 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 29 აგვისტო, 2009 |
აეროპორტს ვეღარ შველის, უფალო, ნება შენი. დაერივნენ ჩემს ბარგს ქშენით “ციური მებაჟენი”.
არც რამ აალებადი, არცა რამ იარაღი, ამაცალეს, რაც მებადა - ერთი ბოთლი არაყი.
ბედის უკუღმართობით მე - სევდამორეული რითმებითღა ვერთობი და მევსება რვეული.
გულს მომედო რაღაც ფერისცვალება. მხარზე ჩანთით, ხელში “იამახათი” გვერდს მომიჯდა ბიჭი - შენფერთვალება, გაიკვირვა ჩემი ნაწერ-ნახატი.
რვეულს აქ ერთი ფურცელი აკლია. მე ის ფურცელი წამოსვლისას სასთუმალთან, წიგნში ჩაგიდე, მაგრამ არ ვიცი, მინდა თუ არა, წაიკითხო. ზედ ერთი სიტყვა წერია: “მაპატიე!”
სასაზღვრო ზოლთან სულ გაფერმკრთალდა შენი სათვალე - “ქამელეონი”. (მე თავიდანვე არ მიყვარდა კაცის ცრემლები). განშორებისას მე ხომ ცივად მოლაპლაპე ქვა და რკინა ვარ, ბოლო წამს მაინც ჩავიფიქრე, თუ მიმავალი ერთხელ მაინც მოიხედავდი, ყველაფერი კარგად იქნებოდა. შენ, რა თქმა უნდა, არ მოგიხედავს. ან იქნებ კიდეც მოიხედე, მაგრამ დაფარა შენი სახე მოჩქარეთა მღვრიე ტალღებმა.
ეჰ, ანგელოზებს ჩვენთვის უკვე აღარ სცალიათ, ანდა არ ესმით აღარაფერი, რადგან ისინი თვითმფრინავებს მოგრუხუნე ფრთებზე ასხედან.
ადიდებულა არეები ტურბულენტური. ივსება ზეცის მორევები ფრთებდამწვარი ანგელოზებით!
რას აცხადებენ?! ამ ავდრის გამო უკვე მესამედ გადაიდო ჩემი რეისი. მე მაინც არსად მომელიან, რა მეჩქარება! და ფრთხილად ვსუნთქავ, უნებლიედ რომ არ შევაკრთო მხარსმონდობილი მძინარე ბიჭი - შენფერთვალება.
1998
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. კარგია... :) კარგია... :)
14. ვაიმე რა მაგარია, მეც მაქვს ერთ ჩემს ლექსში ''რითმებითღა ვერთობი, სევდაშემორეული!!'' მომეწონა ძალიან 5555 ვაიმე რა მაგარია, მეც მაქვს ერთ ჩემს ლექსში ``რითმებითღა ვერთობი, სევდაშემორეული!!`` მომეწონა ძალიან 5555
13. უსათუთესი ლექსია! უსათუთესი ლექსია!
12. რვეულს აქ ერთი ფურცელი აკლია. მე ის ფურცელი წამოსვლისას სასთუმალთან, წიგნში ჩაგიდე, მაგრამ არ ვიცი, მინდა თუ არა, წაიკითხო. ზედ ერთი სიტყვა წერია: “მაპატიე!”
ძალიან სათუთია ეს ნაწყვეტი რვეულს აქ ერთი ფურცელი აკლია. მე ის ფურცელი წამოსვლისას სასთუმალთან, წიგნში ჩაგიდე, მაგრამ არ ვიცი, მინდა თუ არა, წაიკითხო. ზედ ერთი სიტყვა წერია: “მაპატიე!”
ძალიან სათუთია ეს ნაწყვეტი
11. მე მაინც არსად მომელიან, რა მეჩქარება! მხოლოდ ეს ერთი ფრაზა სუნთქავს აქ... ჰადეს დავეთანხმები... მე მაინც არსად მომელიან, რა მეჩქარება! მხოლოდ ეს ერთი ფრაზა სუნთქავს აქ... ჰადეს დავეთანხმები...
10. ვაა :) არაჩვეულებრივია :) თავიდან ბოლომდეე :) ისე ცხადად დავინახეეე :) შეიძლება ითქვას მოკლემეტრაჟიანი ფილმი ვნახე ;) ვაა :) არაჩვეულებრივია :) თავიდან ბოლომდეე :) ისე ცხადად დავინახეეე :) შეიძლება ითქვას მოკლემეტრაჟიანი ფილმი ვნახე ;)
9. რაღათქმაუნდა არ მომეწონა რაღათქმაუნდა არ მომეწონა
7. ეჰ, ანგელოზებს ჩვენთვის უკვე აღარ სცალიათ, ანდა არ ესმით აღარაფერი, რადგან ისინი თვითმფრინავებს მოგრუხუნე ფრთებზე ასხედან.
ძალიან მომეწონა ქალბატონო ნინო,თავიდან ამრია "გულს მომედო რაღაც ფერისცვალება." აქედან უკვე დაიწყო.
ეჰ, ანგელოზებს ჩვენთვის უკვე აღარ სცალიათ, ანდა არ ესმით აღარაფერი, რადგან ისინი თვითმფრინავებს მოგრუხუნე ფრთებზე ასხედან.
ძალიან მომეწონა ქალბატონო ნინო,თავიდან ამრია "გულს მომედო რაღაც ფერისცვალება." აქედან უკვე დაიწყო.
5. გვერდს მომიჯდა ბიჭი - შენფერთვალება, გაიკვირვა ჩემი ნაწერ-ნახატი.
გვერდს მომიჯდა ბიჭი - შენფერთვალება, გაიკვირვა ჩემი ნაწერ-ნახატი.
4. მართალი ხარ,ბექა! თავიდან იუმორისტულად იწყება, მერე თანდათან გადადის დრამატიზმში. რიტმული მონაცვლეობაც ამას ემსახურება. მართალი ხარ,ბექა! თავიდან იუმორისტულად იწყება, მერე თანდათან გადადის დრამატიზმში. რიტმული მონაცვლეობაც ამას ემსახურება.
3. რას აცხადებენ?! ამ ავდრის გამო უკვე მესამედ გადაიდო ჩემი რეისი. მე მაინც არსად მომელიან, რა მეჩქარება! და ფრთხილად ვსუნთქავ, უნებლიედ რომ არ შევაკრთო მხარსმონდობილი მძინარე ბიჭი - შენფერთვალება
ამად ღირდა ყველაფერი... რას აცხადებენ?! ამ ავდრის გამო უკვე მესამედ გადაიდო ჩემი რეისი. მე მაინც არსად მომელიან, რა მეჩქარება! და ფრთხილად ვსუნთქავ, უნებლიედ რომ არ შევაკრთო მხარსმონდობილი მძინარე ბიჭი - შენფერთვალება
ამად ღირდა ყველაფერი...
2. ნორმალურია............. ნორმალურია.............
1. თავიდან იუმორისტული მეჩვენა .
ბოლო სტროფმა დაგლიჯა !
მომეწონა . . . თავიდან იუმორისტული მეჩვენა .
ბოლო სტროფმა დაგლიჯა !
მომეწონა . . .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|