 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 10 სექტემბერი, 2009 |
ჭუპრი-პეპელა - - - - - - - - - - - - -
თუთის ფოთოლი მოილია. დარჩა ტოტები და ამ ტოტებზე - - უამრავი თეთრი კოშკი, კოშკი უკარო.
შემოვიქოლეთ ნაპირები და ნაპრალები ბნელში საპეპლედ ვეპირებით ნაჭუპრალები -
რარიგ მყუდროა ჩემი კოშკი! ვწევარ დაღლილი და თქვენგან უკვე ჩამიჩუმი არ მეყურება.
რა დაგვემართა? მწვანე სარჩო გვერგო ულევი, მწვანე გზა გვედო ოთხივ კუთხივ, ჩელტის კიდემდე. ვინ ფეხი ვეღარ მოიკიდა და გაისრისა, ვინ აიკენკა და ვის სენმა დარია ხელი. თითო პერანგიც ვერ დაცვითეს, ჩვენ კი, ო, ჩვენ კი დავშორიშორდით, დავთითოვდით და მოგვერია ტკბილი წვენი - - ძაფადსაქცევი და თუთის ტოტებს დავეკონეთ და დავტრიალდით. ო, ეს ტრიალი, და ტრიალით თავბრუდახვევა! პირველწიაღის მონატრებამ მარტოეულნი როგორ გვაბრუნა! -
შავგულაა თეთრი კოშკი, ყრუა კედელი. უკვე მელევა მოსამრავლებლად გადარჩევის ბოლო იმედი, ფრთები კი, სწორედ ახლა ვიგრძენ, როგორ მეზრდება და ჩინდაკარგულს, სმენადახშულს ახლა მომეცა გულის თვალ-ყური, რომ გამეგო; ნება ჩვენია, საით გავიწევთ, რომელ ტოტზე დავეკიდებით, მაგრამ არასდროს მოგვანდობენ მთავარ არჩევანს. მოაწევს დრო და ნაცარტუტით დავიმდუღრებით. მაინც ვერცერთი ჩვენთაგანი ვერ გადარჩება. გავიწირებით ერთი გაბმა აბრეშუმისთვის.
რაღაცა კვდება ქვეყნად ყველა გადარჩენილშიც.
ყელში მაწვება მწარე წვენი. ნუთუ ეს არის? არა! ამაო არის უკვე თავჩაგონება, რომ ყოველივე ამაოა. როცა გივლიან და სათუთად თავს გევლებიან, ვაი, თუ მართლა მოდუნდები და მიენდობი! ისინი თავის დროს ელიან. ჯანდაბას კოშკი! უდროობა ჩემი დრო არის.
ამოვჭერ კარი და დავიძარ. ფრთებქვეშ მკვრივდება ცა, სხივებით ოქროსირმული.
რა სინათლეა! რა ჰაერი! მე მოვირწევი, მოვირხევი, ჰეი! ჰეჰეი! ჰეჰეჰე-ჰეეეი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. :) გენიალურია ჰო :) :) გენიალურია ჰო :)
22. არც ისე გრძელია :) არც ისე გრძელია :)
21. ამოვჭერ კარი და დავიძარ. ფრთებქვეშ მკვრივდება ცა, სხივებით ოქროსირმული. ამოვჭერ კარი და დავიძარ. ფრთებქვეშ მკვრივდება ცა, სხივებით ოქროსირმული.
20. ვფიქრობ განსხვავებულია რაღაც და რაღაც რაღაცნაირია, ფინალი უხდება ამ ლექს მიუხედავად იმისა ვის მოსწონს და ვის არ. ვფიქრობ კარგია, როცა ლექსი დაგაფიქრებს და გაძლევს საშუალებას რომელ მხარეს გაუშვა კარგ თუ ცუდ, მე ვფიქრობ ამ ფიქრის შენდეგ თუნდ არ მოწონება გადაწყვიტო, ლექსი მის სათქმელს მაინც გეუბნება და მე ასე ვიტყოდი
1 - 0 ლექსის სასარგებლოდ :)
5 ვფიქრობ განსხვავებულია რაღაც და რაღაც რაღაცნაირია, ფინალი უხდება ამ ლექს მიუხედავად იმისა ვის მოსწონს და ვის არ. ვფიქრობ კარგია, როცა ლექსი დაგაფიქრებს და გაძლევს საშუალებას რომელ მხარეს გაუშვა კარგ თუ ცუდ, მე ვფიქრობ ამ ფიქრის შენდეგ თუნდ არ მოწონება გადაწყვიტო, ლექსი მის სათქმელს მაინც გეუბნება და მე ასე ვიტყოდი
1 - 0 ლექსის სასარგებლოდ :)
5
18. რაღაც დიდი აზრი რომ დევს ლექსში უდავოა, მაგრამ მე პირადად ასეთი ლექსები არ მომწონს მხოლოდ შინაარსი რომაა და ემოცია არ მოაქვს! 5 ვწერ, რათქმა უნდა იმიტომ, რომ კარგი გაკეთებულია.... რაღაც დიდი აზრი რომ დევს ლექსში უდავოა, მაგრამ მე პირადად ასეთი ლექსები არ მომწონს მხოლოდ შინაარსი რომაა და ემოცია არ მოაქვს! 5 ვწერ, რათქმა უნდა იმიტომ, რომ კარგი გაკეთებულია....
17. ქალბატონ ლუბას ვეთანხმები :) ქალბატონ ლუბას ვეთანხმები :)
16. რაღაცა კვდება ქვეყნად ყველა გადარჩენილშიც.
ეს ფრაზა ჩამრჩა საუკეთესო ფინალად.... .... პროფესიონალი ნამდვილად არ ვარ... :)უბრალოდ ჭუპრი პეპელა იბადება და კვდება იმისათვის რომ რაღაც შექმნას, ხომ ასეა? ქალბატონ ლუბას ვეთანხმები: \"თეთრ კოშკში გამოკეტილი გამაძღარი და განწირული ჭუპრის ამბოხი\"- ეს ამბოხი უფრო მძაფრი რომ ყოფილიყო, ჩემთვის ეს უფრო მეტ ემოციას მოიტანდა...ამ ლექსს ბევრჯელ დავუბრუნდი...ვიბადებით...და ვკვდებით იმიტომ, რომ რაღაც შევქმნათ... ალბათ ღირს ამისათვის ცხოვრება :) რაღაცა კვდება ქვეყნად ყველა გადარჩენილშიც.
ეს ფრაზა ჩამრჩა საუკეთესო ფინალად.... .... პროფესიონალი ნამდვილად არ ვარ... :)უბრალოდ ჭუპრი პეპელა იბადება და კვდება იმისათვის რომ რაღაც შექმნას, ხომ ასეა? ქალბატონ ლუბას ვეთანხმები: \"თეთრ კოშკში გამოკეტილი გამაძღარი და განწირული ჭუპრის ამბოხი\"- ეს ამბოხი უფრო მძაფრი რომ ყოფილიყო, ჩემთვის ეს უფრო მეტ ემოციას მოიტანდა...ამ ლექსს ბევრჯელ დავუბრუნდი...ვიბადებით...და ვკვდებით იმიტომ, რომ რაღაც შევქმნათ... ალბათ ღირს ამისათვის ცხოვრება :)
15. პ.ს. 5 რასაკვირველია და სრულიად ვეთანხმები ქალბატომ თამარ ბუკიას ფინალური ფრაზა რომ იყოს რა სინათლეა! რა ჰაერი! მე მოვირწევი, მოვირხევი, ჰეი! ჰეჰეი! ჰეჰეჰე-ჰეეეი!
რაღაცა კვდება ქვეყნად ყველა გადარჩენილშიც. _ბალადა სულ სხვა ფილოსოფიურ სიღრმეს შეიძენდა
პ.ს. 5 რასაკვირველია და სრულიად ვეთანხმები ქალბატომ თამარ ბუკიას ფინალური ფრაზა რომ იყოს რა სინათლეა! რა ჰაერი! მე მოვირწევი, მოვირხევი, ჰეი! ჰეჰეი! ჰეჰეჰე-ჰეეეი!
რაღაცა კვდება ქვეყნად ყველა გადარჩენილშიც. _ბალადა სულ სხვა ფილოსოფიურ სიღრმეს შეიძენდა
14. თავიდან ბოლომდე მეტაფორებია._ამ მოსაზრებაში ვერ დაგეთანხმებით, ჩემი არაფროფესიონალიზმისა და თქვენი სპეციალობის მიუხედავად :) რაც შეეხება ლექსს საინტერესო ბალადაა, და იდეაც _ თეთრ კოშკში გამოკეტილი გამაძღარი და განწირული ჭუპრის ამბოხისა და მისი პეპლად მეტამორფოზაც ძალიან ლამაზია, მაგრამ ჩემი აზრით ეს ლამაზი იდეა ვერ შედგა ემოციურად, ანუ ის განცდა რომელსაც ფინალი უნდა იწვევდეს რატომღაც არა აქვს მკითხველს (უფრო თრობასთან ასოციაცია გაჩნდა ვიდრე თავისუფლებასთან, როგორც კომენტარებიდან ჩანს) თუმცა რა ვიცი, თრობაც ხომ თავისუფლების ერთ–ერთი გამოვლინებაა :) თავიდან ბოლომდე მეტაფორებია._ამ მოსაზრებაში ვერ დაგეთანხმებით, ჩემი არაფროფესიონალიზმისა და თქვენი სპეციალობის მიუხედავად :) რაც შეეხება ლექსს საინტერესო ბალადაა, და იდეაც _ თეთრ კოშკში გამოკეტილი გამაძღარი და განწირული ჭუპრის ამბოხისა და მისი პეპლად მეტამორფოზაც ძალიან ლამაზია, მაგრამ ჩემი აზრით ეს ლამაზი იდეა ვერ შედგა ემოციურად, ანუ ის განცდა რომელსაც ფინალი უნდა იწვევდეს რატომღაც არა აქვს მკითხველს (უფრო თრობასთან ასოციაცია გაჩნდა ვიდრე თავისუფლებასთან, როგორც კომენტარებიდან ჩანს) თუმცა რა ვიცი, თრობაც ხომ თავისუფლების ერთ–ერთი გამოვლინებაა :)
13. მე მოვირწევი, მოვირხევი, ჰეი! ჰეჰეი! ჰეჰეჰე-ჰეეეი!
ამ წუთას მეც მასე ვარ მე მოვირწევი,:-S რავი ბოლო ჭიქა აღარ უნდა დამელია მგონი :D
მე მოვირწევი, მოვირხევი, ჰეი! ჰეჰეი! ჰეჰეჰე-ჰეეეი!
ამ წუთას მეც მასე ვარ მე მოვირწევი,:-S რავი ბოლო ჭიქა აღარ უნდა დამელია მგონი :D
12. აი ამას ვამბობ ჩემი ამ პორტალზე არსებიბის ისტორიიდან პირველად (და ზოგ - ზოგიერთებისაგან განსხვავებით მარტო \"კარგია, ჰოი გადასდარევია\" და მაგდაგვარ კომნტარებს, არ ვტოვებ, მხოლოდ იმიტომ რომ სხვამაც კარგად შეაფასოს ჩემი ნაწარმოები(თუმცა მე ამით მხოლდ და მხოლოდ ვერთობი) - გენიალურია! ვისიც არ უნდა იყოს ეს ნაწარმოები. თამამად შემიძლია ვთქვა - რომ არაფხიზელ მდგომარეობაშია დაწერილი :) აი ამას ვამბობ ჩემი ამ პორტალზე არსებიბის ისტორიიდან პირველად (და ზოგ - ზოგიერთებისაგან განსხვავებით მარტო \"კარგია, ჰოი გადასდარევია\" და მაგდაგვარ კომნტარებს, არ ვტოვებ, მხოლოდ იმიტომ რომ სხვამაც კარგად შეაფასოს ჩემი ნაწარმოები(თუმცა მე ამით მხოლდ და მხოლოდ ვერთობი) - გენიალურია! ვისიც არ უნდა იყოს ეს ნაწარმოები. თამამად შემიძლია ვთქვა - რომ არაფხიზელ მდგომარეობაშია დაწერილი :)
11. ნეკერა ძვირფასო! ეს ლექსი გადაუკითხავად გადმოვაკოპირე ერთი საიტიდან,სადაც ჩემს თემაში დაუპოსტავს ერთ ჩვენს საერთო ნაცნობს. მოცულობით ნორმალურზე მეტად დიდია, ბალადას უახლოვდება. ჟანრობრივადაც ბალადაა. შედარებები კი... ვეძებე და შიგ ერთიც ვერ ვიპოვე, თავიდან ბოლომდე მეტაფორებია. ხომ არ მეშლება? იქნებ არ დაიზაროთ და ახლიდან გადაათვლიეროთ.
პ.ს. პიარის რაღაც ნაწილი იმაში,რომ სათაურის ნაცვლად დამაინტრიგებელი ტექსტი დამედო,მართლაც არის .თუმცა ეს აქტი ამ ტერმინზე მეტად თვითრეპრეზენტირებას მოიხდენდა.
ილტოსპირელო ძვირფასო! ეგ სიტყვა ნაწარმოებია კახურ დიალექტზე დაყრდნობით. - ეგ იგეთია,თავჩაგონებულს ვეღარ გადაათქმევინებ. - ხშირად მსმენია გურჯაანში, ჩემს ოჯახშიც, გარეთაც. თუკი არსებობს ’’თავჩაგონებული’’,მისგან,ენის ბუნების დაურღვევლად შეიძლება თავჩაგონება - სიტყვის მიღებაც (იქნებ კიდეც არის ამ ფორმით დაფიქსირებული სადმე. პირველობას ვერ დავიჩემებ). თვითშთაგონება - ტერმინია და ძირითადად პოზიტიური კონოტაციები აქვს,ეს არ გამომადგებოდა, ჩემი სათქმელის შინაარსიდან გამომდინარე. ხელს ისიც მიშლიდა,რომ კალკური წარმოების (’სამოვნუშენიე’’)კვალსაც დატოვებდა ლექსში, ’რომლის მეტყველებაც დიალექტიზმებსა და არქაულობის ნიშნებს შეიცავს. თვითჩაგონება - შეიძლებოდა,მაგრამ თჩ- ბგერათკომპლექსს ბგერწერული სურათი ვერ მოიხდენდა. ამიტომ გადავწყვიტე, თავჩაგონება გამომეყენებინა.
ნეკერა ძვირფასო! ეს ლექსი გადაუკითხავად გადმოვაკოპირე ერთი საიტიდან,სადაც ჩემს თემაში დაუპოსტავს ერთ ჩვენს საერთო ნაცნობს. მოცულობით ნორმალურზე მეტად დიდია, ბალადას უახლოვდება. ჟანრობრივადაც ბალადაა. შედარებები კი... ვეძებე და შიგ ერთიც ვერ ვიპოვე, თავიდან ბოლომდე მეტაფორებია. ხომ არ მეშლება? იქნებ არ დაიზაროთ და ახლიდან გადაათვლიეროთ.
პ.ს. პიარის რაღაც ნაწილი იმაში,რომ სათაურის ნაცვლად დამაინტრიგებელი ტექსტი დამედო,მართლაც არის .თუმცა ეს აქტი ამ ტერმინზე მეტად თვითრეპრეზენტირებას მოიხდენდა.
ილტოსპირელო ძვირფასო! ეგ სიტყვა ნაწარმოებია კახურ დიალექტზე დაყრდნობით. - ეგ იგეთია,თავჩაგონებულს ვეღარ გადაათქმევინებ. - ხშირად მსმენია გურჯაანში, ჩემს ოჯახშიც, გარეთაც. თუკი არსებობს ’’თავჩაგონებული’’,მისგან,ენის ბუნების დაურღვევლად შეიძლება თავჩაგონება - სიტყვის მიღებაც (იქნებ კიდეც არის ამ ფორმით დაფიქსირებული სადმე. პირველობას ვერ დავიჩემებ). თვითშთაგონება - ტერმინია და ძირითადად პოზიტიური კონოტაციები აქვს,ეს არ გამომადგებოდა, ჩემი სათქმელის შინაარსიდან გამომდინარე. ხელს ისიც მიშლიდა,რომ კალკური წარმოების (’სამოვნუშენიე’’)კვალსაც დატოვებდა ლექსში, ’რომლის მეტყველებაც დიალექტიზმებსა და არქაულობის ნიშნებს შეიცავს. თვითჩაგონება - შეიძლებოდა,მაგრამ თჩ- ბგერათკომპლექსს ბგერწერული სურათი ვერ მოიხდენდა. ამიტომ გადავწყვიტე, თავჩაგონება გამომეყენებინა.
