 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 12 აგვისტო, 2009 |
ფეხი არავის მოუცვლია მოსაცდელიდან. ყველამ გაიგო,რომ გადარჩი, ყველა ღელავდა.
თავბრუ გეხვევა?! -არაფერი. იცის ნარკოზმა თავბრუსხვევაც, წარმოსახვებიც.
ძალიან კარგი, საშვილოსნო რომ მოიშორე. დილდილაობით - ერთადერთი აბი-ჰორმონი, ცოტაც - სხივური თერაპია და ზღვაზეც წავალთ, მთაშიც წავალთ, ისევ ყველაზე მშვენიერი და უკარება, ისევ ყველაზე ჭკვიანი და ლაღი იქნები.
თმა?! - არაფერი! უკვე ისეთი შამპუნებია, რომ ერთ კვირაში მოგიტყდება სავარცხლის კბილი.
აი, იღიმი და ცრემლებიც აღარ გემჩნევა, უკვე ერევი ტკივილებს და უცნაურ შიშებს, მაგრამ რატომღა მოგერია უეცრად ბრაზი? გაიგე განა? ფანჯარასთან ვიღაც ვიშვიშებს. /გადაღლილია, რახანია ღამეებს გითევს/.
- ვაიმე, შვილო, რა უნდა უყო დიდედაშენის დანაზოგით მოგროვილ მზითევს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|