-მარ, შენთან საქმე მაქვს... რაღაც მინდა მოგიყვე, ხომ მომისმენ? -კი როგორ არა. -ოღონდ დამპირდი, რომ არ გამაწყვეტინებ და ბოლომდე მომისმენ. იმასაც დამპირდი, რომ არაფერს მეტყვი უბრალოდ გეცოდინება ეს ამბავი და მორჩა. ამ თემაზე კი აღარ ვილაპარაკებთ... -კარგი მასე იყოს, დაიწყე გისმენ... სმენად ვიქეცი და ვეცადე მშვიდად მომესმინა. თუცა, ისედაც ვიცოდი რაც უნდა ეთქვა... არ მახსოვს, ჩემს სულში როდის შემოვიდა შენი სიყვარული. ის კი კარგად მახსოვს, რა გავიფიქრე როდესაც პირველად დაგინახე... მომინდა ახლოს მოვსულიყავი და მოგხვეოდი, გულში ჩამეკარი და არსად გამეშვი... ისეთი ქალი იგდა ჩემს წინ, როგორიც თავად მსურდა ვყოფილიყავი. შურის ნატამალი არ გამივლია გულში შენს მიმართ პირიქით გამიხარდა, რომ ეტალონი მეყოლებოდა, მთელი ცხოვრების მაგალითი. მომხიბვლელი, საკმაოდ ლამაზი, სუსტი აღნაგობის, გემოვნებით ჩაცმული სწორედ არსება იყავი რომელმაც სული ამიფორიაქე და რატომ ვერ მივხვდი... ლამაზი, ჭკვიანი, მიმზიდველი და საშიში ქალი დანახვისთანავე მომეწონე, მაგრამ რატომღაც ჩევთვალე, რომ შენი სიმპათია ვერ დავიმსახურე და ჩვენი მეგობრობა არ შედგებოდა... ვცდილობდი სულ შენს გვედით ვყოფილიყავი, შენი ცხოვრებით მეცხოვრა. მაქსიმალურად ვყოფილიყავი იმ ყველაფრის მონაწილე, რაც შენს გარშემო ხდებოდა. მე ვიყავი ის ადამიანი რომელიც ყოველთვის უსიტყვოდ ვაკეთებდი იმას, რაც შენ გსურდა, რაც შენთვის უკეთესი იქნებოდა და რაც შენ გაგახარებდა. შენი სიხარული ხომ ჩემი სიხარული იყო, შენი გაბრწყინებული თვალები ხომ, მე ცხოვრებას მინათებდა და სამყარო ისეთი ბნელი აღარ მეჩვენებოდა. შენს მაგივრად მე ვფიქრობდი, მე ვცდილობდი გამოსავლის მოძებანს ბევრი სიტუაციიდან... მე ველაპარაკებოდი შენს მომაბეზრებელ თაყვანისმცემლებს, როდესაც შენ ამისი სურვილი არ გქონდა... შენი ჩახუტების გარეშე გასული ყოველი დღე ტკივილი იყო ჩემთვის და შენი კოცნა უსაზღვრო ბედნიერება. ვერ ვიტანდი ყველას მას, ვის გამოც ჩემთან შეხვედრას ვერ ახერხებდი. მეზიზღებოდა ყველა მამაკაცი, რომელიც შენს ღიმილს დაიმსახურებდა და მძულდა ყველა ქალი, რომელიც მეგობრად მიგაჩნდა. ვეჭვიანობდი ყველაზე და ყველაფერზე. მინდოდა სულ ახლოს მყოლოდი. მინდოდა მეზრუნა შენზე და ცხოვრება ლამაზი ფერებით ამებრჭყვიალებინა შენს თვალწინ.
თავი ყოველთვის სიმპათიურ სასურველ ქალად მიმაჩნდა, მაგრამ ჩემმა ქალურმა საწყისებმა უკან დაიხიეს, შენი გაცნობის წუთიდან. მიყვარდი, როგორც ქალი უნდა უყვარდეთ მთელი თავისი სილამაზით, სხეულის წახნაგებითა და კანის სურნელით. აღფრთოვანებული ვიყავი შენით, როგორც ერთადერთი სასურველი და საყვარელი არსებით. მიხაროდი, რომ მყავდი. რამდენჯერ წამიხვედი ჩემს კალთაში თავჩარგული და წამოწოლილი, წამოხტი და გამექეცი... და სად?... ჩემი "მეტოქის" სანახავდ... და მე გიფერებდი ამას, რადგან ეს შენ იყავი და ყველაფერი გეპატიებოდა. თინეიჯერი ბიჭივით ვმალავდი ჩემს სიყვარულს და სიტყვებს ვერ ვპოულობდი ამის სათქმელად.
