ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სტიქია2
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2009


*****

მაქვს დრო წუთისოფელს
ფიქრში გავეჯიბრო
წუთში გაქცეული
სუნთქვა დაჯირითობს
ნეტავ ვინ მკარნახობს
რა ძალა მკარნახობს
საიდან მკარნახობს
ლექსებს ციურიდან.

თეთრი ჰორიზონტი
თვალებნამთვრალები
ქვევით წერტილებად
იწყები მთავრდები
ნეტავ ვინ ისროდა
ღვთაებრივ ისარს და
ან ვისთვის ისროდა
ლექსი ციურიდან.

გარეთ უცნაური
სევდის ამინდია
სევდა სტრიქონ-სტრიქონ
გზაში გამერია
მიწასთან კამათობს
ზეცასთან კამათობს
ჩემთანაც კამათობს
ლექსი ციურიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები