ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2009


არც არა იყო რა...

მინდა აქვე ცხოვრობდეთ,
სამი ქუჩის იქით და წერილებს მწერდე...
ვგრძნობდე შენს ენას
კონვერტის კანტზე...
და თითები აწებებდნენ ჩემს თმებს
მიყოლებით...
ხელებშერეული სიტყვები მკერდზე
დამალაგო ზღვის კენჭებივით,
და ფრაზებშორის ინტერვალები
ვაიშვიათოთ...
არ გახსოვს მაშინ,
ჩვენი ხერხემლის მალებშორის გამძვრალი სხივებით
კედელზე ფილმს ვუყურებდით,
და ორივეს გვინდოდა თამაში თითებით...
შენ იღიმოდი,
მეც...
მინდა ამ ფილმის თავიდან ყურება,
ოღონდ კედელზე აღარ,
ალბათ სხვის ზურგზე,
მალებშორის ჩატეულ უგუნებობას
რომ წაშლიდნენ სხვები...
მე ისევ მოგწერდი წერილს,
ჩემი ტუჩებით დაწებილ კონვერტს
შენი თითები თუ გახსნიდნენ მხოლოდ,
მე ყოველღამე მძინავს შენთან,
და ხელისგული შენს ყდაზე მიდევს,
შენს მოპარულ მზერებს ყელზე ვიფენ
ყურის ბიბილოს ქვემოთ,
და გაჟრჟოლებებს დაკარგული ბრინჯის მარცვლებივით,
ვეძებ და ვთესავ,
თუმცა ჩემი გამომშრალი სხეული ვერ
რწყავს და ახმობს...
როგორც კონვერტის კანტს ახმობს უშენობა
და ჩვენი საიდუმლო წერილები ღიაობაში ცვივა,
თუმცა მე ხომ საფოსტო ყუთი კარგახანია
მივატოვე ,
და ახლა მხოლოდ ილუზიურ წერილებს ვიღებ,
საფოსტო მარკებისა და შენი სურნელის
გარეშე...
წადით...
იცხოვრეთ რამდენიმე ქუჩის იქით,
და ისევ მომწერე ნაცრისფერი კონვერტის მარტოობა,
ზედა მარცხენა კუთხე ´შენი იყოს,
ქვედა მარჯვენა ჩემი,
მერე ნელ -ნელა გაქრება ქუჩა,
შენი საფოსტო ყუთი ჩემში ჩაეტევა
და მერე სხვას მივწერთ
ზედა საერთო მარცხენა კუთხით,
ერთად ავუსმევთ ენებს კონვერტის წებოვან კანტს,
ერთად ჩავკეტავთ ფიქრებს,
ერათად დავაწებებთ მარკებს ვიღაც მესამისთვის,
რამდენიმე ათასი ქუჩის იქით...
იყო და არც არა იყო რა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები