ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

შევიშალეთ! <<დემეს>> (პასუხად)

ხედავ? შეშლამდე ცრის ის სიგიჟე,
შენ რომ გადმოდენე ლექსებიდან,
სველი შემოდგომა რომ ვიშვილეთ,
მელნად დაიღვარა ხელებიდან.
უკვე მერამდენედ,
მეღიმება...
ჩემი ხასიათის გახდი მწყემსი,
გესმის?! ყვირილიც არ მერიდება,
ახლა შუაღამის მესამედი,
თითქმის გადავიდა რელსებიდან,
უფრო მარტოსული დიაგნოზით,
მთვარე ღრუბლებს როცა შეერია,
ჩუმად გავუმართე დიალოგი.
მგონი ვუამბობდი,
გარეთ ცივა...
მეკი ცისარტყელას ყველა ფერი,
უხმოდ გავხადე და მერე ნიავს,
სითბოდ მოვახურე მხოლოდ შენთვის.
ხედავ? შეშლამდე ცრის, სიგიჟეა,
ჩვენთან შემოდგომა წვიმად დადის,
გესმის?! ყვირილიც კი შემიძლია
და ეს განწყობებიც ისე ბარდნის...
იცი? აღარაფრის მეშინია,
თუნდაც შევიშალოთ,
ა ი  დ ა რ დ ი!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები