ნამდვილი სისხლიანი სასაკლაო შეიქნა. გვარლიანები ახლა უმნიშვნელო წინააღმდეგობასაც ვერ უწევდნენ. მათი დაჩეხილი სხეულებით მოფენილიყო ველი. ქალთა კივილი ცას სწვდებოდა და ქვეყანას აყრუებდა. ჯამლეთ სალიანმა რომ გადახედა ბრძოლის ველს, აღმოჩნდა, _ ერთი გვარლიანიც კი აღარ დარჩენილიყო ცოცხალი. _ გვარში არავინ დავტოვოთ! ახლა თუ არ გავუსწორდით, ხვალ სასტიკად გვაზღვევინებენ და მუდმივი მონობაც არ აგვცდება! _ ჯამლეთი მართალია! მართალია ჯამლეთი! _ ყვიროდნენ მთლად სისხლში მოთხვრილნი და კვლავ მოწინააღმდეგეზე მიიწევდნენ საომრად გავეშებულნი. _ შეჩერდით ხალხო! რამ გაგაგიჟათ, განგება შეგრისხავთ! _ გაისმა ვიღაცის ხმა, მაგრამ მისი უკვე აღარავის ესმოდა. ხმა ჩააკმენდინეს, გვერდით მისწიეს და თავქვე სირბილით დაეშვნენ, რომ გვარლიანების სახლები დაერბიათ. ომის ღმერთი, არესი, ზეიმობდა. არ ინდობდნენ არავის მამაკაცთაგანს მათი გვარიდან. თითქოს თანატოსს თავისი ცივი, ყინულის ხელები შემოეხვია მთისთვის და სასიკვდილო სარეცელზე აწვენდა. მკაცრი კაცის სახელით იცნობდნენ ჯამლეთს. მისი სიტყვა მთაში შეუვალი იყო. ცოლი, გულიზარი, კი მშვიდი ბუნების, სათნო ქალი გახლდათ. მეუღლის სიმკაცრესა და სიფიცხეს ოჯახში ამგვარი ხასიათი აწონასწორებდა. უცებ ბავშვის უიმედო, სასოწარკვეთილი ხმა შემოესმა გულიზარს. სასწრაფოდ კარი გააღო და აცრემლებული ბავშვი გულში ჩაიკრა. იცნო ჯურხას ბიჭი _ გვარლიანების გვარის გადარჩენილი ერთადერთი მემკვიდრე. _ დამმალე რა, გულიზარ დეიდა, დამმალე! _ შიშისაგან და ტირილისაგან გალურჯებული და დაოსებული ბავშვი ციებიანივით ცახცახებდა. _ მამა მოკლეს! ბაბუც მოკლეს!.. _ ნუ გეშინია! ნუ გეშინია! აქ ვერავინ შეგეხება. ნუ ტირი. მე დაგიცავ, შვილო! _ ბავშვი თითქოსდა ცოტათი დამშვიდდა, ასეთი საიმედო თავშესაფარი რომ იპოვა. გაფითრებული გულიზარი კი კანკალებდა, მაგრამ არ დაიბნა, უმალ მოისაზრა; გავარდა, კიბე მოარბენინა, ბავშვი სხვენში აიყვანა და იქ გადამალა. ქალს ყველაზე მეტად მეუღლის მოსვლის ეშინოდა. ვაითუ, ჯამლეთს ბავშვი ენახა და მაშინ კი, ვინ იცის, მართლაც რას მოიმოქმედებდა. ყოველივეს, რაც გვარლიანების გვარის მიმართ მოხდა, გულიზარი გაოგნებული შეხვდა. ფიქრი იმისა, რომ ეს გვარი უძეოდ უნდა გადაგებულიყო, საშინლად აძრწუნებდა. ვერ გამოენახა ხსნის გზა, ძალა და საშუალება, რომელიც თავისი ხალხის ამ უმძიმეს ცოდვას გამოისყიდდა. გრძნობდა, რომ გარეგნულად თითქოსდა თავისუფალი ხალხი, სისასტიკით მიზნის მიღწევით, ხვალ თავისივე ცოდვის მონად იქცეოდა. მაღალი განგება ასეთ საგმობ საქმეს დაუსჯელს არ დატოვებდა. მთა უცილოდ დაიღუპებოდა. ხატის წინ დიდხანს ლოცულობდა თავაუღებლივ. იქვე საწოლზე მის პატარა ბექას ეძინა მშვიდად, ნებიერად. ლოცვას რომ მორჩა, დაიხარა. შვილს აკოცა. შემდეგ ისევ სხვენისკენ გაიქცა, საიდანაც ბავშვის გულამომჯდარი ტირილი ისმოდა. საღამო ხანს დაბრუნდა ჯამლეთი სახლში. გულიზარი გაფითრდა. დაბნეულობასა და ნერვიულობას ვერ მალავდა. ჯამლეთს ბავშვის ხმა შემოესმა. _ ვისია ბავშვი? – იკითხა კაცმა. _ ბექაა. _ უიმედოდ იცრუა ქალმა. _ სტყუი! _ ჯამლეთი წამოდგა. ქალი კარის ზღურბლზე დადგა. მთლიანად ცახცახებდა. შიშისგან ხელები სახეზე აიფარა. _ გვარლიანების ნაბიჭვარს იფარავ? _ უმალ იაზრა კაცმა. _ როგორ გაბედე?! საერთო გადაწყვეტილებას ეურჩები?! ქმრის წინააღმდეგ მიდიხარ? _ შემეცოდა, შველას ითხოვდა. კარს ხომ ვერ დავუკეტავდი. _ ოჯახი მოღალატედ გინდა გამოიყვანო?! ჩემივე ხელით მოვუსწრაფებ სიცოცხლეს! _ წამოიძახა სასტიკად განრისხებულმა, სახედაკარგულმა ჯამლეთმა. _ ჯერ მე მომკალი!! _ იყვირა ქალმა ისეთი ხმით, რომ კაცი გაოგნდა. მთის წესებით ასეთი რამ წარმოუდგენელი გახლდათ. ქმრის დამყოლი და მორჩილი გულიზარი სულ სხვა ქალად ქცეულიყო. მის კერპ, გახევებულ სახეზე აშკარად იკითხებოდა, რომ ბავშვს არა და არ დასთმობდა. ჯამლეთი შედგა. მიხვდა ქალთან წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა. წამსვე მზაკვრულმა ფიქრმა გაუელვა _ ხალხისთვის შეეტყობინებინა ყველაფერი. მათ მოთხოვნას კი ქალი უკვე ვეღარ შეეურჩებოდა. ჯამლეთს რომ მოუსმინეს, ყველამ თითქმის ერთპირად ამოიძახა, გადაწყვეტილება გადაწყვეტილებაა, არა და არ შეიცვლება! უნდა ჩაიქოლოს!!! გულიზარმა ფანჯრიდან დაინახა სახლისკენ დაძრული ხალხის მასა. _ ბავშვი გადმოგვეცით, თორემ სულ ერთია, ჩვენსას ძალით მაინც აღვასრულებთ! ქალმა იგრძნო, მთიელთა შეჩერება შეუძლებელი იყო. გაუგონარი ცოდვის შემსწრე ხდებოდა. გიჟივით შევარდა საწოლ ოთახში. ადამიანის ფერი დაჰკარგვოდა. მძინარე შვილს ხელი დასტაცა, გულში იკრავდა, ეხვეოდა. რომ არ წაქცეულიყო, თავი ძლივს შეიმაგრა, კედელს მიეყრდნო. ცოტა ხნით ხატის წინ ჩაიჩოქა. ლოცვა რომ დაამთავრა, წამოდგა. ასე გულახუტებული შვილით, კიბეებზე ძლივს, ბარბაცით ჩავიდა. გრძნობაგადასულ ბრბოს წინ დაუდგა და ტირილით ხმადაკარგულმა, ძლივს გასაგონი ხმით წარმოსთქვა: _ მიიღეთ, რასაც ითხოვდით! _ გვარლიანების წიწილა! _ იყვირა ვიღაცამ და წამის უსწრაფესად, მხეცადქცეულმა ხალხმა საწადელი აღისრულა ისე, რომ, არც იცოდა, სინამდვილეში ვის მოუსწრაფა სიცოცხლე. ღამდებოდა. შემაზრზენი სიბნელე ჩუმად, მზაკვრულად ეპარებოდა გარემოს. ნაგვიანევი მგზავრისთვის ძნელი გასაბედი უნდა ყოფილიყო პირდაღებული ხევის თავზე, მთის ციცაბო ბილიკზე სვლა. ცის დასალიერზე სუსტად მოციაგე, მკრთალი მთვარე შეძლებდა კი ცოდვით დამძიმებული მიწის განათებას?!
დ ა ს ა ს რ უ ლ ი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ( კომენტარის წერა დამთავრებული არ მქონდა რომ ხელი დამეჭირა დამატებაზე და ბოდიშს გიხდით).
მინდოდა მეთქვა რომ ფილ "სვანიდან" ცნობილი იყო თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ მხატვრული ხერხებით იმდენად საინტერესოდ, ლამაზად და ლაკონურად გადმოეცით ეს ყველაფერი, რომ ასე მგონია, რაღაც ახალი თქვით. მიუხედავად იგივეობრივი სიუჯეტისა, თქვენს მიერ გადმოცემული ეს რეალური ამბავი უფრო ახლებურად დავინახე, უფრო სიღრმისეულად შევიგრძენი მთელი მისი სისასტიკე და მადლობა ამისთვის! უფალმა დაგლოცოთ! მართლაც რომ შესანიშნავი ნაწარმოებია!
და კიდევ, სიმართლე გითხრათ, გული დამწყდა რომ ფილმის ნახვამდე არ მქონდა ეს ნაწარმოები წაკითხული!.. ( კომენტარის წერა დამთავრებული არ მქონდა რომ ხელი დამეჭირა დამატებაზე და ბოდიშს გიხდით).
მინდოდა მეთქვა რომ ფილ "სვანიდან" ცნობილი იყო თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ მხატვრული ხერხებით იმდენად საინტერესოდ, ლამაზად და ლაკონურად გადმოეცით ეს ყველაფერი, რომ ასე მგონია, რაღაც ახალი თქვით. მიუხედავად იგივეობრივი სიუჯეტისა, თქვენს მიერ გადმოცემული ეს რეალური ამბავი უფრო ახლებურად დავინახე, უფრო სიღრმისეულად შევიგრძენი მთელი მისი სისასტიკე და მადლობა ამისთვის! უფალმა დაგლოცოთ! მართლაც რომ შესანიშნავი ნაწარმოებია!
და კიდევ, სიმართლე გითხრათ, გული დამწყდა რომ ფილმის ნახვამდე არ მქონდა ეს ნაწარმოები წაკითხული!..
21. შესანიშნავი ნაწარმოებია! ფილმ "სვანიდან" შესანიშნავი ნაწარმოებია! ფილმ "სვანიდან"
20. ბატონო დავით, 'ცოდვის ტირილის' ორივე ეპიზოდი ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე. საოცრად ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. მართალია, თქვენი ნაწარმოების წაკითხვა ჯაჭვლიანის ფილმის ნახვის მერე მომიწია, რამაც თემის სიახლისა და მოულოდნელობის ეფექტი გააფერმკრთალა, მაგრამ ჩემთვის და ჩემნაირი მკითხველისათვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ენა შესანიშნავი გაქვთ. სხარტი, ლაკონური თხრობის მანერა კი, რომელიც ამ ამბის გადმოსაცემად შეგირჩევიათ, ჩემი აზრით, სვანურ ბუნებასა და სიტუაციის სიმძაფრეს კიდევ უფრო გვითვალსაჩინოებს.
ერთ პატარა რჩევას შემოგკადრებდით: იქნებ ბერძნული ღმერთების სახელები სვანურით ჩაგენაცვლებინათ? ჩემთვის ომისა და სიკვდილის ღვთაებების სახელები სვანურ ფოლკლორში ცნობილი არ არის, მაგრამ იქნებ ვინმე სხამ იცოდეს(?), თუ არა და ღმერთებს საერთოდაც ნუ ახსენებთ, თორემ ელინური ჩანამატი მთის კოლორიტს ცოტათი აკნინებს.
კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს აღტაცებას და მომავალშიც წარმატებებს გისურვებთ.
პატივისცემით ბატონო დავით, `ცოდვის ტირილის` ორივე ეპიზოდი ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე. საოცრად ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. მართალია, თქვენი ნაწარმოების წაკითხვა ჯაჭვლიანის ფილმის ნახვის მერე მომიწია, რამაც თემის სიახლისა და მოულოდნელობის ეფექტი გააფერმკრთალა, მაგრამ ჩემთვის და ჩემნაირი მკითხველისათვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ენა შესანიშნავი გაქვთ. სხარტი, ლაკონური თხრობის მანერა კი, რომელიც ამ ამბის გადმოსაცემად შეგირჩევიათ, ჩემი აზრით, სვანურ ბუნებასა და სიტუაციის სიმძაფრეს კიდევ უფრო გვითვალსაჩინოებს.
ერთ პატარა რჩევას შემოგკადრებდით: იქნებ ბერძნული ღმერთების სახელები სვანურით ჩაგენაცვლებინათ? ჩემთვის ომისა და სიკვდილის ღვთაებების სახელები სვანურ ფოლკლორში ცნობილი არ არის, მაგრამ იქნებ ვინმე სხამ იცოდეს(?), თუ არა და ღმერთებს საერთოდაც ნუ ახსენებთ, თორემ ელინური ჩანამატი მთის კოლორიტს ცოტათი აკნინებს.
კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს აღტაცებას და მომავალშიც წარმატებებს გისურვებთ.
პატივისცემით
18. მოგიკითხეთ :) და 5 მოგიკითხეთ :) და 5
16. ქალბატონო მზია! გულისგულამდე მტკივნეულია ამ თემის ირგვლივ ყველაფერი ჩემთვის. ქალბატონო მზია! გულისგულამდე მტკივნეულია ამ თემის ირგვლივ ყველაფერი ჩემთვის.
15. ბატონო დავით.თქვენ პირველი ნაწილის კომენტარებში განმარტეთ,რომ ეს ნაწარმოები ,,სვანის" გადაღებამდე იყო გამოქვეყნებული...ხომ არ ფიქრობთ,რომ ჯაჭვლიანის ფილმის სიუჟეტი თქვენი ნაწარმოებიდან იყო აღებული? ბატონო დავით.თქვენ პირველი ნაწილის კომენტარებში განმარტეთ,რომ ეს ნაწარმოები ,,სვანის" გადაღებამდე იყო გამოქვეყნებული...ხომ არ ფიქრობთ,რომ ჯაჭვლიანის ფილმის სიუჟეტი თქვენი ნაწარმოებიდან იყო აღებული?
14. ისეთი რამ არის, მართლაც ჩუმად უნდა იყო, თავზარდამცემია ისეთი რამ არის, მართლაც ჩუმად უნდა იყო, თავზარდამცემია
13. ჩემო იმედო, მართლაც სასწაულია აქ აღწერილი, მაგრამ საქმე ის არის ამ ნაწარმოებს საფუძვლად უდევს ნამდვილი ამბავი. შენს მეგობარ ერეკლე საღლიანისაგან მაქვს მოსმენილი, შეგიძლია დაეკითხო. ბუნებრივია, შენთვის და მკითხველისთვისაც გასაგებია, აქ ჩანს სამი ასპექტი:1. გულიზარმა აღუთქვა ბავშვს რომ ის მას შეიფარებდა, ამუშავდა უდიდესი, მთაში განსაკუთრებით, სტუმარ_მასპინძლობის ინსტიტუტი. 2. საერთოდაც, მაგრამ მთაში გამორჩეულად გვარის უძეოდ დატოვება არის უმძიმესი ტრაგედია და გულიზარი სხვათა განცდის თანაზიარი გახდა, როგორც მორწმუნე ადამიანი და მასში ქვეცნობიერადაც და ცნობიერადაც დგას გვარის გადარჩენის ინსტიქტი.3.გულიზარი, როგორც ღრმად მორწმუნე /წარმართულ მთაშიც გვხდებიან ასეთები/ დარწმუნებულია რომ ეს გაუგონარი ცოდვა დაუსჯელი არ დარჩება, მთა დაიღუპება და ბუნებრივია თავისი ოჯახიც, ის შვილის გაწირვით, ქალი, როგორც ახალი სიცოცხლის მშობელი მხატვრული სიმბოლოთი ხდება მამა ღმერთის არქეტიპი. ძმობით! ჩემო იმედო, მართლაც სასწაულია აქ აღწერილი, მაგრამ საქმე ის არის ამ ნაწარმოებს საფუძვლად უდევს ნამდვილი ამბავი. შენს მეგობარ ერეკლე საღლიანისაგან მაქვს მოსმენილი, შეგიძლია დაეკითხო. ბუნებრივია, შენთვის და მკითხველისთვისაც გასაგებია, აქ ჩანს სამი ასპექტი:1. გულიზარმა აღუთქვა ბავშვს რომ ის მას შეიფარებდა, ამუშავდა უდიდესი, მთაში განსაკუთრებით, სტუმარ_მასპინძლობის ინსტიტუტი. 2. საერთოდაც, მაგრამ მთაში გამორჩეულად გვარის უძეოდ დატოვება არის უმძიმესი ტრაგედია და გულიზარი სხვათა განცდის თანაზიარი გახდა, როგორც მორწმუნე ადამიანი და მასში ქვეცნობიერადაც და ცნობიერადაც დგას გვარის გადარჩენის ინსტიქტი.3.გულიზარი, როგორც ღრმად მორწმუნე /წარმართულ მთაშიც გვხდებიან ასეთები/ დარწმუნებულია რომ ეს გაუგონარი ცოდვა დაუსჯელი არ დარჩება, მთა დაიღუპება და ბუნებრივია თავისი ოჯახიც, ის შვილის გაწირვით, ქალი, როგორც ახალი სიცოცხლის მშობელი მხატვრული სიმბოლოთი ხდება მამა ღმერთის არქეტიპი. ძმობით!
12. ჩემო დავით, წერით შესანიშნავად წერ, მაგრამ ეს ამბავი ჩემთვის რეალურადაც და მხატვრულადაც დაუჯერებელი რამ არის... გულიზარის საქციელში იმდენივე გმირობა და თავგანწირვაა, რამდენიც უგუნურება... იმ წუთებში ბავშვის გადარჩენა და ამისათვის ღვიძლი შვილის ასე ,,იოლად'' გაწირვა ხომ ჯერ კიდევ არ ნიშნავს პატარა გვარლიანის საბოლოოდ გადარჩენას?!. სანამდე შესძლებს გულიზარი მის თუნდაც ჯამლეთისგან დაცვას, როგორ დაუმალავს მას და როგორ მოიქცევა შვილმოკლული ჯამლეთი, როცა სიმართლეს გაიგებს?.. უფრო მეტი უბედურება დატრიალდება, რა თქმა უნდა... ჩემო დავით, წერით შესანიშნავად წერ, მაგრამ ეს ამბავი ჩემთვის რეალურადაც და მხატვრულადაც დაუჯერებელი რამ არის... გულიზარის საქციელში იმდენივე გმირობა და თავგანწირვაა, რამდენიც უგუნურება... იმ წუთებში ბავშვის გადარჩენა და ამისათვის ღვიძლი შვილის ასე ,,იოლად`` გაწირვა ხომ ჯერ კიდევ არ ნიშნავს პატარა გვარლიანის საბოლოოდ გადარჩენას?!. სანამდე შესძლებს გულიზარი მის თუნდაც ჯამლეთისგან დაცვას, როგორ დაუმალავს მას და როგორ მოიქცევა შვილმოკლული ჯამლეთი, როცა სიმართლეს გაიგებს?.. უფრო მეტი უბედურება დატრიალდება, რა თქმა უნდა...
11. დავმუნჯდი...წარმოუდგენელია...55555555555 დავმუნჯდი...წარმოუდგენელია...55555555555
10. ტრაგედია დაიწერებოდა ისეთი თემაა! ძალიან მომეწონა! შესანიშნავი იყო, დავით! 55555 ტრაგედია დაიწერებოდა ისეთი თემაა! ძალიან მომეწონა! შესანიშნავი იყო, დავით! 55555
9. 5555555555555555555555555555555555555555555555555 5555555555555555555555555555555555555555555555555
7. ვაახ... დავიჯერო მთლად ასეთები ვართ სვანები? :D :D :D მოთხრობა უმაგრესია ! 5555555 ვაახ... დავიჯერო მთლად ასეთები ვართ სვანები? :D :D :D მოთხრობა უმაგრესია ! 5555555
6. სისასტიკის და სიყვარულის, თავგანწირვს ზეიმი.... ჩუმად ვარ. სისასტიკის და სიყვარულის, თავგანწირვს ზეიმი.... ჩუმად ვარ.
5. მართლაც და ერთ ადამიანს ხშირად თავგანწირვით ათასი გადაურჩენია! დიდებული ნაწარმოებია! მარიო პიუზოს "ნათლიმამა"-შიც არის მსგავსი ამბავი (ანდოლინების გვარის ამოწყვეტის მცდელობა სიცილიაში) აღწერილი, მაგრამ აქ განსაკუთრებულ თავგანწირვასთან გვაქვს საქმე. დიდი მადლობა. +2!!! მართლაც და ერთ ადამიანს ხშირად თავგანწირვით ათასი გადაურჩენია! დიდებული ნაწარმოებია! მარიო პიუზოს "ნათლიმამა"-შიც არის მსგავსი ამბავი (ანდოლინების გვარის ამოწყვეტის მცდელობა სიცილიაში) აღწერილი, მაგრამ აქ განსაკუთრებულ თავგანწირვასთან გვაქვს საქმე. დიდი მადლობა. +2!!!
4. შემზარავი,მაგრამ ლამაზად მოტანილი... შემზარავი,მაგრამ ლამაზად მოტანილი...
3. დასასრულიც აქვე ყოფილა. შემაჟრჟოლა...
დასასრულიც აქვე ყოფილა. შემაჟრჟოლა...
1. ბრწყინვალედ დაწყებული ბრწყინვალედ დამთავრდა.55555555555555555555! ბრწყინვალედ დაწყებული ბრწყინვალედ დამთავრდა.55555555555555555555!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|