10. ქალბატონო ნინო, აი პიარიც ( თუ ფიარიც, როგორ დადგინდა საბოლოოდ, ვეღარ გავიგე) ამას ჰქვია :) ინტრიგა გიზიდავს, შემოხვალ და - ნორმალური სიდიდის ლექსი, ხელისგულზე გადაშლილი შედარებით :) ქალბატონო ნინო, აი პიარიც ( თუ ფიარიც, როგორ დადგინდა საბოლოოდ, ვეღარ გავიგე) ამას ჰქვია :) ინტრიგა გიზიდავს, შემოხვალ და - ნორმალური სიდიდის ლექსი, ხელისგულზე გადაშლილი შედარებით :)
9. რას ნიშნავს სიტყვა \"თავჩაგონება\"? რას ნიშნავს სიტყვა \"თავჩაგონება\"?
8. აი სათაური იყო ძაან დამაინტრიგებელი და თემა კიდე ჩემი მუდმივფიქრობა კვერცხი ჭუპრი პეპელა.ისეთი იყო ასაკენკი აი სათაური იყო ძაან დამაინტრიგებელი და თემა კიდე ჩემი მუდმივფიქრობა კვერცხი ჭუპრი პეპელა.ისეთი იყო ასაკენკი
7. შემოვიქოლეთ ნაპირები და ნაპრალები ბნელში საპეპლედ ვეპირებით ნაჭუპრალები
ბოლოს ცოტა... შემოვიქოლეთ ნაპირები და ნაპრალები ბნელში საპეპლედ ვეპირებით ნაჭუპრალები
ბოლოს ცოტა...
6. რაღაცა კვდება ქვეყნად ყველა გადარჩენილშიც.
აი, ეს არის ფინალი, მე რომ მკითხო! ბრავო, ნინო! 5 რაღაცა კვდება ქვეყნად ყველა გადარჩენილშიც.
აი, ეს არის ფინალი, მე რომ მკითხო! ბრავო, ნინო! 5
5. აი ოთხი მამაცი : ია-ია. mer@biko.ლაზი.ემილი! დანარჩენები?
ემილი ძვირფასო! მოგვიანებით გაგიმხელთ მაგ ფინალის საიდუმლოს. აი ოთხი მამაცი : ია-ია. mer@biko.ლაზი.ემილი! დანარჩენები?
ემილი ძვირფასო! მოგვიანებით გაგიმხელთ მაგ ფინალის საიდუმლოს.
4. ფინალი არ მომეწონა :) ფინალი არ მომეწონა :)
3. და ჩინდაკარგულს, სმენადახშულს ახლა მომეცა გულის თვალ-ყური, რომ გამეგო; ნება ჩვენია, საით გავიწევთ, რომელ ტოტზე დავეკიდებით, მაგრამ არასდროს მოგვანდობენ მთავარ არჩევანს. მოაწევს დრო და ნაცარტუტით დავიმდუღრებით. მაინც ვერცერთი ჩვენთაგანი ვერ გადარჩება. გავიწირებით ერთი გაბმა აბრეშუმისთვის.
დ.
და ჩინდაკარგულს, სმენადახშულს ახლა მომეცა გულის თვალ-ყური, რომ გამეგო; ნება ჩვენია, საით გავიწევთ, რომელ ტოტზე დავეკიდებით, მაგრამ არასდროს მოგვანდობენ მთავარ არჩევანს. მოაწევს დრო და ნაცარტუტით დავიმდუღრებით. მაინც ვერცერთი ჩვენთაგანი ვერ გადარჩება. გავიწირებით ერთი გაბმა აბრეშუმისთვის.
დ.
2. ამოვჭერ კარი და დავიძარ. ფრთებქვეშ მკვრივდება ცა, სხივებით ოქროსირმული.
რა სინათლეა! რა ჰაერი! მე მოვირწევი, მოვირხევი, ჰეი! ჰეჰეი! ჰეჰეჰე-ჰეეეი
ძალიან მომეწონა..ძალიან... ფინალი ხომ საერთოდ :) ამოვჭერ კარი და დავიძარ. ფრთებქვეშ მკვრივდება ცა, სხივებით ოქროსირმული.
რა სინათლეა! რა ჰაერი! მე მოვირწევი, მოვირხევი, ჰეი! ჰეჰეი! ჰეჰეჰე-ჰეეეი
ძალიან მომეწონა..ძალიან... ფინალი ხომ საერთოდ :)
1. რა ბედნიერებააა :) რა ბედნიერებააა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|