არასოდეს დამავიწყდება პირველად როგორ შეგეხე, არც შენი მკაცრი გამოხედვა და ცივი ხმა დამავიწყდება როდესმე- "რას აკეთებ?!" იმ წუთას მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა ყველაფერს მიხვდი და პირში მომახლიდი, რომ მე ამორალური ზნედაცემული ქალი ვარ, რომ ეს ყველაფერი სიბინძურე და გარყვნილებაა, შენ ამის ზიარი ვერ გახდები და ამის გამო ჩემთან ურთიერთობაც კი აღარ გინდა რამეთუ შენც არ "ჩაგითრიო" ამ "წუმპეში"... ამ ყველაფერმა წამებში გადაფარა გონება... მაგრამ შენ სდუმდი და მიყურებდი... იმ წუთას ყვირილი მინდოდა, ვყვიროდი კიდეც, მაგრამ ეს შენ არ გესმოდა, ყურები მიწუოდა და შენს გარდა ვეღარაფერს ვხედავდი...
ამის მერე რამდენი რამ მოხდა მარ, შენ კი ისევ ჩუმად ხარ. არაფერს ამბობ, არც იმჩნევ. ვითომ არ იცი, ვერ ხვდები და არც გაინტერესებს, რომ სასურველი ქალი ხარ ჩემთვის. გათხოვდი და მეჯვარედ წამიყვანე, გეგონა ეს გულიდან ამომგლეჯდა შენს სურვილს?.. ანდრეას ნათლიად "დამადგინე" წინასწარ და ფიქრობ იქნებ ამან მაინც მიშველოს? ყოველ ღამე ჩემს გვერდით წვები, თავს მკერდზე მადებ და დავიჯერო არ გესმის როგორ მიცემს გული ყოველი შეხებისას? არ შეგიმჩნევია როგორ ვათენებ ღამეს შენი მშვიდი ძილის საპატიო ყარაულში? არასდროდ დაგიჭერია ჩემი მზერა როდესაც ჩემს წინ შიშვლდები და შორიდან მაჩვენებ ჩემთვის სასურველი სხეულის დეტალებს?.. რატომ ხარ ჩუმად? მელოდები როდის მოვიკრებ ძალას რომ გითხრა როგორ მიყვარხარ? რომ გითხრა, უშენოდ ჩემს ცხოვრებას აზრი არა აქვს მეთქი? გინდა მოისმინო, რომ ჩემი გული შენ გიფეთქავს? რატომ არ გინდა დამასვენო ამ ტვირთისაგან? დვიღალე მარ, დავიღალე არ გეცოდები?..
-რატომ გინდა რომ გაართულო ყველაფერი? კარგად ხარ ეხლა ჩემს გვედით? მაშინ შეირგე ის რაც გაქვს დღეს და ხვალე? ხვალემ თავის თავზე თავად იზრუნოს და რაღაც შემოგვთავაზოს. ჩვენც ხვალ დავფიქრდეთ, მივიღოთ თუ არა მისი შემოთავაზება... მანამდე კი მიდი ერთი შენს გაზრდას შარვალი გამიუთოვე და "თაღლაურაში" დვაწვეთ ხინკალი მინდა სასტიკად. -ამ შუაღამისას რა დროს ხინკალია? თან სანამ თბილისში ჩავალთ... -მინდა შეგახსენო რომ ეს სოფელიც თბილისის შემადგენლობაშია და საერთოდაც მორჩი რა ყბედობას, ლამის ჩამომეძინა იმდენი იტლიკინე ნახევარზე არც გისმენდი და ბავშვიც შეწუხდა, გვშია უფ... -ჩემი სულელი გოგო... როდემდე აპირებ ასე გააგრძელო? როდესღაც ხომ მოგვიწევს სერიოზულად საუბარი? -შენ ჩემგან ასეთ საუბარს ელი? კარგი რა კიდევ ვერ გამიცანი?... -ხომ უნდა მიხვდე რომ მიყვარხარ? -ვიცი ეგ და სწორედ მაგიტომ "გაჩმორებ"... -ეეე წავედი გაგიუთოვო შარვალი თორე შიმშილისაგან აურიე შენ მგონი. -სოფ მიყვარხარ... -მეც, იმაზე მეტად ვიდრე შენ. -აშკარად... გამეცინა რომ გავხედე, იდგა და მორჩილად აუთოვებდა ჩემს შარვალს. არადა როგორ მიყვარს, რომ იცოდეს როგორ მიყვარს... ეს რომ არ მყავდეს... ჩემო გოგო, ჩემო საყვარელი სოფი... როგორ გაწვალებ, ვიცი ძნელია, მაგრამ...
to be continued...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|