 | ავტორი: ინია ინია ჟანრი: პოეზია 10 სექტემბერი, 2009 |
მზე შემოაცოცდა სახურავებს... მე დაგიტოვებ ჩემს თვალებს, იქნებ შეხედო გათენებას ასე ლილისფრად... მე დაგიტოვებ ზღაპრებს სიზმრებზე, შუაქუჩაში რომ ყვებიან ბგერებით სხვები, შენ ხომ არ იცი გათენებას რა მოყვა ჩემთვის... ცისმოძრაობას გამორჩა რაღაც, არც მე არ მახსოვს, და გუშინდელი ჩაკეტილობა დღეს მე ფილტვებით გაუშვი გარეთ, და მინდა რომ გითხრა იდინე ასე უსასრულოდ, ყველა ქუჩაში , ყველა სახლში, ყველა სხეულში. მე დაგიტოვებ მერე ჩემს ხელებს, და ყველა მინას დაუტოვე ჩემი ხელისგული... ჩემი მკლავებით შემოხვიე ყველა ზღვის ტალღას რკალი ან ნისლი... გაშლილ სიტყვებსი ხალჩაზე დატოვე ფიქრი ნაფეხურივით. მე დაგიტოვებ მერე ჩემს წვეთებს, ჩემი ტვინის იმპულსებს, რასაც თავიდან ვერ გაიგებ, ვერ გაასიტყვებ... და დაგიტოვებ ასე უბრალოდ ჩემს ჩრდილს რომელსაც გუშინ ფანჯრიდან უნდოდა გადაძრომა და სახურავებზე გადაფენა... წადი, იარე უკიდურეს წერტილებ შორის , ყველა ნიშნული დაგიტოვე გზის გასაგნებად... მე დაგიტოვებ ფინჯანში ყავას და ჩემი ფიქრის ბოლო სიგარეტს, და როცა კვამლი მინაზე ჩემს ხელისგულს იპოვის ისევ, მერე გავძვრები მე ჩემს ჩრდილში და ჰაერს დაუტოვებ ამოსუნთქვებს... შენ არ ატარო უპასუხო კითხვებსი ყუთი და არც ფიქრებსი ასახსნელად დამარცვლო ღამე.. მე დაგიტოვებ ჩემს ყველა პასუხს ჩემს ბალიშზე, ან იმ კედელზე რომელსაც ათი თვეა თითებით ვაწერ ყველა ჩემს უძილობას.... და მე დავრჩები ყველგან, დაიმახსოვრე ჩემი რიტმი წვიმის წვეთების შუალედებში... როცა აქ ვარ, როცა ვერ მხედავ, როცა ვერ მისმენ, როცა სიტყვები ზედმეტია, როცა უფრთებოდაც შეგვიძლია ფრენა... დამიმახსოვრე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. როცა აქ ვარ, როცა ვერ მხედავ, როცა ვერ მისმენ,
დამიმახსოვრე...
ჰომ და მომწონს როცა აქ ვარ, როცა ვერ მხედავ, როცა ვერ მისმენ,
დამიმახსოვრე...
ჰომ და მომწონს
8. ყოჩაღ! :) კარგია ძალიან :) ყოჩაღ! :) კარგია ძალიან :)
7. სუულ ოდნავ გრძელია, მაგრამ საინტერესო! :) სუულ ოდნავ გრძელია, მაგრამ საინტერესო! :)
6. ვკუმშე ვკუმშე ვერ შევმკუმშე:) ვკუმშე ვკუმშე ვერ შევმკუმშე:)
5. ზედმეტად გაწელილია, მხატვრული სახეებითაც ღარიბი. აჯობებდა ცოტა შეგეკუმშა ზედმეტად გაწელილია, მხატვრული სახეებითაც ღარიბი. აჯობებდა ცოტა შეგეკუმშა
4. ძალიან მაგარია! :) გაიხარეეეეეეეეეე 5555555555555555555555555 ძალიან მაგარია! :) გაიხარეეეეეეეეეე 5555555555555555555555555
3. წადი, იარე უკიდურეს წერტილებ შორის , ყველა ნიშნული დაგიტოვე გზის გასაგნებად...
წადი, იარე უკიდურეს წერტილებ შორის , ყველა ნიშნული დაგიტოვე გზის გასაგნებად...
2. მე დაგიტოვებ ჩემს ყველა პასუხს ჩემს ბალიშზე, ან იმ კედელზე რომელსაც ათი თვეა თითებით ვაწერ ყველა ჩემს უძილობას....
დაგიმახსოვრეე ;) მე დაგიტოვებ ჩემს ყველა პასუხს ჩემს ბალიშზე, ან იმ კედელზე რომელსაც ათი თვეა თითებით ვაწერ ყველა ჩემს უძილობას....
დაგიმახსოვრეე ;)
1. მე დაგიტოვებ ჩემს ყველა პასუხს ჩემს ბალიშზე, ან იმ კედელზე რომელსაც ათი თვეა თითებით ვაწერ ყველა ჩემს უძილობას.... და მე დავრჩები ყველგან, დაიმახსოვრე ჩემი რიტმი წვიმის წვეთების შუალედებში... როცა აქ ვარ, როცა ვერ მხედავ, როცა ვერ მისმენ, როცა სიტყვები ზედმეტია, როცა უფრთებოდაც შეგვიძლია ფრენა...
საინტერესოა! წარმატებები! მე დაგიტოვებ ჩემს ყველა პასუხს ჩემს ბალიშზე, ან იმ კედელზე რომელსაც ათი თვეა თითებით ვაწერ ყველა ჩემს უძილობას.... და მე დავრჩები ყველგან, დაიმახსოვრე ჩემი რიტმი წვიმის წვეთების შუალედებში... როცა აქ ვარ, როცა ვერ მხედავ, როცა ვერ მისმენ, როცა სიტყვები ზედმეტია, როცა უფრთებოდაც შეგვიძლია ფრენა...
საინტერესოა! წარმატებები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|