 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 27 ივლისი, 2009 |
ხვალ ბზობაა და დღეს ვიცი, რა გრძნობა მაქვს, გულისწყვეტის, რომ ვერ ვტეხე ცოდვის ციხე, ვერ ვილოცე ცოტა მეტი. სინანული მიდგას მწარე, რაც დრო გადის ვნანობ უფრო. ღმერთო, ისე რომ არ მწამდი, როგორც ეკადრება უფალს!.. სიამეთა ნაყროვნებამ დამიტოვა სული მარტო და საცთურში ნამყოფ ვნებებს ახლა, შენი ნებით ვამტვრევ! ხვალ ბზობაა და დღეს ვიცი რა გრძნობა მაქვს, მინდა მოთქმა მუხლზე ჩოქვით. მინდა მთელი ძალით რომ ვთქვა- გიხმობ ღმერთო, ღმერთო, მოდი! ვნანობ ყოველ წამს და წუთებს, ვნანობ სულის ასე შიმშილს. ვწუხვარ, ვწუხვარ, მართლა ვწუხვარ, რომ ბოლომდე გულს ვერ გიშლი... ხვალ ბზობაა, უკვე ვიცი, რა გრძნობაა 14 ცრემლის წვეთში. მაპატიე, ღმერთო ის დრო, შენ რომ არ იყავი ჩემში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. მეც გილოცავთ ბზობას.
მეც გილოცავთ ბზობას.
30. დაანთე სანთელი, მოიყარე მუხლი, წაიკითხე ეს ლექსი გულისხმით და ცხონებული ხარ. ლამაზი და სუფთაა, ყველა სიტყვა ნამდვილია. :)
დაანთე სანთელი, მოიყარე მუხლი, წაიკითხე ეს ლექსი გულისხმით და ცხონებული ხარ. ლამაზი და სუფთაა, ყველა სიტყვა ნამდვილია. :)
29. ამ ლექსით ყველას გილოცავთ დამდეგ ბზობას!!! ამ ლექსით ყველას გილოცავთ დამდეგ ბზობას!!!
28. ყოველ ბზობას ვუბრუნდები ხოლმე ამ ლექსს... ყოველ ბზობას ვუბრუნდები ხოლმე ამ ლექსს...
27. მაპატიე, ღმერთო ის დრო, შენ რომ არ იყავი ჩემში... : )) დავპლიუსი : მაპატიე, ღმერთო ის დრო, შენ რომ არ იყავი ჩემში... : )) დავპლიუსი :
26. ეს ლექსი, ის აღსარებაა, რომელიც მოძღვართან ვერ ვთქვი, პირდაპირ ღმერთს ვუთხარი... ეს ლექსი, ის აღსარებაა, რომელიც მოძღვართან ვერ ვთქვი, პირდაპირ ღმერთს ვუთხარი...
25. ეს ლექსი, ის აღსარებაა, რომელიც მოძღვართან ვერ ვთქვი, პირდაპირ ღმერთს ვუთხარი... ეს ლექსი, ის აღსარებაა, რომელიც მოძღვართან ვერ ვთქვი, პირდაპირ ღმერთს ვუთხარი...
24. ვნანობ სულის ასე შიმშილს.
ყველა ბზობის წინ , ვკითხულობ ამ ლექსს. ბზობას გილოცავთ, ღმერთმა ყველას შეგვინდოს და გვიშველოს.*** ვნანობ სულის ასე შიმშილს.
ყველა ბზობის წინ , ვკითხულობ ამ ლექსს. ბზობას გილოცავთ, ღმერთმა ყველას შეგვინდოს და გვიშველოს.***
23. უფალი გფარავდეთ. ,,მინდა მოთქმა მუხლზე ჩოქვით''- რა ნაცნობია:( უფალი გფარავდეთ. ,,მინდა მოთქმა მუხლზე ჩოქვით``- რა ნაცნობია:(
22. კიდევ ერთხელ წავიკითხე, სიამოვნებით... კიდევ ერთხელ წავიკითხე, სიამოვნებით...
21. ეეჰ. კარგია! ეეჰ. კარგია!
20. ხვალ ბზობაა :)
ჩემი წინა წლები გამახსენდა, ბზობისა და აღდგომის ლამაზი დღეები :)
გაიხარე, :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
ხვალ ბზობაა :)
ჩემი წინა წლები გამახსენდა, ბზობისა და აღდგომის ლამაზი დღეები :)
გაიხარე, :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
19. ძალიან კარგია :) უფალი კი სულ არის ჩვენში, ჩვენ ვერ ვგრძნობთ თორე ... :( ძალიან კარგია :) უფალი კი სულ არის ჩვენში, ჩვენ ვერ ვგრძნობთ თორე ... :(
18. რაც დრო გადის ვნანობ უფრო. ღმერთო, ისე რომ არ მწამდი, როგორც ეკადრება უფალს!..
მესმის თქვენი... რაც დრო გადის ვნანობ უფრო. ღმერთო, ისე რომ არ მწამდი, როგორც ეკადრება უფალს!..
მესმის თქვენი...
17. საინტერესოა, არა მგონია ამ ლექსის ავტორში უფალი მაშინაც არ ყოფილიყო... ძალიან კარგი სულისკვეთებაა და ლექსიც კარგია... +2 საინტერესოა, არა მგონია ამ ლექსის ავტორში უფალი მაშინაც არ ყოფილიყო... ძალიან კარგი სულისკვეთებაა და ლექსიც კარგია... +2
16. კი ლოცვა კარგია :) კი ლოცვა კარგია :)
15. ძალიან კარგია
ხვალ ბზობაა, უკვე ვიცი, რა გრძნობაა ცრემლის წვეთში. მაპატიე, ღმერთო ის დრო, შენ რომ არ იყავი ჩემში...
5 ძალიან კარგია
ხვალ ბზობაა, უკვე ვიცი, რა გრძნობაა ცრემლის წვეთში. მაპატიე, ღმერთო ის დრო, შენ რომ არ იყავი ჩემში...
5
14. სინანული დიდი მადლია...5 მშურს თქვენი.. სინანული დიდი მადლია...5 მშურს თქვენი..
13. კალენდარი მაგარი არეული გაქვს, კი! :)
ისე ხვალ კვირიკობაა! ;) კალენდარი მაგარი არეული გაქვს, კი! :)
ისე ხვალ კვირიკობაა! ;)
10. კარგი ლექსი, კარგი ავტორი... ძალიან! კარგი ლექსი, კარგი ავტორი... ძალიან!
9. მიყვარს ეს ავტორი აშკარად! :)55555555555555555555 მიყვარს ეს ავტორი აშკარად! :)55555555555555555555
8. მაპატიე, ღმერთო ის დრო, შენ რომ არ იყავი ჩემში...
მოგიკითხე თანანა:) მაპატიე, ღმერთო ის დრო, შენ რომ არ იყავი ჩემში...
მოგიკითხე თანანა:)
7. მართალი ხართ :) მართალი ხართ :)
6. ჩემო მერაბიკო, პოეტის კალენდარი განწყობის კარდიოგრამაზეა აწყობილი... ჩემო მერაბიკო, პოეტის კალენდარი განწყობის კარდიოგრამაზეა აწყობილი...
4. არასდროს, არც მანამდე და არც მას შემდეგ ასეთი რამ არ დამმართნია, ამ ლექსის წერის დროს ისეთი ტირილი ამივარდა, ვერაფრით ავხსენი... ასეა, როცა ღმერთი გავიწყდება, თვითონ მოდის შენთან... არასდროს, არც მანამდე და არც მას შემდეგ ასეთი რამ არ დამმართნია, ამ ლექსის წერის დროს ისეთი ტირილი ამივარდა, ვერაფრით ავხსენი... ასეა, როცა ღმერთი გავიწყდება, თვითონ მოდის შენთან...
3. ხვალ ბზობაა, უკვე ვიცი, რა გრძნობაა 14 ცრემლის წვეთში. მაპატიე, ღმერთო ის დრო, შენ რომ არ იყავი ჩემში...
მომეწონა ძალიან :) ხვალ მართლა ბზობაა?მე რატომღაც აღდგომამდე მახსოვდა,რომ იყო. ხვალ ბზობაა, უკვე ვიცი, რა გრძნობაა 14 ცრემლის წვეთში. მაპატიე, ღმერთო ის დრო, შენ რომ არ იყავი ჩემში...
მომეწონა ძალიან :) ხვალ მართლა ბზობაა?მე რატომღაც აღდგომამდე მახსოვდა,რომ იყო.
2. ვწუხვარ, ვწუხვარ, მართლა ვწუხვარ, რომ ბოლომდე გულს ვერ გიშლი...
საოცარი გულწრფელობაა! ვწუხვარ, ვწუხვარ, მართლა ვწუხვარ, რომ ბოლომდე გულს ვერ გიშლი...
საოცარი გულწრფელობაა!
1. კარგზე კარგი! ამაზე მეტი როგორ უნდა ილოცო!.. კარგზე კარგი! ამაზე მეტი როგორ უნდა ილოცო!..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|