თეომ რამდენიმე ხნით გადადო მეორე მოგზაურობის დაწყება საკუთარ წარსულში...
უცნაური რამ შესთავაზა გიორგიმ, - იმავე სხეულში მოთავსდი, რომელშიც იყავიო... - მე რა ვიცი, სად ვცხოვრობდი, ან ვინ ვიყავი? – ფიქრობდა ლოდზე მიწოლილი თეო.
აქ, ამ ლოდის ირგვლივ სხვა ენერგია ტრიალებდა... და თუ მასზე ავიდოდა, დაჯდებოდა, და განსაკუთრებით, თუ წამოწვებოდა, გრძნობდა, როგორ ივსებოდა ლოდის ენერგიით. შესცივდებოდა? – ლოდიდან სითბო მოდიოდა... დასცხებოდა? – ლოდი თავისი სიგრილით აგრილებდა თეოს... ფორმაც ისეთი ჰქონდა ამ ლოდს, თითქოს თეოსთვის სარეცელი გაემზადებინოს. სასთუმალიც შემაღლებული ჰქონდა... ლოდზე ასასვლელად, ცალი მხრიდან კიბე გამოეჭრათ თითქოს... ვიწრო, საცალფეხო, მაგრამ ასასვლელად მოხერხებული... მდებარეობა კი ისეთი ჰქონდა ლოდს, რომ მასზე მიწოლილ თეოს, ჩანჩქერისა და ულამაზესი ტყის დასანახად, მხოლოდ თავის მიტრიალება სჭირდებოდა.
თეოს ჩამხობილად უყვარდა წოლა ამ ლოდზე, ხელებს შემოხვევდა, სადამდეც გასწვდებოდა, ლოყით მოერგებოდა ქვის სასთუმალს და ფიქრებში იძირებოდა თვალდახუჭული.
ოთხიდან სამი სტიქია ერთად იყო თავმოყრილი: ლოდის ნახევარი, სადაც თეოს ფეხები ეწყო, – წყალში იდო, ლოდის მეორე მხარე – მიწაზე... და ლოდის ირგვლივ ხომ ჰაერი ტრიალებდა, ჰაერი, რომელიც ერთ მთლიანობაში კრავდა ამ ტრიადას... წყალი, ჰაერი და მიწა! მხოლოდ ცეცხლი არ იყო სიახლოვეს... თუმცა კი ამაშიც ეჭვი ეპარებოდა თეოს: ისეთი თბილი გული ჰქონდა ლოდს, თითქოს მის სიღრმეში იყო დანთებული დიდი და მოგიზგიზე კოცონი. და სწორედ ამ ლოდის გულიდან მომდინარე სითბო ხვევდა საოცარ საბურველში მასზე წამოწოლილ თეოს.
თუ ძალიან დასცხებოდა, პირდაპირ ამ ლოდიდან ხტებოდა წყალში. ჩანჩქერთან მიცურდებოდა, წყლის ჭავლს უშვერდა სახეს... ნებივრობდა ალმასების წვიმის ქვეშ მდგარი... ხან წყალვარდნილის უკან შეცურდებოდა და წყლის სარკიდან უმზერდა გარემოს... და ყოველთვის გრძნობდა ამ ლოდის მიზიდულობის ძალას! - რა საოცარი ლოდია! კიდევ კარგი, ლაპარაკი არ იცის, თორემ, ალბათ, დამიძახებდა, “თეო, მოდი და ჩემს ახლოს იყავიო”!
ღრმად ჩაისუნთქა და წყალში ჩაყვინთა. ასე მიცურდა ლოდამდე და... ლოდის ძირში რაღაცას მოჰკრა თვალი, ოქროსფრად მოლაპლაპეს. ხელი მოჰკიდა და მასთან ერთად ამოცურდა წყლიდან, - ძეწკვზე ჩამობმული მედალიონი შერჩა ხელთ! ფრთხილად გახსნა და... - ვაი, რა ლამაზია! საოცარია, “თ” არის გამოსახული... როგორ ელავს, ბრილიანტებია ალბათ! და წარწერაც აქვს: “ყველაზე სასურველ ქალს ყველაზე შეყვარებული მამაკაცისგან”!... შენ მაჩუქე? – გაოცებული თვალებით მიაჩერდა ლოდს... - მოგწონს? – გაისმა საოცრად ღრმა, ბუბუნა ხმა, - ეს შენთვისაა... მომაბარა... - ვინ? – ხმა გაუწყდა დაბნეულობისგან. - ადამიანმა!... - მე შენი ნაჩუქარი მეგონა... – უეცრად საშინლად დაწყდა გული თეოს... არადა როგორ გაუხარდებოდა, თუ ეს საჩუქარი ლოდის მიერ იქნებოდა მოძღვნილი... – მოლაპარაკე ლოდი... მგონი ვგიჟდები! - სხვა ვერაფერმა გაგაკვირვა? – გაისმა უკვე ნაცნობი ხმა. - გიორგი... აქ იყავი? გაიგე, ლოდი რომ მელაპარაკებოდა? - აქ პატარა კენჭსაც შეუძლია საკუთარი ფიქრის გადმოცემა, არა თუ ამოდენა ლოდს! თეო, შენ რა, კიდევ ვერ გააცნობიერე, სად ხარ?
თეომ ღრმად ამოიოხრა და გაჩუმდა. - რას შვრები? როდის მიდიხარ? – საქმიანი ხმით ჰკითხა გიორგიმ. - გიორგი, მე რა ვიცი, საით უნდა წავიდე?! ან რომელ ეპოქაში მოვხვდები? – თეომ მზერა მოარიდა გიორგის. - მეგზური გამოგაყოლო? - ჰო... - შენ შენი მეგზური უკვე იპოვე... - ვინ? - რა!.... – უპასუხა გიორგიმ, - შენ იპოვე “რა” და არა “ვინ”!... - ეს? – მედალიონი დაანახა, - ეს გამიძღვება? - ჰო... ყელიდან არ მოიხსნა არასოდეს... მასში ამ ლოდის ძალაა თავმოყრილი... ის შენ ყველგან დაგეხმარება! წავედი, აბა, შენ იცი!... - რა უცნაური ლოდია!... – თეო ლოდზე ავიდა და წამოწვა. ტანსაცმელი მომენტალურად გაშრა, - საოცარია... ლოდში, ალბათ, მზის სიმხურვალეა მოქცეული... აბა, ასე სწრაფად როგორ ვშრები?... კარგი, მოდი ვნახავ, საით მაგზავნის ლოდი...
თეომ მედალიონი შუაზე გადახსნა და... იმ წარწერის ნაცვლად, “თ”-ს ქვეშ ეწერა: \"საქართველო! ჩვ. წ. აღ-ის I ს. 1.8.65 წ.-1.8.73 წ.\"
თეომ თვალები დახუჭა და ჰაერში აიჭრა.
თვალები მცხეთასთან ახლოს, მდ. არაგვის ხეობაში, ზადენციხეში გაახილა.
პატარა და ლამაზ ოჯახში აღმოჩნდა. მამას გომარი ერქვა, დედას – ნანო, დას – ანო (მასზე 2 წლით უმცროსი იყო), ძმას – ფარნაოზი (7 წლით უმცროსი) და თავად – თადეოზი.
თეოს თავიდან საშინალად გაუჭირდა ბიჭის სხეულში დავანება, მაგრამ... ალბათ ასე იყო საჭირო... რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ ხელთათმანივით მოირგო თადეოზის სხეული სულზე და “თადეოზად” გააგრძელა ცხოვრება. ანოს გაჩენამდე – არაფერი ახსოვს... მერეც მწირი მეხსიერება აქვს შემორჩენილი...
4 წლის რომ შეიქნა, ავად გახდა. დედა სულ გვერდით ეჯდა, „ჩემი ვარსკვლავბიჭუნაო”, - ეფერებოდა და თვალებს უკოცნიდა. ჯერ არ მოსულიყო თადეოზის სიკვდილის დრო და... გადარჩა!
ძალიან უყვარდა დედის კალთაში ჯდომა და მისი ალერსი. ის თავადაც ეფერებოდა-ხოლმე და „ვარსკვლავდედიკოს” ეძახდა, თან თვალებს უკოცნიდა, - ხან ერთ თვალზე აკოცებდა და ხან მეორეზე...
არ ვიცი, პირველი შვილი რომ იყო იმიტომ, თუ დედას გული უგრძნობდა, დიდი ხნის სიცოცხლე რომ არ ეწერა, მაგრამ ყველაზე მეტად თადეოზს ეფერებოდა-ხოლმე... გარეგნულადაც ყველაზე მეტად ის ჰგავდა დედას: მასავით ღია ჩალისფერი თმა და ზღვისფერი თვალები ჰქონდა. ანო მამის ალი-კვალი იყო, თაფლისფერი თვალებითა და მუქი თმებით. ფარნაოზი კი არც დედას ჰგავდა და არც მამას, - თითქმის შავი თვალები და თმები ჰქონდა, თავადვე უკვირდათ, „ვის ჰგავსო?
8 წლის თადეოზს ძალიან უყვარდა ცურვა. ცურვა დედის ძმამ პაპუნამ ასწავლა. მას ხშირად დაყავდა მდინარეზე ის და ანო. მამამ ცურვა არ იცოდა, ამიტომ არც მდინარეზე დაჰყვებოდათ. თანაც, დედა მეოთხე შვილზე იყო ფეხმძიმედ და მამა დიდი ხნით არ ტოვებდა-ხოლმე.
პაპუნა დედაზე 8-9 წლით უმცროსი იყო. მაშინ 18-19 წლისა თუ იქნებოდა. მას ცოლი ჯერ არ ჰყავდა. სამაგიეროდ ჰყავდა ბევრი მეგობარი და დიდი ძაღლი. თადეოზს პაპუნა ძალიან უყვარდა და სულ კუდში დასდევდა-ხოლმე. სანადიროდაც კი გაჰყვა ერთხელ, მშობლებისგან და პაპუნასგან უჩუმრად... და მხოლოდ ტყეში ნახა პაპუნამ “აკიდებული” თადო. და მერე, მშვილდიდან რომ ასროლინა ისარი, თადოზე ბედნიერი არავინ იყო დედამიწაზე. საოცრება მოხდა: თადოს ნასროლი ისარი მიზანს მოხვდა და საკმად დიდი როჭო ჩამოაგდო. უუფ, რა ამაყი დაბრუნდა სახლში... და მამამაც აღარაფერი უთხრა ნანადირევით ხელდამშვენებულ უფროს ვაჟს!
თადოს დაბადების დღე ახლოვდებოდა. წინა დღეს პაპუნა დაპირდა და-ძმას, „თადოს დაბადების დღის აღსანიშნავად, ხვალ მდინარეზე წაგიყვანთო”, მაგრამ მეორე დღეს ვერ მოიცალა მათთვის, ამიტომ მამას „მოუხდა” თადეოზისა და ანოს მდინარეზე წაყვანა, - ეს იყო თადოსთვის ყველაზე დიდი საჩუქარი!
მდინარეში ჯერ ნაპირთან ახლოს ჭყუმპალაობდა, მერე კი წყალს გაუთამამდა და ცოტა ღრმად შეცურა (ალბათ, პაპუნასნაირი მოცურავე ეგონა მამაც და მისი იმედი ჰქონდა).
ძალები ვერ მოზომა თადომ, მალე დაიღალა და წყლიდან ვეღარ გამოდიოდა. - მამა, მიშველე! - იყვირა და ფართხალი დაიწყო. წყალმა წაიღო.
მამა ნაპირ-ნაპირ მოსდევდა, როგორც შეეძლო, - ამხნევებდა, მაგრამ ცურვა არ იცოდა და ამიტომ წყალში ვერ შედიოდა. - გვიშველეთ! გვიშველეთ! ნუ გეშინია, შვილო! - ყვიროდა მამა განწირული ხმით.
მდინარის მეორე ნაპირთან 16-17 წლის ორი ბიჭი ბანაობდა. გომარის ხმის გაგონებისთანავე ერთ-ერთმა სწრაფად გამოცურა თადეოზისკენ, მაგრამ... ის უკვე ჩასძირა წყალმა.
იმ ბიჭმა ჩაყვინთა და წყალქვეშ გააგრძელა ცურვა თადეოზის გადასარჩენად. - იპოვე, არმაზ? - ეძახდა მეორე ბიჭი თადეოზის მძებნელს. - ვერა, ვერ ვპოულობ! - პასუხობდა არმაზი და ისევ წყლის სიღრმეში ბრუნდებოდა.
თეო კინაღამ გაიგუდა... თადეოზის სხეული აღარ ემორჩილებოდა... ვერანაირად აიძულა სხეული, რომ ხელი მძლავრად მოესვა წყალში. ბოლოს სულ გაჩერდა თადო, დამძიმდა...ხის ფესვს გამოედო ტანსაცმლით. მიხვდა, რომ ეს მისი ბოლო იყო! თეომ გაიბრძოლა და... შხუილით ამოიჭრა ყიფლიბანდიდან. თავიდან იფიქრა, პირდაპირ ზევით, ბაღში დავბრუნდებიო, მაგრამ... გომარის სახეს მოჰკრა თვალი და ჰაერში ალივლივდა. გადაწყვიტა, ბოლომდე მიედევნებინა თვალი ვითარებისთვის.
ცოტა ხანში პაპუნამაც ჩამოაკითხა მდინარეზე... პაპუნამ შორიდანვე დაინახა გომარი, რომელიც უმწეოდ გაჰყურებდა მდინარის ზედაპირს და სირბილით წამოვიდა მისკენ. - გომარ, რა მოხდა?! – შორიდანვე იყვირა და თავადვე დააფიქსირა, რომ ყველა ნაპირზე იყო, თადეოზის გარდა. - პაპუნა, თადო.... თადოს ვეღარ ვპოულობთ! – იყვირა გომარმა და ღრიალით წაიშინა თავში ხელები.
პაპუნამ წამზე უსწრაფესად გაიხადა ტანზე და მდინარეში გადახტა.
ახლა უკვე სამნი, - პაპუნა, არმაზი და მისი მეგობარი შმაგი ეძებდნენ თადოს წყლის ქვეშ. ბოლოს ისევ არმაზმა იპოვა ხის წყალქვეშა ფესვში გახლართული და, რა თქმა უნდა, დამხრჩვალი!
პაპუნას დახმარებით ამოიტანა წყლიდან ბავშვის უსულო გვამი. ამის დანახვაზე გომარმა დიდ ქვას დაავლო ხელი და თავში ჩაირტყა. სისხლმა იფეთქა გომარის თავიდან. კიდევ კარგი, რომ საფეთქელს ასცდა ქვა. სისხლის გამოშვებამ დადებითად იმოქმედა გომარზე, თავის ტკივილმა გულის ტკივილი რამდენიმე წუთით მაინც გადაავიწყა. მაგრამ როცა თადოს უსიცოცხლო სხეული დაუსვენეს ფეხებთან, უბედური მამის ღრიალმა შესძრა არაგვის ხეობა.
ამდენს კი ვეღარ გაუძლო თეომ და ზეცაში აიჭრა.
* * * ლოდთან მიირბინა უკან დაბრუნებულმა... ჩაიმუხლა, ლოყით მიეხუტა... თავისებურად მიეფერა ლოდიც... შინაგანი სითბო უწილადა და სული გაუთბო...
ოდნავ დამშვიდდა თეო. ლოდზე აძვრა, მყუდროდ მოეწყო. თვალები დახუჭა და... ისევ თადოს დაღუპვის სცენა დაუდგა თვალწინ... მამის ღრიალი ჩაესმა... შემდეგ – დედის კივილიც... პაპუნას სახეც დაინახა, გადაფითრებული, შეშლილი... ანოს ღნავილი შემოესმა, “რატომ მოკვდი თადოო”- რომ ტიროდა... იქით არმაზისა და შმაგის მუხლზე მდგარი ფიგურები დალანდა, თითქოს რომ იბოდიშებდნენ, “გვაპატიეთ, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთო”.... საკუთარი თავი შეეცოდა... ძალიან შეეცოდა...
ლოდის მშრალი ზედაპირი წვეთებით დაიწინწკლა... ლოდმა ცას მიაპყრო ქვიშისფერი თვალები და დარწმუნდა, რომ არ წვიმდა... არა და წვეთების დაცემას გრძნობდა მის ზედაპირზე. სლუკუნის ხმა შემოესმა... მიხვდა, თეო ტიროდა... ვერაფრით წარმოიდგენდა, თუ აქ, ედემის ამ ულამაზეს ბაღში ვინმეს შეეძლო ტირილი. როგორ უნდოდა, დაეყვავებინა, თავზე გადაესვა ხელი, მაგრამ... ლოდი – ლოდია! ერთადერთი, რაც შეეძლო, ენერგიის დიდი რაოდენობით მიწოდება იყო. ლოდმაც მოინდომა და ისეთი ენერგიის საბურველში გახვია თეო, რომ მას მომენტალურად ჩაეძინა.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
45. იცი რა? ვისაც დავადეთ გულზე ლოდი, ჯერ ის ვერ მომიშუშებია და... ნუ სულელობ, თუ კაცი ხარ! იცი რა? ვისაც დავადეთ გულზე ლოდი, ჯერ ის ვერ მომიშუშებია და... ნუ სულელობ, თუ კაცი ხარ!
44. თბილი ლოდი მომეწონა,მეც მინდა ასეთი ლოდი და თუნდაც გულზე მედოს:) თბილი ლოდი მომეწონა,მეც მინდა ასეთი ლოდი და თუნდაც გულზე მედოს:)
42. სლუკუნის ხმა შემოესმა... მიხვდა, თეო ტიროდა... ვერაფრით წარმოიდგენდა, თუ აქ, ედემის ამ ულამაზეს ბაღში ვინმეს შეეძლო ტირილი. როგორ უნდოდა, დაეყვავებინა, თავზე გადაესვა ხელი, მაგრამ... ლოდი – ლოდია!
მაგარია! :)))))))))) სლუკუნის ხმა შემოესმა... მიხვდა, თეო ტიროდა... ვერაფრით წარმოიდგენდა, თუ აქ, ედემის ამ ულამაზეს ბაღში ვინმეს შეეძლო ტირილი. როგორ უნდოდა, დაეყვავებინა, თავზე გადაესვა ხელი, მაგრამ... ლოდი – ლოდია!
მაგარია! :))))))))))
41. ოთხიდან სამი სტიქია ერთად იყო თავმოყრილი: ლოდის ნახევარი, სადაც თეოს ფეხები ეწყო, – წყალში იდო, ლოდის მეორე მხარე – მიწაზე... და ლოდის ირგვლივ ხომ ჰაერი ტრიალებდა, ჰაერი, რომელიც ერთ მთლიანობაში კრავდა ამ ტრიადას... წყალი, ჰაერი და მიწა! მხოლოდ ცეცხლი არ იყო სიახლოვეს... თუმცა კი ამაშიც ეჭვი ეპარებოდა თეოს: ისეთი თბილი გული ჰქონდა ლოდს, თითქოს მის სიღრმეში იყო დანთებული დიდი და მოგიზგიზე კოცონი. და სწორედ ამ ლოდის გულიდან მომდინარე სითბო ხვევდა საოცარ საბურველში მასზე წამოწოლილ თეოს.
და სიკვდილის სცენა ხომ, საერთოდ! ცრემლებით ვიტირე... დაგიშავეთ რამე? :))))))))) 5 ოთხიდან სამი სტიქია ერთად იყო თავმოყრილი: ლოდის ნახევარი, სადაც თეოს ფეხები ეწყო, – წყალში იდო, ლოდის მეორე მხარე – მიწაზე... და ლოდის ირგვლივ ხომ ჰაერი ტრიალებდა, ჰაერი, რომელიც ერთ მთლიანობაში კრავდა ამ ტრიადას... წყალი, ჰაერი და მიწა! მხოლოდ ცეცხლი არ იყო სიახლოვეს... თუმცა კი ამაშიც ეჭვი ეპარებოდა თეოს: ისეთი თბილი გული ჰქონდა ლოდს, თითქოს მის სიღრმეში იყო დანთებული დიდი და მოგიზგიზე კოცონი. და სწორედ ამ ლოდის გულიდან მომდინარე სითბო ხვევდა საოცარ საბურველში მასზე წამოწოლილ თეოს.
და სიკვდილის სცენა ხომ, საერთოდ! ცრემლებით ვიტირე... დაგიშავეთ რამე? :))))))))) 5
40. ლოდი – ლოდია!, ჩემი თამრიკო კი თამრიკო
ლოდი – ლოდია!, ჩემი თამრიკო კი თამრიკო
39. \"პაპუნას დახმარებით ამოიტანა წყლიდან ბავშვის უსულო გვამი. ამის დანახვაზე გომარმა დიდ ქვას დაავლო ხელი და თავში ჩაირტყა. სისხლმა იფეთქა გომარის თავიდან. კიდევ კარგი, რომ საფეთქელს ასცდა ქვა. სისხლის გამოშვებამ დადებითად იმოქმედა გომარზე, თავის ტკივილმა გულის ტკივილი რამდენიმე წუთით მაინც გადაავიწყა. მაგრამ როცა თადოს უსიცოცხლო სხეული დაუსვენეს ფეხებთან, უბედური მამის ღრიალმა შესძრა არაგვის ხეობა.\"
ისე გამოგიტირე, ჯვარი გწერია და 100 წლის შენდეგ რამე რომ დაგემართოს, ვეღარც გიტირებ, - მგონია! კიდევ ბევრჯერ უნდა გვაღვრევინო ცრემლები? 5 \"პაპუნას დახმარებით ამოიტანა წყლიდან ბავშვის უსულო გვამი. ამის დანახვაზე გომარმა დიდ ქვას დაავლო ხელი და თავში ჩაირტყა. სისხლმა იფეთქა გომარის თავიდან. კიდევ კარგი, რომ საფეთქელს ასცდა ქვა. სისხლის გამოშვებამ დადებითად იმოქმედა გომარზე, თავის ტკივილმა გულის ტკივილი რამდენიმე წუთით მაინც გადაავიწყა. მაგრამ როცა თადოს უსიცოცხლო სხეული დაუსვენეს ფეხებთან, უბედური მამის ღრიალმა შესძრა არაგვის ხეობა.\"
ისე გამოგიტირე, ჯვარი გწერია და 100 წლის შენდეგ რამე რომ დაგემართოს, ვეღარც გიტირებ, - მგონია! კიდევ ბევრჯერ უნდა გვაღვრევინო ცრემლები? 5
38. როგორ უნდოდა, დაეყვავებინა, თავზე გადაესვა ხელი, მაგრამ... ლოდი – ლოდია! .................... უდიდეს სიამოვნებას ვღებულობ, ქალბატონო თამარ, თქვენი ნაწარმოებების კითხვისას, შეუზღუდავი ფანტაზია, ერუდიცია და ჭერმეტყველება ... შესაშური ენა და ... ბევრი რამ სხვა... :) :) :)
გკოცნი და გეხუტები ჩემო ჭკვიანო დაქალო!!!!!!
როგორ უნდოდა, დაეყვავებინა, თავზე გადაესვა ხელი, მაგრამ... ლოდი – ლოდია! .................... უდიდეს სიამოვნებას ვღებულობ, ქალბატონო თამარ, თქვენი ნაწარმოებების კითხვისას, შეუზღუდავი ფანტაზია, ერუდიცია და ჭერმეტყველება ... შესაშური ენა და ... ბევრი რამ სხვა... :) :) :)
გკოცნი და გეხუტები ჩემო ჭკვიანო დაქალო!!!!!!
37. არ ვიცი რატომ მარგამ ამ თავს რომ ვკითხულობდი მბურძგლიდა, თუ როგორ უნდა ვთქვა? მაციებდა რა. არ ვიცი რატომ მარგამ ამ თავს რომ ვკითხულობდი მბურძგლიდა, თუ როგორ უნდა ვთქვა? მაციებდა რა.
36. მოგესალმები თამარ-ქალო! ;) დღეს დავბრუნდიიიი..... და პირველ რიგში აქა ვარ! ყველაფერი წავიკითხე და ძალიან მომეწონა.... ეს ,,გაცვლა-2\'\' უფრო საინტერესოა..... მე ძალიან მიყვარს მსგავსი ზღაპრების კითხვა....მართლაც ულამაზესი დიდების ზღაპარია..... და თან ბევრ რამეზე სერიოზულად გაფიქრებს.....;) :) :) მოგესალმები თამარ-ქალო! ;) დღეს დავბრუნდიიიი..... და პირველ რიგში აქა ვარ! ყველაფერი წავიკითხე და ძალიან მომეწონა.... ეს ,,გაცვლა-2\`\` უფრო საინტერესოა..... მე ძალიან მიყვარს მსგავსი ზღაპრების კითხვა....მართლაც ულამაზესი დიდების ზღაპარია..... და თან ბევრ რამეზე სერიოზულად გაფიქრებს.....;) :) :)
35. ფანტასტიური თავი იყო! აუუ ესე ჯერ არ გავუტაცივარ არცერთს!!! მაგარი იყო...ცოტა ცრემლებიც გადმოვყარე...:( ისე, ეგეთი ლოდი მეც \"მყავს\" რაჭაში, ჯეჯევრის ნაპირას :) ისე საოცრად აღწერე, ეჭვი გამიჩნდა ჩემს ლოდზე ხომ არ ყვება თქოო :) გაკოცეე :-* ვისიამოვნე ნამდვილად :) ფანტასტიური თავი იყო! აუუ ესე ჯერ არ გავუტაცივარ არცერთს!!! მაგარი იყო...ცოტა ცრემლებიც გადმოვყარე...:( ისე, ეგეთი ლოდი მეც \"მყავს\" რაჭაში, ჯეჯევრის ნაპირას :) ისე საოცრად აღწერე, ეჭვი გამიჩნდა ჩემს ლოდზე ხომ არ ყვება თქოო :) გაკოცეე :-* ვისიამოვნე ნამდვილად :)
34. საოცარი ხარ თამარ:) საოცარი ხარ თამარ:)
33. :D :D :D მართალი ხარ ჰარალე :* :* :D :D :D :D მართალი ხარ ჰარალე :* :* :D
32. ნამდვილად ძალიან საინტერესოდ მიდის, მაგრამ წინა თავი გაცილებით მომეწონა :) :) ველოდებით გაგრძელებაააას :* :* მოგიკითხეთ ქალბატონო თამარ :) :) :) ნამდვილად ძალიან საინტერესოდ მიდის, მაგრამ წინა თავი გაცილებით მომეწონა :) :) ველოდებით გაგრძელებაააას :* :* მოგიკითხეთ ქალბატონო თამარ :) :) :)
31. ერთობ საინტერესოა ქალბატონო თამარ. +5. მარა პირველი და მეორე ნაწილი ისე გვანან ერთმანეთს, როგორც ცა და დედამიწა. ეს ამბავი ასე თუ გაგრძელდებოდა, ლელა კაკულიაც ვერ განჭვრეტდა ამას.))) ერთობ საინტერესოა ქალბატონო თამარ. +5. მარა პირველი და მეორე ნაწილი ისე გვანან ერთმანეთს, როგორც ცა და დედამიწა. ეს ამბავი ასე თუ გაგრძელდებოდა, ლელა კაკულიაც ვერ განჭვრეტდა ამას.)))
30. მდააა, შენ არ ხუმრობ! მდააა, შენ არ ხუმრობ!
29. მოკითხვა ჩემგან ქალბატონო თამარ მოკითხვა ჩემგან ქალბატონო თამარ
27. გკითხულობ,თამარ.სულ გკითხულობ.ვაფასებ.უბრალოდ ყველგან არ ვაკომენტარებ...
გკითხულობ,თამარ.სულ გკითხულობ.ვაფასებ.უბრალოდ ყველგან არ ვაკომენტარებ...
26. ჰოდა, როგორც ზღაპარი, ისე წაიკითხე, ნაპერწკალო! სუუულ პირველ თავზე ხომ ასე აწერია კიდეც? \"რომანი-ზღაპარი\"... ჰოდა, როგორც ზღაპარი, ისე წაიკითხე, ნაპერწკალო! სუუულ პირველ თავზე ხომ ასე აწერია კიდეც? \"რომანი-ზღაპარი\"...
25. ჩემთვი ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი ზღაპარია... ემოციებით ატვირთული...იმედია ბოლოს დავინახავ იმას ,რაც გინდა ,რომ დაგვანახო თამარ... ჩემთვი ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი ზღაპარია... ემოციებით ატვირთული...იმედია ბოლოს დავინახავ იმას ,რაც გინდა ,რომ დაგვანახო თამარ...
24. ამ მედალიონმა გივი გამახსენა...მე როგორც მახსოვს მასეთი მედალიონი გივიმ აჩუქა თეონას...
ეს თავი კი ძალიან სევდიანი იყო....ნეტავ თეონას ყველა წინა ცხოვრება ასე ტრაგიკულად მთავრდება?სიბერემდე ვერ აღწევს? ამ მედალიონმა გივი გამახსენა...მე როგორც მახსოვს მასეთი მედალიონი გივიმ აჩუქა თეონას...
ეს თავი კი ძალიან სევდიანი იყო....ნეტავ თეონას ყველა წინა ცხოვრება ასე ტრაგიკულად მთავრდება?სიბერემდე ვერ აღწევს?
23. ოთხიდან სამი სტიქია ერთად იყო თავმოყრილი: ლოდის ნახევარი, სადაც თეოს ფეხები ეწყო, – წყალში იდო, ლოდის მეორე მხარე – მიწაზე... და ლოდის ირგვლივ ხომ ჰაერი ტრიალებდა, ჰაერი, რომელიც ერთ მთლიანობაში კრავდა ამ ტრიადას... წყალი, ჰაერი და მიწა! მხოლოდ ცეცხლი არ იყო სიახლოვეს... თუმცა კი ამაშიც ეჭვი ეპარებოდა თეოს: ისეთი თბილი გული ჰქონდა ლოდს, თითქოს მის სიღრმეში იყო დანთებული დიდი და მოგიზგიზე კოცონი. და სწორედ ამ ლოდის გულიდან მომდინარე სითბო ხვევდა საოცარ საბურველში მასზე წამოწოლილ თეოს.
ძალიან ლამაზი და საინტერესო თავი იყო...და საერთოდაც ამ ბოლო თავებმა გაამრავალფეროვნა რომანი.... ოთხიდან სამი სტიქია ერთად იყო თავმოყრილი: ლოდის ნახევარი, სადაც თეოს ფეხები ეწყო, – წყალში იდო, ლოდის მეორე მხარე – მიწაზე... და ლოდის ირგვლივ ხომ ჰაერი ტრიალებდა, ჰაერი, რომელიც ერთ მთლიანობაში კრავდა ამ ტრიადას... წყალი, ჰაერი და მიწა! მხოლოდ ცეცხლი არ იყო სიახლოვეს... თუმცა კი ამაშიც ეჭვი ეპარებოდა თეოს: ისეთი თბილი გული ჰქონდა ლოდს, თითქოს მის სიღრმეში იყო დანთებული დიდი და მოგიზგიზე კოცონი. და სწორედ ამ ლოდის გულიდან მომდინარე სითბო ხვევდა საოცარ საბურველში მასზე წამოწოლილ თეოს.
ძალიან ლამაზი და საინტერესო თავი იყო...და საერთოდაც ამ ბოლო თავებმა გაამრავალფეროვნა რომანი....
22. დამშვიდდით, ნუ ნერვიულობთ!... ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობ, რომ მძიმე და რთულადგასაგები მასალაც კი, ჩემს სტუდენტებს მარტივაღსაქმელი ენით მივაწოდო... უფრო კარგად ითვისებენ რთულ მასალას, როცა კარგად ესმით ნათქვამი.
თხრობის სტილს არც ამის მერე დავამძიმებ და ისე მოგაწვდით და აგათვისებინებთ \"რთულ მასალას\", რომ თავადაც ვერ მოხვალთ აზრზე... :)))))))))))) დამშვიდდით, ნუ ნერვიულობთ!... ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობ, რომ მძიმე და რთულადგასაგები მასალაც კი, ჩემს სტუდენტებს მარტივაღსაქმელი ენით მივაწოდო... უფრო კარგად ითვისებენ რთულ მასალას, როცა კარგად ესმით ნათქვამი.
თხრობის სტილს არც ამის მერე დავამძიმებ და ისე მოგაწვდით და აგათვისებინებთ \"რთულ მასალას\", რომ თავადაც ვერ მოხვალთ აზრზე... :))))))))))))
21. გამიხარდა ახალი თავი რომ გამოქვეყნდება...მაგრამ ახლა არ მცალია გავრბივარ,მეჩქარება :( კითხვით საღამოს მოვალ ახლა კი შეფასებას დავწერ მხოლოდ :) +2 გამიხარდა ახალი თავი რომ გამოქვეყნდება...მაგრამ ახლა არ მცალია გავრბივარ,მეჩქარება :( კითხვით საღამოს მოვალ ახლა კი შეფასებას დავწერ მხოლოდ :) +2
20. უთბილესს ქალბატონს უთბილესი მოკითხვა უთბილესს ქალბატონს უთბილესი მოკითხვა
19. მე არ მიჩუქებია მედალიონი :D :D :D
ლელა არაფრისთვის არ გადაუჭარბებია, თან მძიმე აწი უნდა იყოს მგონი. ახალი თავები :)
ღმერთო_ მე არ მიჩუქებია მედალიონი :D :D :D
ლელა არაფრისთვის არ გადაუჭარბებია, თან მძიმე აწი უნდა იყოს მგონი. ახალი თავები :)
ღმერთო_
18. მშვენიერია, ქალბატონო თამარ. გაწელილად სულაც არ მეჩვენება. პირიქით, აღწერების გარეშე თხრობას ბევრი რამე დააკლდებოდა. თავიდან ეს ბაღი სამოთხე მეგონა. თურმე ედემი ყოფილა. :) მშვენიერია, ქალბატონო თამარ. გაწელილად სულაც არ მეჩვენება. პირიქით, აღწერების გარეშე თხრობას ბევრი რამე დააკლდებოდა. თავიდან ეს ბაღი სამოთხე მეგონა. თურმე ედემი ყოფილა. :)
17. საოცარ სამყაროში გადვედი, საოცარია და რაღაც სიმშვიდე დამეუფლა კითხვისას, საკმაოდ მძიმე სიუჟეტიც იყო და მაინც ...მოკლედ გაგრძელებას ველოდები სულმოუთქმელად....მე მგონი ნაწერმა მოლოდინს გადააჭარბა .... საოცარ სამყაროში გადვედი, საოცარია და რაღაც სიმშვიდე დამეუფლა კითხვისას, საკმაოდ მძიმე სიუჟეტიც იყო და მაინც ...მოკლედ გაგრძელებას ველოდები სულმოუთქმელად....მე მგონი ნაწერმა მოლოდინს გადააჭარბა ....
16. აუჰ, მძიმე სცენა იყო ნამეტანი... არადა რამდენი ახალგაზრდა იღუპება ყოველდღე...
მედალიონის ამბავმა კი ამრია, რაღაცნაირად. გივიმ აჩუქა, როგორც მე მახსოვს და ლოდი რა შუაში იყო მთლად ვერ გავიგე :) და ის, თ-ს ქვევით რომ დაეწერა, ეგეც რაღაცნაირად ჩანდა. მედალიონის იდეა ნამდვილად კარგი იყო, ოღონდ გივის სახით. აუჰ, მძიმე სცენა იყო ნამეტანი... არადა რამდენი ახალგაზრდა იღუპება ყოველდღე...
მედალიონის ამბავმა კი ამრია, რაღაცნაირად. გივიმ აჩუქა, როგორც მე მახსოვს და ლოდი რა შუაში იყო მთლად ვერ გავიგე :) და ის, თ-ს ქვევით რომ დაეწერა, ეგეც რაღაცნაირად ჩანდა. მედალიონის იდეა ნამდვილად კარგი იყო, ოღონდ გივის სახით.
15. ვარსკვლავდედიკო :) ვარსკვლავდედიკო :)
14. აი ემ სორი, თამარ! აი ემ სორი, თამარ!
13. ჩვენი წელთაღრიცხვაა უკვე, მიშა... I საუკუნის 65-73 წწ...
ჩვენი წელთაღრიცხვაა უკვე, მიშა... I საუკუნის 65-73 წწ...
12. საინტერესო თავია, თამარ! საერთოდ მითოსური სურნელლი მსუყეს ხდის მხატვრულ ნაწარმოებს! თუმცა როგორღაც არაბუნებრივად მეჩვენება, როცა ჩვენს წელთა აღრიცხვამდე ხდება მოქმედება, ხოლო პერსონაჟებს სულ წმინდად ქრისტიანული სახელები ქვიათ! დიდი მოკითხვითა და პატივისცემით! საინტერესო თავია, თამარ! საერთოდ მითოსური სურნელლი მსუყეს ხდის მხატვრულ ნაწარმოებს! თუმცა როგორღაც არაბუნებრივად მეჩვენება, როცა ჩვენს წელთა აღრიცხვამდე ხდება მოქმედება, ხოლო პერსონაჟებს სულ წმინდად ქრისტიანული სახელები ქვიათ! დიდი მოკითხვითა და პატივისცემით!
11. მარტის ამინდისავით რომანი. ხვალ კი არა, დღეს რა იქნება ვერ მიხვდები. )))))))))))))))) მომწონს. მარტის ამინდისავით რომანი. ხვალ კი არა, დღეს რა იქნება ვერ მიხვდები. )))))))))))))))) მომწონს.
10. აბა მე ერთი კვირის გამოსახედს ვიხედები ისე მიხარია თამრის ყოველი ახალი წინადადებაც კი.:)))))))) აბა მე ერთი კვირის გამოსახედს ვიხედები ისე მიხარია თამრის ყოველი ახალი წინადადებაც კი.:))))))))
9. დედა, ახლა ნუ დეიფსებთ თვალებს თეონას ჯიბრზე... :))))))))))))))))))))))) დედა, ახლა ნუ დეიფსებთ თვალებს თეონას ჯიბრზე... :)))))))))))))))))))))))
8. მე ხო იცი თამარ წიგნ-ებს ველი :D
მე ერთი ცალი თვალი მაქვს ისიც ელამი :( მე ხო იცი თამარ წიგნ-ებს ველი :D
მე ერთი ცალი თვალი მაქვს ისიც ელამი :(
7. მე საერთოდ არ მაქვს თვალები :D მე საერთოდ არ მაქვს თვალები :D
6. მე უფრო ლამაზი თვალები მაქვს:) მე უფრო ლამაზი თვალები მაქვს:)
5. ჩემი თვალები \"ვასესხე\". მზია! :)) :)) ჩემი თვალები \"ვასესხე\". მზია! :)) :))
4. ნეტა თქვენ უფრო ლამაზი თვალები გაქვთ თუ თეოს? ნეტა თქვენ უფრო ლამაზი თვალები გაქვთ თუ თეოს?
3. კარგად წავიდა გაგრძელება, გილოცავ! ცოტა მძიმეა, მაგრამ, ვინაიდან მსუბუქად იკითხება, ისე ძალიან არ გრთგუნავს. კარგად წავიდა გაგრძელება, გილოცავ! ცოტა მძიმეა, მაგრამ, ვინაიდან მსუბუქად იკითხება, ისე ძალიან არ გრთგუნავს.
2. მაოგნებს უსაზღვრო ფანტაზია,გენიალურია..აქაც ვიპოვე ჩემი_შენი!(ჩამხობილად უყვარდა წოლა)გაკოცე! მაოგნებს უსაზღვრო ფანტაზია,გენიალურია..აქაც ვიპოვე ჩემი_შენი!(ჩამხობილად უყვარდა წოლა)გაკოცე!
1. ის ორი ადგილი გითხარი, რაც არ მომეწონა და კიდე ის რომ გარემოს აღწერას დიდი დროს ანდომებ...
არუნდა მაგდენი, ცოტა ეყოფა. 5 ის ორი ადგილი გითხარი, რაც არ მომეწონა და კიდე ის რომ გარემოს აღწერას დიდი დროს ანდომებ...
არუნდა მაგდენი, ცოტა ეყოფა. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|