 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 7 აგვისტო, 2009 |
დღეს ასე მშვიდი რატომ ხარ, ზღვაო! თითქოს ამქვეყნად იმისთვის გაჩნდი, რომ შენს მოსარკულ გულისპირზე ვარსკვლავებმა სავალი ზომონ, მონატრებული ერთმანეთი ათვალიერონ.
ამ ვარსკვლავებმა შენში გაიცნეს ერთმანეთი და შეიყვარეს, მეც შენში მიყვარს ჩემი თავი. როცა შენში ვარ, ჩემფერი ვარ გამომრიყავ,და - მე ხომ კენჭი ვარ. - გავშრები და დანარჩენებს დავემსგავსები.
შენ დიდი ხარ და ძლიერი ხარ, მე კი პატარა, მაგრამ შემხედე! - ერთი წახნაგიც აღარ შემრჩა, ქვეყნად იმდენი ვიგორიალე.
რაც ჟამი გადის, კი არ ვიზრდები, ვპატარავდები.
იმდენი ხნის ვარ, იქნებ სულაც ბავშვი მახსოვხარ.
ვიცი, სად მიდის, მხარს რომ შეუცვლის მეზღვაურებს, შენი ფიქრის ჩუმი დინება და ისიც ვიცი, გულისგულში რა განძებს მალავ, მაგრამ არ ვიცი, ეს ხმა როგორ გადმოგაწვდინო.
აღელდი, ზღვაო, დამაყარე შენი შხეფები - მარგალიტები მაგ გულიდან ამონაკრები! მესიყვარულე, ისევ მწარედ მესიყვარულე, ვიდრე ვარ ქვეყნად, საბოლოოდ ვიდრე გავქრები!
1986
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ჩვენც კენჭები ვართ ამ მზისქვეშეთში, ვიდრე გავქრებით და უდაბურების ზღვას არ შევერევით. ღრმაა ეს ლექსი. ჩვენც კენჭები ვართ ამ მზისქვეშეთში, ვიდრე გავქრებით და უდაბურების ზღვას არ შევერევით. ღრმაა ეს ლექსი.
12. არაუშავს.... არაუშავს....
11. პ.ს. მხოლოდ ბოლო სტროფი "არ მეყო". კომპოზიციურად კრავს ლექსს, მაგრამ ბანალურია, ზედმეტად ჩვეულებრივი, ჩემი მოკრძალებული აზრით, რასაკვირველია.
პ.ს. მხოლოდ ბოლო სტროფი "არ მეყო". კომპოზიციურად კრავს ლექსს, მაგრამ ბანალურია, ზედმეტად ჩვეულებრივი, ჩემი მოკრძალებული აზრით, რასაკვირველია.
10. კარგი ლექსი, ზღვა-ცხოვრება, კენჭი-ადამიანი.
"როცა შენში ვარ, ჩემფერი ვარ გამომრიყავ,და - მე ხომ კენჭი ვარ. - გავშრები და დანარჩენებს დავემსგავსები".
5
კარგი ლექსი, ზღვა-ცხოვრება, კენჭი-ადამიანი.
"როცა შენში ვარ, ჩემფერი ვარ გამომრიყავ,და - მე ხომ კენჭი ვარ. - გავშრები და დანარჩენებს დავემსგავსები".
5
9. "იმდენი ხნის ვარ, იქნებ სულაც ბავშვი მახსოვხარ. "
განცდამ ამომაყირავა...:) ლექსი მომწონს!
"იმდენი ხნის ვარ, იქნებ სულაც ბავშვი მახსოვხარ. "
განცდამ ამომაყირავა...:) ლექსი მომწონს!
8. ლექსი კი არა კატასტროფაა საერთოდ არ მომეწონა ლექსი კი არა კატასტროფაა საერთოდ არ მომეწონა
7. ამ ვარსკვლავებმა შენში გაიცნეს ერთმანეთი და შეიყვარეს, მეც შენში მიყვარს ჩემი თავი. როცა შენში ვარ, ჩემფერი ვარ გამომრიყავ,და - მე ხომ კენჭი ვარ. - გავშრები და დანარჩენებს დავემსგავსები.
დ. ამ ვარსკვლავებმა შენში გაიცნეს ერთმანეთი და შეიყვარეს, მეც შენში მიყვარს ჩემი თავი. როცა შენში ვარ, ჩემფერი ვარ გამომრიყავ,და - მე ხომ კენჭი ვარ. - გავშრები და დანარჩენებს დავემსგავსები.
დ.
6. ნინო მოგიკითხე... ნინო მოგიკითხე...
5. ამ ვარსკვლავებმა შენში გაიცნეს ერთმანეთი და შეიყვარეს, მეც შენში მიყვარს ჩემი თავი. :) ამ ვარსკვლავებმა შენში გაიცნეს ერთმანეთი და შეიყვარეს, მეც შენში მიყვარს ჩემი თავი. :)
4. ერთი წახნაგიც აღარ შემრჩა, ქვეყნად იმდენი ვიგორიალე. ძალიან...5555555 ერთი წახნაგიც აღარ შემრჩა, ქვეყნად იმდენი ვიგორიალე. ძალიან...5555555
3. ზღვას ასე მხოლოდ ფაქიზი სულის პატრონი თუ მოეფერება. გაიხარეთ ზღვას ასე მხოლოდ ფაქიზი სულის პატრონი თუ მოეფერება. გაიხარეთ
2. ეს ლექსი ადრე სხვა საიტზე ვნახე და მოგწერეთ კიდევაც. მგონი, მაშინ ოდნავ კრიტიკული ვიყავი. ძალიან ფაქიზი განწყობაა და ალბათ ამის გამო, ერთი-ორი ადგილი ცოტა უხეშად მომეჩვენა. ისე კი არაჩვეულებრივი ლექსია. საინტერესოა, იმ გულქვა საიტზე რა ბედი ეწია... :) ეს ლექსი ადრე სხვა საიტზე ვნახე და მოგწერეთ კიდევაც. მგონი, მაშინ ოდნავ კრიტიკული ვიყავი. ძალიან ფაქიზი განწყობაა და ალბათ ამის გამო, ერთი-ორი ადგილი ცოტა უხეშად მომეჩვენა. ისე კი არაჩვეულებრივი ლექსია. საინტერესოა, იმ გულქვა საიტზე რა ბედი ეწია... :)
1. ლამაზად განცდილია კენჭად ყოფნის უნაპირობა........ და თითქოს ზღვაც კი ვერ ეტოლება.... მომეწონა.....:) ლამაზად განცდილია კენჭად ყოფნის უნაპირობა........ და თითქოს ზღვაც კი ვერ ეტოლება.... მომეწონა.....:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|