ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2009


დასასრული - დასაწყისია!

აი,ყვავილებო,
ნაირ-ნაირებო,
ჩემი სიყვარული!

აი, მისი შუბლის ღარები,
აი ლოყები,
კოცნის დროს რომ იშხუნებოდნენ;
აი,თვალები!

გაახილე, თვალები,
ჩემო სიყვარულო,
თვალი გაახილე!
კუბოდან მხრები წამოსწიე,
მომკიდე ხელი,
ამ ოთახიდან  გავიქცეთ და გადავიკარგოთ!

ხედავთ?
არ ესმის, ყვავილებო!
განა ცოცხალს კი ესმოდა ჩემი,
განა მართლა ერთად გვივლია,
ერთი ნაბიჯით მუდამ მისწრებდა,
ახლაც გამასწრო.

მე ხომ
იმდენხანს მიცქერია მისი ზურგისთვის,
რომ თუ პირისპირ ვეფეთებოდით,
ეკითხებოდა ნინო  ნინოს:
’’მართლა ეს არის,
კარგად უცქირე,
დააკვირდი,
მართლა ეს არის?’’


მართლა შენა ხარ, სიყვარულო?
მართლა ერთად ვართ,
მარტოდმარტო,
ასე,
პირისპირ:
მე, შენ და ირგვლივ - ყვავილეთი.

ასე ასრულდა,ჩემი სიზმარი,
ასე დასრულდა ყველაფერი...
თუმცა არა, სიყვარულო,
ასე დაიწყო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს