ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ერნესტო
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2009


ჯერ ვერ მოვბედავ.

ჯერ ვერ მოვბედავ,
გისმენთ შორიდან.
როდესაც მოვალ,
მოგიტანთ ლექსებს,
დავჯდები მაგ თქვენს ცარიელ სკამზე,
გაგითბობთ სულს და მოგიალერსებთ.

მჯერა, ვიმღერებ  მზის საგალობელს,
ღმერთმა სხვაგვარად ნურც გამითენოს,
ლექსით დავკოცნი მამულის მთებს და
მოვეფერები მთელ საქართველოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები