 | ავტორი: ქეთუ ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 23 ივლისი, 2009 |
9 აგვისტოა! რას წარმოვიდგენდი, რომ ომს ოდესმე მოვესწრებოდი. ადამიანი ბჭობდა და ღმერთი ცაში იცინოდაო. ქალები რომ მიჰყავდეთ ომში, მეც ნამდვილად წავიდოდი და დავიცავდი მიწა-წყალს. ბოლობოლო თუ მოვკვდებოდი, ეს ყველაზე აზრიანი სიკვდილი იქნებოდა. ისე მიკვირს...დღეს ქუჩაში მივდიოდით, ბიჭები სამხედროებს ემალებოდნენ: აუ ნეტავ ჯარში და რეზერვში არ წაგვიყვანონო. არადა იგივე ბიჭები რესტორანში მთელი შემართებით ჩხუბობენ. იგივე ბიჭები თვრებიან, ნარკოტიკებით "იჭრიან პრობლემებს"...რა? ვერ აზროვნებენ??? ზრდასრული თუ ხარ კი უნდა მიხვდე, რომ რესტორანში ვიღაც ლოთის გაყრილი დანით სიკვდილს, სჯობს შენი სამშობლოს დაცვისას მოგკლან. ანდა მთვრალს, ძირს დაგდებულს, რომ გირტყავენ, გაგინებენ და შემდეგ იარაღსაც დაგაცლიან, სჯობს ომში, ფეხზე დამდგარს, ფართოდ გაშლილ მკერდში, საქართველოსთვის აძგერებულ გულში გესროლონ. ანდა ის, რომ ნარკოტიკების ჯოჯოხეთურ რეალოაბს, ისევ შენი ქვეყნის ომის რეალობა სჯობს. ....მაგრამ ვერ ხვდებიან....დავჩიავდით ქართველები, ბევრი შიშს ემონება, ბევრსაც სიკვდილის შიში აქვს. ომში კი სიკვდილის შიში ვის გაუგია? ომში სიკვდილი ისევე, როგორც წვეთები ვერცხლის ციდან წვიმის დროს. შავი ცელიანი არსება ისევე დაპარპაშებს ომში, როგორც ხავერდის პეპელა ცეკვავს ყვავილებზე მესამე დღეს....ომში თავისუფლების დაკარგვის მონობის შიში უნდა იყოს, თუმცა...ვაი. საქართველოს ოსტორიას ვსწავლობდი მთელი ამ წლების განმავლობაში და რამდენჯერ მატიანეს გადმოცემას წავიკითხავდი ბრძოლის შესახებ, იმდენჯერ ამენთებოდა გული, დამბურძგლავდა, ცრემლი მომადგებოდა.....რა ხალხი ვართ? რა ერი?...განუმეორებელი! მსოფლიო ისტორიიდან არც ერთ ქვეყანას აქ ჰყავდა ისეთი დევგმირები, როგორც ჩვენ. ვინ გაბედავდა V საუკუნეში სპარსებზე გალაშქრებას? რომელი სეძლებდა მტრის შეშინებას და მგლისთავიანს დაირქმევდა? ვინ შეძლებდა 56 100 მეომრით 300 თურქ-სელჩუკზე გალაშქრებას? რომელ სხვა ბრძოლას შეიძლება ეწოდოს "ძლევაი საკვირველი"? ვინ აღუდგა თავის დროზე ბასილ კეისარს ბულგართმმუსვრელს? არავინ! ერთის გარდა. და ის ერთიც ჩვენია. სხვა რომელია ისეთი მეფე, რომელიც 75 წლის ასაკში კრწანისის ბრძოლის ველიდან ძლივს გამოიყვანეს?....არავინ სად იყვნენ რუსები, ჩვენ რომ ქრისატიანობა მივიღეთ?....ხეებზე და სტეპებში. როდის გააშენა დიდმა იური დოლგორუკიმმოსკოვი, როცა V საუკუნეში ვახტანგმა თბილისი გააშენებინა?......არა, არა...მთელი ისტორიის მანძილზე ვინ არ გვიტევდა: სპარსი, ოსმალი, მონღოლი, არაბი, ოქროს ურდო, თემურ ლენგი......ყველას მოვუგეთ! ყველას გადავურჩით! ღმერთი არ გვტოვებდა და როგორ მოხდება, რომ ასეთ ძლიერ მტრებს გადარჩენილნი, დღეს რუსეთის ლუკმა აღმოვჩნდეთ?....ყველა ის მტერი, რომლებიც მთელი ამ საუკუნეების მანძილზე გვყოლია, დღევანდელ რუსეთზე ბევრად დიდი და ძლიერი ყოფილა...და ჩვენ გადავრჩით! ისტორიის სცენიდან ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები გასულან: მიდია, სპარსეთი, აქემენიდური ირანი,ალექსანდრეს გრანდიოზული იმპერია, რომი...ჩვენ კი ვართ და ვართ, აი უკვე რამდენი საუკუნეა. და ახლა როგორ მოხდება რომ დავმარცხდეთ?........არარსებული ამბავია
არ დაეცემა რუსთა ხელთაგან ერი ქართველი, მარადიული.............
საქართველო...მიყვარხარ!
ქ.გ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. არც მასეა საქმე, ბევრი უნიათობა და ბევრი სირცხვილი თან გვდევს თუნდაც ,,მატიანეში". რას ქვია ჩვენისთანა დევგმირები არავის ყოლია მსოფლიოში?თუ გვყავდა ეთი დევგმირი, იმასაც მრავალი ჩიაკაცი სპობდა, არარაობები და პატარა-კაცუნები. არავისზე მაგრები არ ვართ ჩემო კარგო, სმა-ჭამაში კი ნამდვილათ ბადალი არ გვყავს:) არც მასეა საქმე, ბევრი უნიათობა და ბევრი სირცხვილი თან გვდევს თუნდაც ,,მატიანეში". რას ქვია ჩვენისთანა დევგმირები არავის ყოლია მსოფლიოში?თუ გვყავდა ეთი დევგმირი, იმასაც მრავალი ჩიაკაცი სპობდა, არარაობები და პატარა-კაცუნები. არავისზე მაგრები არ ვართ ჩემო კარგო, სმა-ჭამაში კი ნამდვილათ ბადალი არ გვყავს:)
21. გულითაა დაწერილი..თუმცა ავტორი გეოპოლიტიკაში არც მაინც და მაინც სხლავს :) ნუ რაც სკოლაში ასწავლეს იმას წერს რა :) მაგრამ მაინც კარგია...გულიდან ცამოსული ცუდი ვერც იქნებოდა გულითაა დაწერილი..თუმცა ავტორი გეოპოლიტიკაში არც მაინც და მაინც სხლავს :) ნუ რაც სკოლაში ასწავლეს იმას წერს რა :) მაგრამ მაინც კარგია...გულიდან ცამოსული ცუდი ვერც იქნებოდა
20. ტნაც ეს "კრიტიკა - პუბლიცისტიკა" კი არა, უბრალო ბავსვის ფიქრებია რომლებიც სეეზლო ფურცელზეც კი არ დაეწერა
პ.ს. ყველასავიტ ჰო დედი კაია ემტქი მაგას არ დაგიწერ არ ვარგა ი ვსე
ეს არ არის ლიტერატურა ეს არ არის კრიტიკა ეს არ არის დრამატურგია ტნაც ეს "კრიტიკა - პუბლიცისტიკა" კი არა, უბრალო ბავსვის ფიქრებია რომლებიც სეეზლო ფურცელზეც კი არ დაეწერა
პ.ს. ყველასავიტ ჰო დედი კაია ემტქი მაგას არ დაგიწერ არ ვარგა ი ვსე
ეს არ არის ლიტერატურა ეს არ არის კრიტიკა ეს არ არის დრამატურგია
19. რა ბანალურია :|
კაი რა
რამე ახალი ტორე ეგ "ფიქრები" უკვე ყველას უნდა_შია!
არ მომეწონა
მე ბოდიში ;) რა ბანალურია :|
კაი რა
რამე ახალი ტორე ეგ "ფიქრები" უკვე ყველას უნდა_შია!
არ მომეწონა
მე ბოდიში ;)
18. ღმერთმა გისმინოს ! ღმერთმა გისმინოს !
17. გამარჯობათ ყველას........ ამინი ამ ენით........
ვფიქრობ განდი კარგად საუბრობს თემაზე სადაც ამბობს რომ ასევე ბევრი ომი გვაქვს წაგებული..... სტატისტიკას თუ გადავხედავთ საგარეო ომები თითქმის 60% წაგებული გვაქვს და აქედან ნახევარზე მეტი ღალატით.... დანარჩენი 40% მოგებულია ყველასთვის ცნობილი მეფეების მიერ..... (მგონი ჩამოთვლას აზრი არ ააქვს)
ხოლო რაც შეეხება საშინაო ომებს სადაც სამთავროებად იყოფოდნენ და სამეფოებს ქმნიდნენდ და ა.შ . სადაც ესეთ პატარა ქვეყანას 7–8 მეფე ყავდა და ერთმანეთს ხოცავდნენ... ვეღარ ვიტყვით რომ ვინმეზე მაგრები ვართ რამით....
მე დიდ პატივს ვცემ ამ პუბლიცისტიკის ავტორს მაგრამ უნდა ვთქვა რომ სწორედ ამპარტავნება და ჩვენი შეგრძნება იმისა რომ ყველაზე მაგრები ვართ ქართველები გვღუპავს.......
მართალია არსებობდნენ ქართველები რომლებიც სამყაროში გონის იმპულსის მატარებლები იყვნენ. მაგ: დავითი ; ჭყონდიდელი; თამარი; დიმიტრი თავდადებული და ა.შ. (ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს) მაგრამ მაშინ იყო მაშინ და დღეს არის დღეს. ის რომ დღეს ამ დღეში ვართ სულაც არ მიკვირს იმიტომ რომ ეხლა არის კალიუგას ეპოქა რომელიც მე-20–სს დაიწყო და სამყაროს ციკლის დასრულებამდე იქნება და იბატონებს....... მოკლედ საშინელებაა.... და ეგეც რომ არა, ერი რომელიც კომუნიზმის იდეოლოგიის წნეხის ქვეშ იყო მთელი 75 წელი ნაკლებად შესაძლებელია რამოდენიმე წელში შემოაბრუნო ერი დავითისეული იდეოლოგიის მატარებელი იმპულსისაკენ...
მე მაქვს დადებული უზნაძის ლექციის ამონარიდი სადაც ქართველებზე წერს. (აქვე შემოქთავაზებთ)
ქართველები: (ფრაგმენტები)
ქართველს აკლია “დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავთარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა… პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა… ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს. მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება-ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს. პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება… ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერი მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით”.
”საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და ინიციატივა ეჭირვება და ჩვენს ხალხს ეს აკლია; უამისობაა, რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს. აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს,
აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო.
დიდი პატივისცემით "დიადი ბლაგვი" გამარჯობათ ყველას........ ამინი ამ ენით........

დიდი პატივისცემით "დიადი ბლაგვი"
16.
დილა მშვიდობისა :)
თემა საინტერესოა, ჩანს ავტორის გულისტკივილი და კეთილი ნება, რომ მას სურს უკეთესი მომავალი, თუმცა ფაქტები ცალმხრივად არის გაშუქებული,,
მოდი დავიწყებ თავიდან,,
რას წარმოვიდგენდი, რომ ომს ოდესმე მოვესწრებოდი. ადამიანი ბჭობდა და ღმერთი ცაში იცინოდაო.
-----
საერთოდ, გამოთქმა, "ადამიანი ბჭობდა"-ო მე არ მომწონს, ღმერთი არ იცინის და მით უმეტესი მაშინ, როცა თავისი შვილები განსაცდელში ვარდებიან,(ხშირ შემთხვევაში ეს განსაცდელი, ანუ ომები, წინასწარ განზრახულია და ჩაფიქრებულია პოლიტიკაში მოღვაწე მაღალჩინოსნების მიერ),,
ამიტომ, ჩვენი ნაბიჯების პასუხს და მიზეზს, ღმერთს ვერ მოვთხოვთ,,
" სჯობს შენი სამშობლოს დაცვისას მოგკლან"
" სჯობს ომში, ფეხზე დამდგარს, ფართოდ გაშლილ მკერდში, საქართველოსთვის აძგერებულ გულში გესროლონ" ----------------------------------------------------------------------------------------
რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით ლამაზად ნათქვამია, შედარებაც არაა ცუდი, როცა "რესტორანში ვიღაც ლოთის მიერ გაყრილი დანის ნაცვლად" ისე კვდები როგორც ზემოთაა დაწერილი,, ანდა თUნდაც " ბიჭები რესტორანში მთელი შემართებით ჩხუბობენ. იგივე ბიჭები თვრებიან, ნარკოტიკებით "იჭრიან პრობლემებს"..."
რა თქმა უნდა, შედარება ძალიან საინტერესოა, და სამშობლოსთვის სიკვდილი ყოველთვის ჯობია ნარკოტიკით სიკვდილს,,
ახლა ცოტა ახლო მივიდეთ მოვლენასთან, ლუპით მოვაახლოვოთ ის მოვლენები რაც მოხდა. ფაქტია, რომ ჩვენი ცალკე აღებული საქართველო (ყოველგვარი გარე დახმარების გარეშე) და მათი ცალკე აღებულ რუსეთი რომ დავაპირისპიროთ, არაა ერთი ძალის მქონე მხარეები,,
სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც 21-ე საუკუნეში გადამწყვეტი როლი ენიჭება, (განსხვავებით წინა საუკუნეებში დაფიქსირებული ომებისა, როცა მასობრივი განადგურების იარაღი არ არსებობდა) ჩვენ საკმაოდ სუსტად გვაქვს,,
და საერთოდ, ომის სტრატეგები ამბობენ, რომ ომს ის იგებს, ვისაც კარგად შენიღბვა- "მასკიროვკა" შეუძლიაო,, რაც უფრო უხილავი იქნები მტრისთვის, მით უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი და მით უფრო დიდი შანსია მოუგო,,
ჩვენს შემთხვევაში, მთელი საჰაერო სივრცე იყო რუსეთის საჰაერო ძალების მიერ კონტროლირებადი,, მათ ხელისგულივით ქონდათ ჩვენი მთაც და ბარიც დადებული,,
სწორედ მაგაშია საქმე, რომ 1 მა მძიმე ბობმა გაანადგურა ბევრი სამხედრო, ისეთ ბრძოლაში რომელიც არ იყო თანასწორი, ჩვენი სამხედროები ტყეში , ავტომატებით ხელში, რუსეთის საჰაერო ძალები ჰაერში, ბომბებით დატვირთული თვითმფრინავებით,,
რა თქმა უნდა , ისტორიაში ჩვენი გამარჯვებების შედარება, ახლანდელ საომარ ტაქტიკასთან და სტრატეგიასთან , ცოტა არ იყოს არასწორია,,
დიდგორი იყო - თუმცა იგი არაა გარანტია ჩვენი მუდმივი გამარჯვებისა,, ჩვენ დიდგორით გვახსოვს, იგი ნიშნავს -
-ვინ ვიყავით გუშინ,,
ჩვენ დღევანდელი მდგომარეობა გამოხატავს , -
-ვინ ვართ დღეს,,
ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, მინდა შემოგთავაზოთ, 2 ბლოგზე მოცემული ინფორმაცია, რომლებიც, ჩემი აზრით საინტერესო ჭრილში განიხილავს საქართველოს მდგომარეობას,,
1) თაზო დემეტრაშვილის ბლოგი,
http://demetrashvili.wordpress.com/2008/11/
2) ლევან გუდაძის ბლოგი,
http://itngeorgia.wordpress.com/2009/07/22/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99/
შენ ამბობ: სად იყვნენ რუსები, ჩვენ რომ ქრისატიანობა მივიღეთ?....ხეებზე და სტეპებში. როდის გააშენა დიდმა იური დოლგორუკიმმოსკოვი, როცა V საუკუნეში ვახტანგმა თბილისი გააშენებინა?......არა, არა...მთელი ისტორიის მანძილზე ვინ არ გვიტევდა: სპარსი, ოსმალი, მონღოლი, არაბი, ოქროს ურდო, თემურ ლენგი......ყველას მოვუგეთ! ყველას გადავურჩით!
-----------------------------
მესმის რომ ისევ და ისევ საქართველოს სიყვარულმა დაგაწერინა ეს ფრაზე ამ ნაწერში, მაგრამ, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ეს აზრი რაც აქაა დაფიქსირებული. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი რელიგია გვასწავლის სიყვარულს, და ამ სიყვარულის გამოხატულებაა ამპარტავნების არ გაჭაჭანება საკუთარ ემოციებში,,, ის რომ, ჩვენ უფრო ადრე მივიღეთ ქრისტიანობა რუსებზე, გინდაც სხვა ერებზე, და ჩვენ უფრო მაგრები და ლამაზები ვართ, ჩვენთვის ვერავითარი შეღავათის მომცემი არ იქნება დღევანდელ საუბრებში,, მერე რა რომ ქრისტიანობა უფრო ადრე მივიღეთ? და ჩვენი წინაპრები რომლებიც ქრისტიანობის მიღებამდე ცხოვრობდნენ, "ხეებზე სახლობდნენ" ?? არა მგონია,,
მეორეც ის, რომ ყველასთვის არ მოგვიგია ომები, ,, სამწუხაროდ წაგებული ომები საკმაოდ ბევრია ჩვენს ისტორიაში,, არ ვიცი რა პროპორციით, რამდენი პროცენტი მოვიგეთ, რამდენი წავაგეთ, მაგრამ, ფაქტია წაგების სიმწარე ხშირად გვიგემია,, გამცემებიც არ დაგვკლებია საკუთარ სახელმწიფოში,, გამცემები ისევ ჩვენი ქართველი ადამიანი,,
ამიტომ, მე როცა ვცდილობ ხოლმე რაიმე საკითხისა თუ პრობლემის გაანალიზებასა და მიზეზების მოძიებას, ყოველთვის ვცდილობ ჩემი თავიდან დავიწყო რევიზია, გამოძიება, გამოკვლევა და შემდეგ ნელ-ნელა განვავრცო თემა,,
ბოლოს ვიტყოდი, რომ ამერიკის ინტერესი საქართველოს მიმართ, არანაირად არაა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობით გამოწვეული, არამედ თავისი ქვეყნის კერძო ინტერესებით, ესეც ფაქტია,, ისინი მზად არიან ყოველა ნაბიჯი გადადგან, თუნდაც ომი საქართველოს ტერიტორიაზე, ოღOნდ საკუთარ საწადელს მიაღწიონ,,
ამიტომ, ის ფორმულა, რომ
"ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეკუთვნოდეს"
ძალიან მინდა აქტუალური იყოს დღეს,,, ჩემს ნაწერებში, ხშირად ვცდილობ ვიტრიალო ამ ფორმულის გარშემო,,
"ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეკუთვნოდეს",,
როგორ?,, - ეს უკვე სხვა საკითხია, ფართო ამოცანა,, ამაზეც ვსაუბრობ ხოლმე ჩემს ნაწერებში,,
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.

15. ყველაფერი უფრო რთულად არის, ვიდრე ჩანს... ვერ ავარკვევთ ამ სსაკითხს ამ საიტზე... ყველაფერი უფრო რთულად არის, ვიდრე ჩანს... ვერ ავარკვევთ ამ სსაკითხს ამ საიტზე...
14. ზოგადად გეთანხმები.... ზოგადად გეთანხმები....
13. უკვე სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს კოკოითი ფანდარასტ
ეს სიმღერა გამახსენდა :)) უკვე სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს კოკოითი ფანდარასტ
ეს სიმღერა გამახსენდა :))
12. იკივლონ სხვებმა და ვიკივლებ მეც! :))
იკივლონ სხვებმა და ვიკივლებ მეც! :))
11. თქვენ რა სულ სიცილ-კისკისის ხასიათზე ხართ რეჟისორო..ისე კარგი ჩვევაა :) თქვენ რა სულ სიცილ-კისკისის ხასიათზე ხართ რეჟისორო..ისე კარგი ჩვევაა :)
10. დიალოგი არა ხახვი! აღადგინონ 37 მანეთიანი ბილეთები და მერე ექნებათ მაგათ კაი დიალოგი! :)) დიალოგი არა ხახვი! აღადგინონ 37 მანეთიანი ბილეთები და მერე ექნებათ მაგათ კაი დიალოგი! :))
9. ავტორთან ბოდიში!
მარა ეკუთვნით და რა ვქნა?! :) ავტორთან ბოდიში!
მარა ეკუთვნით და რა ვქნა?! :)
8. "სად იყვნენ რუსები, ჩვენ რომ ქრისატიანობა მივიღეთ?....ხეებზე და სტეპებში" ეს ძალიან ნაცნობი სიტყვებია. მოკლედ, სკოლაში დაწერილ თემას გავს, 7-8 კლასში.
"სად იყვნენ რუსები, ჩვენ რომ ქრისატიანობა მივიღეთ?....ხეებზე და სტეპებში" ეს ძალიან ნაცნობი სიტყვებია. მოკლედ, სკოლაში დაწერილ თემას გავს, 7-8 კლასში.
7. ეს ომი ომი არ იყო...ეს იყო სასაკლაო..როცა მთვარსარდალი და მთავრობა გარბის თავისივე ქვეყნიდან და ხალხს მტერს უტოვებს ასაოხრებლად,სხვას ვაჟკაცობას ვერ მოთხოვ... როცა მეფე იყო ხოლმე ჯარის სათავეში,ის აგულიანებდა მეომრებს... ახლა სატავეში ვინ გვყავს ჰალსტუხების მღეჭავი ხომ?ასე რომ წარსულს ნუ ადარებ აწმყოსთან...მთელი საქართველოც რომ წასულიყო საომრად თუ წინამძღოლი არ გყავს ვერაფერს გახდები... გინდაც გავიხსენოთ აფხაზეთი...იქ ყველა წავიდა მაგრამ უმეთAუროდ ვერაფერს გახდა...მამაჩემიც იყო იქ და ვიცი იქ რა ამბები ხდებოდა. ამიტომ ომს ჯობია დიალოგი,რუსეთთან ჩვენ რომც მოვინდომოთ ვერაფერს გავხვდებით... ეს ომი ომი არ იყო...ეს იყო სასაკლაო..როცა მთვარსარდალი და მთავრობა გარბის თავისივე ქვეყნიდან და ხალხს მტერს უტოვებს ასაოხრებლად,სხვას ვაჟკაცობას ვერ მოთხოვ... როცა მეფე იყო ხოლმე ჯარის სათავეში,ის აგულიანებდა მეომრებს... ახლა სატავეში ვინ გვყავს ჰალსტუხების მღეჭავი ხომ?ასე რომ წარსულს ნუ ადარებ აწმყოსთან...მთელი საქართველოც რომ წასულიყო საომრად თუ წინამძღოლი არ გყავს ვერაფერს გახდები... გინდაც გავიხსენოთ აფხაზეთი...იქ ყველა წავიდა მაგრამ უმეთAუროდ ვერაფერს გახდა...მამაჩემიც იყო იქ და ვიცი იქ რა ამბები ხდებოდა. ამიტომ ომს ჯობია დიალოგი,რუსეთთან ჩვენ რომც მოვინდომოთ ვერაფერს გავხვდებით...
6. ეჰ, ამ შენ- ჩემობამ და ,,სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო''... ეს გვღუპავრდა სულ და......ეჰ, ნეტავი, და...ღმერთმა გისმინოს.....:) ეჰ, ამ შენ- ჩემობამ და ,,სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო``... ეს გვღუპავრდა სულ და......ეჰ, ნეტავი, და...ღმერთმა გისმინოს.....:)
5. :)) ბექა :)) ქართულად არ გვეყოფა და ეხლა ბერძნულზე გადავიდეთ ხომ? :( გეშინია ქართული არ გაიგონ ხომ? :D :)) ბექა :)) ქართულად არ გვეყოფა და ეხლა ბერძნულზე გადავიდეთ ხომ? :( გეშინია ქართული არ გაიგონ ხომ? :D
4. ეხ....
იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, მიშა!
იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, კოკოითი!
იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ვალოდია! ეხ....
იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, მიშა!
იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, კოკოითი!
იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ვალოდია!
2. გაიხარე შენ და გისმინოს უფალმა, ამინ! გაიხარე შენ და გისმინოს უფალმა, ამინ!
1. რამოდენიმე დღის წინ ტელევიზორში თვალი მოვკარი, როგორ თამაშობდნენ დიდები ომობანას. ანუ, რაღაც ექსტრემალური, თუ გასართობი თამაშია დიდებისთვის და მაგით ერთობიან მავანნი, როცა არ იციან როგორ დააღწიონ თავი ერთფეროვნებას. გამეღიმა. ხალხი თავს წირავს სამშობლოს დასაცავად, აგვისტომ უამრავი ქართველი ჯარისკაცი და არა მარტო ჯარისკაცი წაგვართვა, ამათთვის კი ომი თამაშია. ამაყობენ, უხარიათ თამაშში გამარჯვება. თუ ასეთი მაგრები არიან, წავიდნენ და სამშობლოს დასაცავად დადგნენ. მრცხვენია მაგათ მაგივრად. თამაშში არიან მაგრები და საქმე საქმეზე რომ მიდგება, საინტერესოა ვინ რისი გამკეთებელია. +2 რამოდენიმე დღის წინ ტელევიზორში თვალი მოვკარი, როგორ თამაშობდნენ დიდები ომობანას. ანუ, რაღაც ექსტრემალური, თუ გასართობი თამაშია დიდებისთვის და მაგით ერთობიან მავანნი, როცა არ იციან როგორ დააღწიონ თავი ერთფეროვნებას. გამეღიმა. ხალხი თავს წირავს სამშობლოს დასაცავად, აგვისტომ უამრავი ქართველი ჯარისკაცი და არა მარტო ჯარისკაცი წაგვართვა, ამათთვის კი ომი თამაშია. ამაყობენ, უხარიათ თამაშში გამარჯვება. თუ ასეთი მაგრები არიან, წავიდნენ და სამშობლოს დასაცავად დადგნენ. მრცხვენია მაგათ მაგივრად. თამაშში არიან მაგრები და საქმე საქმეზე რომ მიდგება, საინტერესოა ვინ რისი გამკეთებელია. +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|