ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2009


ჰემისფერო

დე
გახსოვს მაშინ
ბურთს რომ ვესროდით ერთამნეთს?
მე ლურჯი ბურთი ჩემი
დედამიწა მეგონა და...
ზურგზე ავიკიდე.
მერე ვიპოვე სხვებიც და თმებით გადავკავნძე
ერთმანეთში...
და იმათაც თან ვატარებ...
დე, იცი ასე მძიმე თუ იქნებოდა
არც შენ იცოდი ალბათ
თორემ ხომ არ მატარებინებდი,
თუმცა მე ხომ შენს სატარებლად გამაჩინე,
არადა როგორ მინდოდა მაშინ
დარჩენა სისხლძარღვებისფერ ბურთში
და ცურვა ასე გაუნძრევლად,
გამკრთალ ლილისფრად...
შენ ამ ბურთში ხარ და
შენი სითბო მაიძულებს
მის ტარებას...
თორემ აქამდე
ვიპოვიდი ღრმაწყლიან ხელისგულებს და
სიცოცხლის თუ ბედისწერის ხაზებს ჩამოვყვებოდი
ნიაღვრებად...
თუ შენს ოცნებებს
მამაჩემის სიმარტოვეს შევურევ,
ჩემი ძმის ახლოსყოფნა
ჩემს ნაბიჯებს გაზომავს ცისკენ...
და მე უსასრულოდ ვსვამ
კენტ ნაბიჯებს...
ჩემს ერთ ნაფეხურში სამი Fფეხისგულია...
ალბათ მაშინაც ასე ვხატავდი შენს კედლებზე
მზეებს...
ახლა რატომღაც ასეთი უნდა გავხდე ,
თითქოს რაღაცაში და არაფერში,
ღიმილი უნდა მოვპარო წრეებს...
თორემ ყველას თმა ცვივა და
კვანძებიდან მიცურდებიან...
მაგრამ ესყველაფერი მაინც დაკარგვას გავს..
და მე მეშინია რომ,
მალე ჩემი ლურჯი ბურთი
ლურჯ წერტილად იქცევა,
რომელსაც ამ ქალაქის
ყველაზე უძრავ ქუჩას დაუსვამ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები