ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნანუკა
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2008


როგორ მინდოდა

როგორ მინდოდა რომ გამეგო ყოველი არსი,
დედამიწისა ცით ტრიალი, წყაროთა დენა,
ადამიანთა გამრავლება ვარსკვლავებივით,
გაზაფხული და ცივ ზამთარშ ფიფქების ცვენა.
მოწმენდილ ცაზე მზის ნათელი ღრუბლებში მეხი,
ნეტარი სიო, გრიგალი და სახლების ნგრევა,
ნეტავ თუ მართლა სადმე არის მაღალი ღმერთი,
როგორ აცდუნა გველმა ვაშლით ლამაზი ევა.
რატომ მოვიდა სიყვარული საამო ჩემში,
თუ სამუდამოდ განშორება ეწერა ასე.
სულ არ ველოდი სიყვარულსა, მოვიდა თვისით,
მოვიდა დარჩა და ჩამძახა: "გინდაო ასე?"
შვლის ნუკრი სათნო, მგლის თვალები, ფიქრები კაცის,
ბავშვის ღიმილი და მოხუცის მდუმარე სახე,
მდიდარის ჯიბე, ბრმის ჯოხი და ობოლის ჯამი,
ჯვარზე გაკრული ქრისტე მკვდრეთით აღმსდგარი ნახეს.
როგორ მინდოდა რომ გამეგო ყოველი არსი,
დედამიწისა ცით ტრიალი, წყაროთა დენა,
ადამიანთა გამრავლება ვარსკვლავებივით,
გაზაფხული და ცივ ზამთარშ ფიფქების ცვენა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები