ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგა-47
ჟანრი: პროზა
27 ივლისი, 2009


დ უ მ ი ლ ი

        პატარა ოთახში  სიჩუმე სუფევდა. კედლებსა და იატაკს დიდი ხნის მოუვლელობა  ეტყობოდათ.  იქვე კუთხეში ძველე- ბური  საწოლი იდგა, სადაც ღონემიხდილი ბერიკაცი იწვა და სიკვდილს ელოდებოდა... ლოყებჩავარდნილს სახეზე  ზაფრა-ნის ფერი ედო. მძიმედ სუნთქავდა...
      '' ოხ, ეს დაუსრულებელი ლოდინი, ნუთუ სიკვდილიც აჭიანურებს!..."  ვინ იცის, კიდევ რაზე ფიქრობდა საწყალი მოხუ- ცი, რომელსაც ხმის ამოღებაც კი არ შეეძლო, თვალები მოჭუტული ჰქონდა, არ ხუჭავდა, რადგან რაღაც უცხო საგანს მისჩე-რებოდა. ცრემლებსაც კი დაჰკარგვოდათ სისველე და სითბო.
        უცებ შორს, ძალიან შორს, რაღაცის თუ ვიღაცის ხმაური გაისმა, რომელიც ნელ-ნელა იზრდებოდა  და  უახლოვდებოდა
ოთახს. კიდევ ცოტაც და კარგად აღქმადი გახდებოდა...

        მოგვიანებით კარები გაიღო; შიგნით უცხო პიროვნება შემოვიდა ჩქარი ნაბიჯებით. მიუახლოვდა ბერიკაცს და შუბლზე აკოცა... "ბაბუ,ბაბუ, ვერ მიცანი? ეს მე ვარ"-ყვიროდა პატარა ბავშვი, სიხარულისაგან თვალები უბრწყინავდა, ვერ ისვენებდა,
დახტოდა, ხელზე ექაჩებოდა მოხუცს,  "ბაბუ, გახსოვს რომ დაგპირდი, მალე ჩამოვალ და ერთად ვითამაშოთ-მეთქი,აი,ახლა
აქ ვარ, მთელი ზაფხული ჩვენია, რას ელოდები, ადექი დედიკოს და მამიკოს მიეგებე,ბაბუ, გთხოვ!" -არ ჩერდებოდა პატარა.
"მე ახალი მაგიდის კალენდარი და ჟურნალ-გაზეთები ჩამოგიტანე,არ გაინტერესებს?წამო ბაბუ,წამო..."-ასე ხტუნვა-ხტუნვით
გავიდა ოთახიდან ბავშვი.
        "აცალე  ძილი ბიჭო ბაბუას"- გაისმა გარედან ქალის ხმა,-"წადი ეზოში ძაღლთან ითამაშე!"
          მალე ოთახში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი შემოვიდა.ისინი აქეთ-იქიდან მიუსხდნენ მოხუცს.
        "მამა,როგორ ხარ,ალბათ ძალიან დაიღალე,ჩვენ უკვე მოვედით და ყველაფერში დაგეხმარებით."-იმედიანად მიუალერ-სა ქალმა ბერიკაცს ლოყაზე."ღვინო არ დავლიოთ ერთად?"-უთხრა ომახიანად სიძემ მოხუცს,"ადექი,ისეთი რაღაცები ჩამოგი-
ტანე,ერთ დღეში ვერ მოასწრებ დათვალიერებას!"-წააქეზა სიმამრი კაცმა.
        "როგორ ხართ,შვილებო,დიდება თქვენს გამოჩენას!"-ცალ-ცალკე გადაკოცნა ახალგაზრდები მოხუცმა და სახე გაუბრწ-
ყინდა,წამოდგა;"მოდით აქეთ,საჭმელ-სასმელი გამზადებული მაქვს,დღეს ძალიან დავიღალე და მკვდარივითმეძინა.მეზობ-ლებს დაუძახეთ,ახლავე გამოვიტან ღვინოს"-დაფაცურდა ბერიკაცი,თან ეკითხებოდა სხვადასხვა ამბებზე შვილსა და სიძეს.
        მალე სუფრას შემოუსხდნენ.ერთმანეთი დალოცეს,სვეს,ჭამეს,იმხიარულეს,დაიღალნენ..სიცხემ ყველა მოთენთა...
        "ბაბუ,წამო,ერთად წამოვწვეთ ლოგინზე,ზღაპრებს მოგიყვები"-უთხრა შვილიშვილს მოხუცმა.
        "კარგი,იცი,როგორ მომენატრა შენი მოყოლილი ზღაპრები,ყველა მახსოვს,ახლები თუ იცი?"-გაჰყვა კუნტრუშით პატარა ბაბუას.
        წამოწვნენ ლოგინზე.
      "იცი,ერთ მოხუცს ერთადერთი შვილიშვილი ჰყავდა,თვითონ სოფელში ცხოვრობდა,ყოველ წელს,ქათმებს,ხბოს ხორცს
და სხვადასხვა საჭმელს უგზავნიდაშვილებს.ისინიც ზაფხულობით ჩადიოდნენ მასთან,მაგრამ ერთხელ გაქურდეს საწყალი
ბერიკაცი,მოპარეს საქონელი,მხოლოდ ფრინველებიღა დარჩა,ისიც ცოტა,ამოტომ ვერ ამარაგებდა უწინდებურად,მათ კი მი-
ატოვეს სოფელში სიარული,უბრალოდ შორიდან მოიკითხავდნენ-ხოლმე მოხუცს.დარჩა საწყალი მარტო,სრულიად მარტო...
      "მე არასოდეს მიგატოვებ,ბაბუ,ეს მხოლოდ ზღაპარია,შენ ხომ მითხარი,რომ ტყუილია ზღაპარი!"-უთხრა სევდიანად პა-
ტარამ. "ყოჩაღ,ბაბუ,ყოჩაღ,რა მიხვედრილი ხარ,კარგი მომავალი გექნება,გაიხარე,ბაბუ!"-ლოცავდა შვილიშვილს გახარებული
ბაბუა.........

    ხმაური იზრდებოდა...
    "დროა,დროა,აქ აღარაფერი მინდა,არავისთვის ვარ საჭირო,წამიყვანე,გთხოვ..."
    თვალები დახუჭა მოხუცმა,ერთი ღრმად ამოისუნთქა,თითქოს მთელი ნაღველი ამოატანაო...
    ოთახში მეტი არაფერი შეცვლილა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს