ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2009


ცთომილი მგზავრისა



გზა-ციცაბოთა  ცთომილი  მგზავრი,
ჯერ  წამითაც  რომ  ვერსად  შეჩერდი
კვალში  ჩამდგარი 
კვლავ  მზის  და  მთვარის,
კვლავ  მასვე  ეძებ, 
ვისაც  ეძებდი... 

ჟამთამდინარეს  გახედავ  ჩავლილს... 
-  ვერ  აირიდე  ზვირთი  ვერცერთი...
მოვლენ  და  წავლენ 
ჟამნი  და  წყალნი...
შენ  კი  კვლავ  ეძებ, 
ვისაც  ეძებდი...

ოქროთი  ღატაკს, 
უმდიდრესს  -  ჯავრით,
ღალატს  ვერ  გწამებს  კაცი,  ვერც  ღმერთი...
და  დახურულით
ჩალით  თუ  ყავრით  -
ცით -
დაგედება  ვიდრემდის  მსჯავრი,
კვლავ  შენი  მიგაქვს 
რწმენაც  და  ჯვარიც...
და  კვლავ  მას  ეძებ, 
ვისაც  ეძებდი...

2000 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები