ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2009


ეს ისე... (შენთვის ვგიჟდები)

ამბობ ჩემში სიცივეს აქვს საბადო და
ისევ ისე უმიზეზოდ მებუტები,
შენი იყოს, თუკი რამე მაბადია,
აი უკვე მერამდენედ გეუბნები.
ხედავ? მინდა  ბაგეებად ეს ღიმილი,
ჩამოვცალო სასმელივით მაგ ტუჩებზე,
გული როგორც უცნაური ფორმის ღილი,
დაგაბნიო, დაგისახლო იმ ქუჩებზე...
(ჩვენს შორის რომ გაიზმორა უხილავად)
და ჩემიდან ასხლეტილმა ყველა მზერამ,
შენს თვალებში იბანაოს უკითხავად,
შემიმშრალო კოცნით სანამ ცაზე მზეა.
ახლაც თქვი ,რომ უთქმელობამ გადაგრია,
ან რაც ვწერე, უფრო მეტი, ჩინურია,
შენი იყოს, თუკი რამე მაბადია,
მერე არ თქვა, არაფერი მიჩუქნია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები