ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2009


დოროთი... (ზღაპარი)

მე რეალობიდან მოვედი დოროთი,
თავს ისტორიები რამდენი გადამხდა,
ცხოვრება, ხან ჯადოქარივით ბოროტი,
ადგა და ფეხიდან იღბალი გამხადა.

იქ სადაც არ ცოცხლობს კეთილი ფერია,
რთულია იპოვო სიმშვიდის საბადო
და როცა ხანდახან აღარც კი გელიან,
უბრალოდ მოირგო ძილის წინ საბანი...

გაექცე სამყაროს ფერადი სიზმრებით,
აღმოჩნდე თუნდ მეფის მძინარე ასული,
კოცნად რომ ელტვიან მანდ უფლისწულები,
მაინც იმ ერთისთვის გულს იბყრობს ამური.

სადაც სულ ელიან, რომ ბედნიერება
ახლოა,
სასახლის მცველ-ყარაულები
თვალებით ზომავენ ფეხზე თუ მერგება,
ქოშები,
ახდება კვლავ სასწაულები...

დღეს რეალობიდან მოვრბივარ დოროთი,
ცხოვრება ისეა აქ, როგორც საპყარი
და როცა კეთილით მარცხდება ბოროტი,
იქ ჩემი, ჰო... ჩემი... იწყება ზღაპარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები