ჩემო სასწაულო! ერთ დროს ხომ ასე გეძახდი, სასწაულო, ჩემთვის და სხვისთვის დანახულისთვის და არ დანახულისთვის. შემოდგომა შემოსულა, ჩემი გზები ისე ძლიერ გაყვითლდა თითქოს სევდამ გადააყვითლა უსასრულოდ შენსკენ მავალი. უსასრულოდ მიწევს წინ უსასრულოდ მავალი გზები , თავისთვის, თავისთავში და არ ელის, რომ ვინმე გაყვება მას, არ ელის ,რომ ვინმე შეამჩნევს რა ერთგულია. მისი ჩუმი თანამგზავრია, რომელთანაც სულ ერთად დადის და ვერასდროს ვერ მიხვდება ვინ მიყვება ასე ერთგულად .... გზა , უბრალოდ მომლოდინე გზა.... ხან თავად გზა ვიყავი და ხან გზაზე მავალი, საუფლო გზისკენ .. . ოდესღაც ეს გზა მწამს ,რომ სხვა გზით შეიცვლება. არ დაიჯერო, რომ ის გზა ისე უბრალოდ გასავლელია, არა ის გზა ძალიან რთულია და სწორედ მაშინ ითხოვს უფალი შენ რწმენას ,რომ რწმენით ივლი ამ გზაზე .... მე მუდამ გავყვები ამ გზას და როგორ მინდოდა შენც ამ გზით გევლო.... ძალიან ხშირად უსმევ კითხვას შენ თავს : რა უნდა მას? და მეც მისმევ მაგ კითხვას : რა გინდა ჩემგან? კითხვა ,რომელიც ყველაზე ძალიან მტკენს გულს, ისე ძალიან თვალები ამეწვება ხოლმე ტკივილისგან და სულ უბრალო და ცივი ცრემლები გადმომცვივდება.
შენ მეტყოდი ხოლმე ,რომ შენ შენი გზა გაქვს, მე ჩემი გზა მაქვს და იმას ვერ ხვდებოდი ,როგორ მინდოდა და რა ძალიან მინდოდა შენც ამ გზისკენ გეარა, ჩემთან არა, ჩემს წინ ან უკან , სულ ერთია, მხოლოდ ამ გზაზე და მე მინდოდა დამენახა შენ როგორ მიდიოდი წინ და ამით გამეხარა. თუ უკან იქნებოდი , გავჩერდებოდი და სიტვას მაინც გეტყოდი,რომელიც მოგცემდა ძალას წინ წასასველად. ალბათ ძალიან ბევრს ვითხოვდი შენგანან, უფრო ჩემგანაც. მე მინდოდა ის შენთვის, არა ჩემთვის, ისევ შენთვის, და მე გავიხარებდი და ვირწმუნებდი ადამიანებისას, რომ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ერთმანეთს უცქიროთ , მთავარია არ გაგვიქრენ თვალთახვედიდან.... თუმცა შენ არ გითხოვია და ალბათ ვერ ხვდები თუ გჭირდება, არც გითხოვია და არც ჩემგან გჭირდება მისი მიღება და კიდევ უფრო მტკენდა გულს,მაგრამ რა ვქნა მე თუ ასეთი დავიბადე. ყოველთვის მეგონა ,რომ შემეძლო შენთან მოვსულიყავი და ჩემი სიხარული გამეზიარებინა, განა ასეთი ძნელი იყო სიხარულის დატევა შენთვის. ძალიან ძნელია ადამიანმა იპოვოს მეგობარი,რომელთანაც შეუძლია იყოს ისეთი, როგორიც არის. მეგობარი, რომელიც შენ სულს კითხულობს და ვისთანაც შეგიძლია მიხვიდე და დარწმუნებული იყო, რომ ის შეძლებს მოგისმინოს გაგიგოს და თბილი სიტყვა გითხრას. უთქვამთ: თუ არ შეუძლია ადამიანს შენი სულის მკურნალი იყოს გულს ნუ გადაუშლიო. მე კი ასეთად არ მეგულებოდი. მეგონა მეც შემეძლო უბრალოდ შენ გზადაგზა ვყოფილიყავი, წინ ან უკან , შენთან ერთად სიარული არც მითხოვია.... მე ვეძებდი მეგობარს, რომელთანაც ჩამოვჯდებოდი და ღმერთზე, სიყვარულზე, ცხოვრებაზე, ტკივილზე და ყველაფერზე შემეძლი მესაუბრა, იმ წმინდანებზე , რომლებიც ჩვენთვის საყვარელი იყო. ეხლაც მახსოვს შენთან საუბარი იოანე ოქროპირზე, აღრფთოვანებული ,რომ ლაპარაკობდი და მეც გახარებული გისმენდი, რადგან ჩვენ უბრალო, რამ არ გვაკავშირებდა, მე შენთან შენი სიხარული ან ტკივილი მამყოფებდა. მინდოდა ისეთი მეგობარი ვყოფილიყავი, ერთხელ თავად, რომ მითხარო: ერთ ღამეს მინდოდა შენ წინაშე ვმდგარიყავი და მეტირა ბევრი, ისე როგორც შვილი დედასთან. მე გამიხარდა , რომ შენ შეგეძლო, ყოფილიყავი ასეთი წრფელი და უბრალო ჩემთან. ან სულ უბრალოდ: და მყოლია და არ ვიცოდიო... მეგონა ასეთი მეგობარი ვიპოვე , რომელთან ერთადაც უფალის სიხალოვეს ვგრძნოვდი, რადგან ჩვენ მხოლოდ ეს გვაკავშირებდა. შენ ვერ მიხვდი , რომ ჩვენ ყველაზე დიდი სიყვარული გვაკავშირებდა. სწორედ ამ დროს, მე ყველაზე გულნატკენს, მე მინდოდა ვყოფილიყავი ყოველთვის კარგი მეგობარი, მინდოდა ვყოფილიყავი ყველასთან და ისინიც დარწმუნებული ყოფილიყვნენ ჩემ სიყვარულში და მეც მათში მეპოვა სიყვარული. მინდოდა ,მაგრამ ეს ყველაფერი ვერ მივიღე. არ ვიცი სად დაუშვი შეცდომა, მაგრამ მე ვცოდე უფალთან. ამ მწუხარებამ ყველაზე დიდი ბედნიერება მომიტანა, მე ვიპოვე ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი, ერთადერთი ერთგული, მანუგეშებელი, სიყვარულის და სიხარულის მომნიჭებელი. მე არ ვიცოდი დ აქამდე ვის უნდა ვმხასურობდე , ვის უნდა ვუერთგულო, ვის უნდა მივმართო, ვისთან უნდა ვპოვო სიმშვიდე, ვინ უნდა მიყვარდეს ყველაზე მეტად. მე შემიძლია ყოველთვის მივიდე მასთან ჩამოუჯდე და ვიპოვო სიყვარული მისი. და თუ მასთან მივალ ის ყოველთვის მიმიღებს , მის ერთგულს და მონანულსაც, ის დამანახებს სიყვარულით ,რომ ვცდები და გულში ჩამიკრავს და გაიხარებს. დიდება და მადლობა მას , იმისთვის რომ ამის განცდა მომანიჭა და რომ ვცოცხლობ , ყოველგვარი სულიერი სისუსტის და ტკივილის მიუხედავად. ყოველი გულისტკივილისა თუ იმედგაცრუებისა. თუ მეგობარი განგეშორება, უნდა მიატოვო ყველაფერი და წახვიდე მის საძებნელად, რადგან მასზე ძვირფასი არავინ არის....
თავად უფალი მოდის ჩვენთან მეგობრების სახით, ამიტომ გიწოდე სასწაული...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მსჰვენიერია!:) მსჰვენიერია!:)
3. თავად უფალი მოდის ჩვენთან მეგობრების სახით, ამიტომ გიწოდე სასწაული... თავად უფალი მოდის ჩვენთან მეგობრების სახით, ამიტომ გიწოდე სასწაული...
1. თავად უფალი მოდის ჩვენთან მეგობრების სახით, ამიტომ გიწოდე სასწაული...
თავად უფალი მოდის ჩვენთან მეგობრების სახით, ამიტომ გიწოდე სასწაული...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|