი თვე და სადღაც რომელიღაც ლიტერატურულ საღამოზე, ვიღაც ცუდმა ადამიანმა, წაიკითხა ეს ლექსი და გაასაღა თავისად. თანაც სულ ახალდაწერილად ანუ ცხელცხელად. გაიმართა დავა და აგერ ჩემო ბატონოო, ეუბნება სანათა, ორი თვის წინ დავდე ეგ ლექსი ურაკპარაკი.გე-ზეო. -აბა გვანახეო -აგერ იხილეთო -კიო იტყოდა ნეკერა, ბობო, ბარტყი და სხვებიც.... ნიკიც დაუდასტურებდა ნამდვილად ასე იყოო აგერ ჩვენი უმაღლესი ქულებიცო. -აბა ახლა შე ცუდო ადამიანოო - მიმართავენ იმ მეორესა - დაახვიე აქედანა, მაგრამ მანამდე ბოდიში მოუხადე სანათასაო.
მაგრამ, სანათას ეს ლექსი მხოლოდ თავის რვეულში რომ ქონოდა დაწერილი, ხომ ვერაფერს გააწყობდა ?
ასე, რომ ინტერნეტში განთავსება გარკვეული თვალსაზრისით საავტორო უფლებების დაცვაცაა
აი ამის თქმა მინდოდა იმედია გასაგებად გამოვხატე სათქმელი :)
22. საინტერესოა, ფრიად!;;) საინტერესოა, ფრიად!;;)
21. მე დილით მქონდა ფეხი ხეხზე შემოდგმული და კომენტარისთვის ახლა მოვიცალეეე! :)) მე დილით მქონდა ფეხი ხეხზე შემოდგმული და კომენტარისთვის ახლა მოვიცალეეე! :))
20. ძალიან საინტერესო იყო ნინუცელა, სიამოვნებით წავიკითხე. შეფასებით კი, მთლად კომპეტენტური ვერ ვიქნები, მეც ვჟურნალისტობ ჟურნალ ქართულ მწერლობაში, მაგრამ მაინც ჯერ დამწყები ვარ.. 5 ძალიან საინტერესო იყო ნინუცელა, სიამოვნებით წავიკითხე. შეფასებით კი, მთლად კომპეტენტური ვერ ვიქნები, მეც ვჟურნალისტობ ჟურნალ ქართულ მწერლობაში, მაგრამ მაინც ჯერ დამწყები ვარ.. 5
19. niki ძვირფასო, ამ საკითხზე შემიძლია გაგიწიოთ იურიდიული კონსულტაცია იმის გათვალისწინებით, რომ კონსულტაცია ფასიანია და მე საკმაოდ კომპეტენტური და მაღალანაზღაურებადი კონსულტანტი ვარ ;);) სეროზულად კი არსებობს " საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ", რომელიც 69 მუხლისაგან შედგება და თუმცა მე, როგორც იურისტი, უკეთესს ვისურვებდი, სულაც არ არის "ბლა-ბლა"... შემიძლია უზრუნველგყოთ ამ კანონით, რაც თქვენთვის სულაც არ უნდა იყოს ინტერესმოკლებული... ერთმა პატარა და ენამახვილმა ფშაველმა გოგომ ლექსად შეუთვალა სხვათა ნაღვაწის მიმთვისებელთ: ეს რა წესი გაქვთ ხევსურთა, რასაც კარგს შაიგულებთა, მაჰხელავთ, სახჩი წაიღებთ, ძალ-ძალად ახევსურებთა... ერთხელ აზრად არ მოგივათ , რად არ მოგდევენ მდევრები, იპარავს _ ვისაც არა აქვს, ჰპარავს _ ვისაც აქვს ბევრები... შეგარგოთ, ხვალ-ზეგ სხვას ვიტყვით, ვენაცვლე ფშავის ღალასა ნუ გაგვიწყრება ღმერთი და... რა დალევს წყაროს წყალასა... ეს გოგო, ბავშვია, niki და ლაღი ბავშვია და ჯერ არ განუცდია, ალბათ, სიმწარე იმ გრძნობისა, როცა მის ლექსს ქვეშ თავის სახელს მიაწერს სხვა (კანონით დაცულ პირად ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს რომ თავი დავანებოთ) და სახალხოდაც სხვა მოიწონებს თავს... ან სულაც ვინ იცის, იქნებ მომავალი ბრძენი ქალი წინასწარმეტყველებდეს მისი პირით...
რა ვიცი, აბა?
ნინუცელა, კარგი გოგო ხარ შენ ძალიან... ძალიან კარგ საქმეს შესჭიდებიხარ და აბა, დაველოდები, როგორ გააგრძელებ... :) niki ძვირფასო, ამ საკითხზე შემიძლია გაგიწიოთ იურიდიული კონსულტაცია იმის გათვალისწინებით, რომ კონსულტაცია ფასიანია და მე საკმაოდ კომპეტენტური და მაღალანაზღაურებადი კონსულტანტი ვარ ;);) სეროზულად კი არსებობს " საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ", რომელიც 69 მუხლისაგან შედგება და თუმცა მე, როგორც იურისტი, უკეთესს ვისურვებდი, სულაც არ არის "ბლა-ბლა"... შემიძლია უზრუნველგყოთ ამ კანონით, რაც თქვენთვის სულაც არ უნდა იყოს ინტერესმოკლებული... ერთმა პატარა და ენამახვილმა ფშაველმა გოგომ ლექსად შეუთვალა სხვათა ნაღვაწის მიმთვისებელთ: ეს რა წესი გაქვთ ხევსურთა, რასაც კარგს შაიგულებთა, მაჰხელავთ, სახჩი წაიღებთ, ძალ-ძალად ახევსურებთა... ერთხელ აზრად არ მოგივათ , რად არ მოგდევენ მდევრები, იპარავს _ ვისაც არა აქვს, ჰპარავს _ ვისაც აქვს ბევრები... შეგარგოთ, ხვალ-ზეგ სხვას ვიტყვით, ვენაცვლე ფშავის ღალასა ნუ გაგვიწყრება ღმერთი და... რა დალევს წყაროს წყალასა... ეს გოგო, ბავშვია, niki და ლაღი ბავშვია და ჯერ არ განუცდია, ალბათ, სიმწარე იმ გრძნობისა, როცა მის ლექსს ქვეშ თავის სახელს მიაწერს სხვა (კანონით დაცულ პირად ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს რომ თავი დავანებოთ) და სახალხოდაც სხვა მოიწონებს თავს... ან სულაც ვინ იცის, იქნებ მომავალი ბრძენი ქალი წინასწარმეტყველებდეს მისი პირით...
რა ვიცი, აბა?
ნინუცელა, კარგი გოგო ხარ შენ ძალიან... ძალიან კარგ საქმეს შესჭიდებიხარ და აბა, დაველოდები, როგორ გააგრძელებ... :)
18. ნეკერ, ახლა ვფაციფუცობ ნამეტანი და მერე ფეხს ფეხზე შემოვიდგამ!:)) და მშვიდად წავიკითხავ, აუცილებლად!:) ნეკერ, ახლა ვფაციფუცობ ნამეტანი და მერე ფეხს ფეხზე შემოვიდგამ!:)) და მშვიდად წავიკითხავ, აუცილებლად!:)
17. პირველ რიგში ნიკის ვპასუხებ :) ნიკი, საავტორო უფლებების დაცვა მართლაც რთული საქმეა. და რაც შეეხება შენს კითხვას- რა საჭიროა დაცვაო, რატომაც არა? ესა თუ ის ნაწარმოები არის ინტელექტუალური საკუთრება და არც ერთ ავტორს არ ესიამოვნება ჩემის აზრით თუ სხვა მიითვისებს მის ნააზრევს. სხვათა შორის ლიტერატურა.გე-ზე იყო ასეთი შემთხვევა, გაუგებრობა მოხდა ორ ავტორს შორის და საკმაოდ ცუდი შედეგები ქონდა :)
პატარა ბარტყი, რასაკვირველია ჟურნალისტის ინტერვიუა! და შენ "პუბლიცისტიკა" რა გგონია? :)
თეკლე სიმშრალეს რაც შეეხება გეთანხმები, მაგრამ მთლად ჩემი ბრალიც არ არის ;) რესპოდენტს ძლივს ვაკავებდი :)
ნუციკო, დიდი მადლობა :) პროფესიამ გადამძალა ალბათ.
მარიამსაც დიდი მადლობა.
ნინი ეგ მართლაც რთული თემა და საინტერესო ნარკვევი დაიწერება ალბათ, თუმცა მე რამდენად მოვახერხებ, თუნდაც ჩემი "მორბენალი" რეჟიმის გამო... დაფიქრებად ნამდვილად ღირს, ვნახოთ. პირველ რიგში ნიკის ვპასუხებ :) ნიკი, საავტორო უფლებების დაცვა მართლაც რთული საქმეა. და რაც შეეხება შენს კითხვას- რა საჭიროა დაცვაო, რატომაც არა? ესა თუ ის ნაწარმოები არის ინტელექტუალური საკუთრება და არც ერთ ავტორს არ ესიამოვნება ჩემის აზრით თუ სხვა მიითვისებს მის ნააზრევს. სხვათა შორის ლიტერატურა.გე-ზე იყო ასეთი შემთხვევა, გაუგებრობა მოხდა ორ ავტორს შორის და საკმაოდ ცუდი შედეგები ქონდა :)
პატარა ბარტყი, რასაკვირველია ჟურნალისტის ინტერვიუა! და შენ "პუბლიცისტიკა" რა გგონია? :)
თეკლე სიმშრალეს რაც შეეხება გეთანხმები, მაგრამ მთლად ჩემი ბრალიც არ არის ;) რესპოდენტს ძლივს ვაკავებდი :)
ნუციკო, დიდი მადლობა :) პროფესიამ გადამძალა ალბათ.
მარიამსაც დიდი მადლობა.
ნინი ეგ მართლაც რთული თემა და საინტერესო ნარკვევი დაიწერება ალბათ, თუმცა მე რამდენად მოვახერხებ, თუნდაც ჩემი "მორბენალი" რეჟიმის გამო... დაფიქრებად ნამდვილად ღირს, ვნახოთ.
16. ეს დილას ვნახე.5 ნეკერ ''ლიტერატურა ინტერნეტიდან''შედარებით ახალი,საინტერესო ''მოვლენაა'''.თავისი დადებითი და ალბათ ურაყოფითი მხარეებით. ძალიან მინდა რაიმე ისეთი სერიოზული,ღრმა სტატია,გინდაც სტატია -კვლევა ამ თემაზე... .იქნებ შენ დაწერო?ასევე უფრო დაწვრილებითი,დეტალური ინფრომაცია თუნდაც ამ საიტის სამომავლო გეგმების','წამოწყებების'' შესახებ? აქ კი ჟურნალისტსაც და რესპოდენტსაც 5. ეს დილას ვნახე.5 ნეკერ ``ლიტერატურა ინტერნეტიდან``შედარებით ახალი,საინტერესო ``მოვლენაა```.თავისი დადებითი და ალბათ ურაყოფითი მხარეებით. ძალიან მინდა რაიმე ისეთი სერიოზული,ღრმა სტატია,გინდაც სტატია -კვლევა ამ თემაზე... .იქნებ შენ დაწერო?ასევე უფრო დაწვრილებითი,დეტალური ინფრომაცია თუნდაც ამ საიტის სამომავლო გეგმების`,`წამოწყებების`` შესახებ? აქ კი ჟურნალისტსაც და რესპოდენტსაც 5.
15. გიწონებთ გარჯას:) გიწონებთ გარჯას:)
14. ნინი, ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის დასაწყისი მშვენივრად მოგვიყევი :) თემაც მშვენიერია და საკმაოდ სერიოზული :)
კრიტიკის გამოცოცხლება საუკეთესო საშუალებაა ავტორის ზრდის, მაგრამ გააჩნია კრიტიკოსს! პოეზიაში არანაირი ვერდიქტი არ არსებობს, ყველაფერს დრო აჩვენებს...
და მხოლოდ ინტელექტის ბაზაზე შექმნილი ლიტერატურული ქმნილება ვერასოდეს გასცდება "ლიტერატორთა ლიტერატურას", პოეზიის შექმნა უფრო ქვეცნობიერიდან მოდის... ამიტომ, კრიტიკოსს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს. :)
მოგიკითხე 5
ნინი, ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის დასაწყისი მშვენივრად მოგვიყევი :) თემაც მშვენიერია და საკმაოდ სერიოზული :)
კრიტიკის გამოცოცხლება საუკეთესო საშუალებაა ავტორის ზრდის, მაგრამ გააჩნია კრიტიკოსს! პოეზიაში არანაირი ვერდიქტი არ არსებობს, ყველაფერს დრო აჩვენებს...
და მხოლოდ ინტელექტის ბაზაზე შექმნილი ლიტერატურული ქმნილება ვერასოდეს გასცდება "ლიტერატორთა ლიტერატურას", პოეზიის შექმნა უფრო ქვეცნობიერიდან მოდის... ამიტომ, კრიტიკოსს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს. :)
მოგიკითხე 5
13. დამაინტერესა. კარგი ქენი, რომ განათავე.5 დამაინტერესა. კარგი ქენი, რომ განათავე.5
12. მშვენიერია, ყოველ შემთხვევაში წამოწყებას მივესალმები. ინტერვიუ ცოტა მემშრალა, რესპოდენტი არცთუ ნათლად საუბრობს როგორ აპირებს ლიტერატურულ ნაწარმოებებზე ცენზის დაწესებას. კრიტიკის კონკურსის ჩატარება ძალიან საინტერესო იქნება, მით უმეტეს დღევანდელობაში, რადგან ფაქტიურად კრიტიკა არც ერთ სფეროში არ მუშაობს. ბესო ჟღენტს ჰკითხეს: რა უფრო გეხალისებათ-ქება თუ კრიტიკაო. რა თქმა უნდა კრიტიკაო, უპასუხა ბესომ. როცა ვაქებ-ერთს უხარია და ათასს სწყინს. როცა ვაძაგებ-ერთს სწყინს და ათასს უხარიაო. კრიტიკის გარეშე კი სელექცია შეუძლებელია.
წარმატებები
მშვენიერია, ყოველ შემთხვევაში წამოწყებას მივესალმები. ინტერვიუ ცოტა მემშრალა, რესპოდენტი არცთუ ნათლად საუბრობს როგორ აპირებს ლიტერატურულ ნაწარმოებებზე ცენზის დაწესებას. კრიტიკის კონკურსის ჩატარება ძალიან საინტერესო იქნება, მით უმეტეს დღევანდელობაში, რადგან ფაქტიურად კრიტიკა არც ერთ სფეროში არ მუშაობს. ბესო ჟღენტს ჰკითხეს: რა უფრო გეხალისებათ-ქება თუ კრიტიკაო. რა თქმა უნდა კრიტიკაო, უპასუხა ბესომ. როცა ვაქებ-ერთს უხარია და ათასს სწყინს. როცა ვაძაგებ-ერთს სწყინს და ათასს უხარიაო. კრიტიკის გარეშე კი სელექცია შეუძლებელია.
წარმატებები
11. ჩემი გიჟი გოგო:) გაკოცე
ჩემი გიჟი გოგო:) გაკოცე
10. შენი ჭირიმე ბარტყოოოოოო,მიყვარხარ... მარა მე ჩემი აზრი გამაჩნია და აი ასე ჯიქურაად...:)) კაი ბზრიალში ნუ გადმოხვალ ახლა,ჩვენ ძველ მეგობრობას ეცი პატივი...:)) შენი ჭირიმე ბარტყოოოოოო,მიყვარხარ... მარა მე ჩემი აზრი გამაჩნია და აი ასე ჯიქურაად...:)) კაი ბზრიალში ნუ გადმოხვალ ახლა,ჩვენ ძველ მეგობრობას ეცი პატივი...:))
9. ჯალალი გააჩუმე ენა მე ვიცი რასაც ვერჩი:))) და ვისაც ვერჩი:)) ჯალალი გააჩუმე ენა მე ვიცი რასაც ვერჩი:))) და ვისაც ვერჩი:))
7. პირველივე დღიდან ძაან შევეჩვიე ამ სახელს..."ურაკპარაკი" და მომწონს... ჰოდა ბოლომდე ასე ვიდგები ჯიუტად... ანი რას ერჩი სახელწოდებას? ურაკისასა?! ა?! :) სახელი არაფერს ცვლის,მთავარია შიგ რა დევს...
პ.ს:უკაცრავად თუ ხმამაღლა გამომივიდა ნათქვამი..:)
პირველივე დღიდან ძაან შევეჩვიე ამ სახელს..."ურაკპარაკი" და მომწონს... ჰოდა ბოლომდე ასე ვიდგები ჯიუტად... ანი რას ერჩი სახელწოდებას? ურაკისასა?! ა?! :) სახელი არაფერს ცვლის,მთავარია შიგ რა დევს...
პ.ს:უკაცრავად თუ ხმამაღლა გამომივიდა ნათქვამი..:)
6. ეს ჩემი აზრით ჟურნალისტის ინტერვიუა:) ანუ ჟურნალისტისგან აღებული ინტერვიუ ურაკპარაკზე:))) ოხ ნინი ნინი:) ცოტა ისეთი რაღაც მაინც ერქვას რომ ღირდეს შენს ამდენ სიყვარულად ა?:) ოხ ბობო, ბობო უკარპარაკი შენა და....:) ეს ჩემი აზრით ჟურნალისტის ინტერვიუა:) ანუ ჟურნალისტისგან აღებული ინტერვიუ ურაკპარაკზე:))) ოხ ნინი ნინი:) ცოტა ისეთი რაღაც მაინც ერქვას რომ ღირდეს შენს ამდენ სიყვარულად ა?:) ოხ ბობო, ბობო უკარპარაკი შენა და....:)
5. არც "კო" და არც "კო"-ს გარეშე რესპონდენტი არ მეხმაურება, მაგრამ დავტოვებ მაინც კითხვას რას ნიშნავს ეს ფრაზა, ანუ როგორ გესმით? "ინტერნეტში საავტორო უფლებების დაცვა საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ავტორები ახალგაზრდები არიან და ახალ ნაწარმოებს პირდაპირ საიტზე ათავსებენ."
რატომაა ძნელი ან საერთოდ რა დაცვა უნდა??? ( საქართველოში კონკრეტულად და თუნდაც საზღვარგარეთ ) არც "კო" და არც "კო"-ს გარეშე რესპონდენტი არ მეხმაურება, მაგრამ დავტოვებ მაინც კითხვას რას ნიშნავს ეს ფრაზა, ანუ როგორ გესმით? "ინტერნეტში საავტორო უფლებების დაცვა საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ავტორები ახალგაზრდები არიან და ახალ ნაწარმოებს პირდაპირ საიტზე ათავსებენ."
რატომაა ძნელი ან საერთოდ რა დაცვა უნდა??? ( საქართველოში კონკრეტულად და თუნდაც საზღვარგარეთ )
4. წავიკითხე და კითხვა მაქვს შეიძლება? ;;) წავიკითხე და კითხვა მაქვს შეიძლება? ;;)
3. გავასწორე უკვე :) დიდი მადლობა :)
აი, რა რესპოდენტი მყავდა!
გავასწორე უკვე :) დიდი მადლობა :)
აი, რა რესპოდენტი მყავდა!
2. :( არა უშავს :) მე "მოვპარე" ურაკპარაკს ეს უბანი და დავდე :) :( არა უშავს :) მე "მოვპარე" ურაკპარაკს ეს უბანი და დავდე :)
1. მეტი არაა ჩემი მტერი რომ ამას ვინმე წაიკითხავს :) და ამის წინ ლექსიც დავდე, ხალხო :) მეტი არაა ჩემი მტერი რომ ამას ვინმე წაიკითხავს :) და ამის წინ ლექსიც დავდე, ხალხო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|