 | ავტორი: ინია ინია ჟანრი: პოეზია 15 აგვისტო, 2009 |
გიპოვე და შენს ზურგსუკან ვიარე, შენს ნაფეხურებს დავატოლე ჩემი, დიდხანს ვერ გავძელი, მერე თვალებში ჩახედვა მომინდა, რომ დამენახა ჩემი თვალების შიში... დიდხანს ვერ გიყურე, ამიტომაც ვერაფერი დავინახე... მერე თამაში მომინდა და სიტყვებით ვითამაშეთ.. სულის ჯიბეები ავივსეთ ჰაერში გაყინული ბგერებით და გავაგრძელეთ ცურვა იმ დიდ აკვარიუმში სადაც უამრავი გზააბნეული და ბედნიერი თევზი უყოფდა ერთმანეთს მზერებს... მერე სხვა წყლებში გავცურეთ... ქუჩის კუთხეში დაამთავრა საათმა ჩემი დრო, და მიმართულებები გავყავით, მე უკან მოვიხედე შენ არ, ვიტრინის გამჭვირვალობამ ამხილა შენი პროფილი, და ჰაერი ავასე სურვილებით, დავითვალე ფილაქნები და ყვლა კვადრატს დავატოლე ფეხისგული, თვალები დავხუჭე და ისე შევხედე მზეს, ჩავეხუტე ქარებს და ჩემმა ტუჩებმა ინატრეს წვეთები... მხრებზე დავიფინე ოცნებები და ჭრელი სიზმრებით დავკეცე გზები... და შენს ნაჩუქარ პურში სამად გავაძვრინე დაუკითხავად ჩამოქცეული სინათლე... და ენით ვიგრძენი სიტკბო და სიმლაშე, და ვიგრძენი ზღვა და ბოლომდე ჩავეშვი... უნებლიედ წავშალე ყველა ნაფეხური, რაც შენსას დავატოლე და ყველა შიში რის გამოც თვალებში ჩაგხედე... შენი თვალების სითბო შემოვიხვიე ყელზე და შენი ბგერებშორის ინტერვალი ჩემი სუნთქვის რიტმს ავუწყვე.. და გზა გავაგრძელე სხვა დინებებისკენ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ნახეთ ეს გვერდიიიიიიიიი ხალხნო. :) ნახეთ ეს გვერდიიიიიიიიი ხალხნო. :)
6. ვიღაცის კომენტარი აკლია,ის ვისაც ეს მიეძღვნა.. მე მესმის შენი სიღრმემდე,გაფასებ და გიფასებ:-) 555555555555555555 ამდენი 5 მაგრამ არაპოლიტიკური=)) მიშიზმის გარეშე=)) (ეს მხოლოდ ხუმრობით) =)) ვიღაცის კომენტარი აკლია,ის ვისაც ეს მიეძღვნა.. მე მესმის შენი სიღრმემდე,გაფასებ და გიფასებ:-) 555555555555555555 ამდენი 5 მაგრამ არაპოლიტიკური=)) მიშიზმის გარეშე=)) (ეს მხოლოდ ხუმრობით) =))
4. მეც მომწონს ამ ავტორის ლექსები... მეც მომწონს ამ ავტორის ლექსები...
3. მომწონხარ :) მომწონხარ :)
2. შ ენი ორი ბოლო ლექსი ვნახედა.
რატომ''მეცნობი''??? ძალიან ''ჩემ'' ამ საიტელს გავხარ. აი ვის.. ახლა ამაზე ფიქრი არ შემიძლია.
შ ენი ორი ბოლო ლექსი ვნახედა.
რატომ``მეცნობი``??? ძალიან ``ჩემ`` ამ საიტელს გავხარ. აი ვის.. ახლა ამაზე ფიქრი არ შემიძლია.
1. 5 - დიდი შრომაა ჩადებული 5 - დიდი შრომაა ჩადებული
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|