ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2009


მშვიდად მომლოდინისა


მშვიდად  ველი,  ვიღაც  ლულას
უგულოდ  რომ  მომაბჯენს...
და  არც  ვისმე  ველი,  გულად
მშველელს,  ანდა  მოსარჩლეს...

ჟამი  მწუხრის  მოალყულა,
მზერას  უკუნს  რომ  აჩვევს...
-  გული  დაღლილ  თვალებს  ლულავს...
მგონი,  ვერ  გავს  მოსარჩენს...

შევციცინებ  ბოლო  სურას,
საკართანოდ  მონარჩენს,
ვიდრე  ვიღაც  გულზე  ლულას
უსულგულოდ  მომაბჯენს...

შენღა  მივი  კეთილ  სულად,
სულში  ნათელს  რომ  აჩენს...

02. 05. 2008 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები