ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2008


"სიკვდილი ჩვენშია..." (ლევანს)

სიკვდილი ჩვენშია
ჩვენ განწირულები ვიბადებით,
ის ხან ოთხმოცი წლისაა ხან ოცდაორის,
ხან მკვლელობაა, ხან თვითმკვლელობა,
ხანაც უბრალოდ იყავი და აღარ ხარ,
აღარ, აღარ.
გაოცებული ხარ, 
რამდენს სცნობიხარ, რამდენი გტირის
რამდენს უყვარდი. გეტირება.
გიკვირს რატო იყავი მარტო, თუმცა იცი
რომ ამას აღარ აქვს აზრი. მკვდარი ხარ,
სადღაც ჭერზე ჰკიდიხარ, იქიდან უყურებ
ზალაში დასვენებულ შენივე სხეულს
და ჯაჭვს, ჯაჭვს მოტირლების.
აქვე ხარ
არ გინდა წასვლა,
თავს კარგად გრძნობ
დედაშენის და მამაშენის ახლოს
ოცდაორი წლის ბიჭის დედის და მამის გვერდზე,
ოცდაორი წლის, ოცდაორი წლის.
ალბათ შენც გინდა მიუსამძიმრო მამას. მიდი. მოეხვიე მოხუცებულს
ხედავ? როგორ გამხმარა მამა?
მიდი დედასთან. არ მიუსამძიმრო. ბოდიში მოუხადე ამ
უხერხული საჩუქრისთვის დედის დღეზე რომ მიართვი.
და მიულოცე. დედის დღე, ეს ბოლო დედის დღეა მისთვის.
მას უკვე შვილი აღარ ჰყავს, მისმა შვილმა თავი ჩამოიხრჩო,
ხეზე დაეკიდა, ტოტს
ტოტმაც გაუძლო, არ გატყდა
ტირის დედა. ხეს წყევლის, ტოტს წყევლის
ბედს სწყევლის. და შვილი ენატრება. თვალებს ხუჭავს,
შვილის პირველი სიტყვა: \"დე\", პირველ კბილს იხსენებს და ღიმილს იხსენებს
შენ სახეზე. \"ლევან, ლევან მოდი დედასთან - ხო დე\".
თვალს ახელს. სამი მარტია. შაბათი. დედის დღე.
უკვე  ორი საათია. უნდა გაგასვენონ. აკოცე ნადედარს.
და მიულოცე დედის დღე.


02.03.2007

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები