ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეიჯეი
ჟანრი: პროზა
17 ოქტომბერი, 2009


საათი რომელსაც არ აქვს ელემენტი, ვერ ვცლის რეალობას


    უდროო დრო... ერთი წუთი, ორი, ორი...
  ხანმოკლე იყო... შენ ისე ახლოს მოხვედი სულთან, დაბადება გავიმეორე და ზეცაში ვინავარდე ჩამოცვენილი ფოთლების ფრთებით, ახლა რომ გაუფერულდა.
  ორი წუთი, სამი, ოთხი... გაუფერულდა გრძნობაც, მაშინ რომ აზროვნებას ხლართავდა თბილ ფრაზებთან ერთად. თკივილი ხანგრძლივი იყო და ახლა ჩემს ფრთებზე აქერცლილი საღებავები შენს სამყაროში შემოდგომას მოგაგონებენ.
  ხუთი წუთი, ხუთი...
  - ჩუმად! არავის უთხრა რომ ჩემს ფიქრებში წარმოსახვას განცდის ფერი აქვს...
  ხუთი წუთი, ხუთი, ხუთი...
  - დრო გაჩერდა?
  - არა, საათს ელემენტი არ აქვს, შემოდგომა კი მიდის... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები