ნათიას ასეთი მოულოდნელი გათხოვების ამბავი ელვისუსწრაფესად გავრცელდა. ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელად მოხდა, რომ გაოცებას ვერავინ მალავდა. ჭორიკნებს საჭორაო მასალა მიეცათ: რა არ თქვეს, რა დასაჯერებელი თუ დაუჯერებელი ამბავი არ მოიგონეს! ატყდა მითქმა-მოთქმა, სიმართლე კი... სიმართლე არავინ იცოდა.
კვირას საღამოს დაურეკა ნათიამ მაგდას და თავისი გათხოვების ამბავი შეატყობინა. - კარგი, ნათი, გეყოფა ხუმრობა!... - სულაც არ ვხუმრობ, მართლა გავთხოვდი, მაგდა! - კი, მაგრამ, ჩემთან რომ არასოდეს არაფერი დაგცდენია?!... არა, მატყუებ! - არ გატყუებ-მეთქი! - ვინ არის, ვის გაჰყევი?! - ვაჟა საჩალელს... - ნათი, ვინ არის ვაჟა საჩალელი?! მე ასეთს არავის ვიცნობ! გეყოფა-მეთქი!... - შენ არ იცნობ! მაგდა, გახსოვს, გუშინწინ, რუსთაველზე მანქანა რომ გავაჩერეთ? - მახსოვს, მერე? - იმ მანქანის მძღოლი იყო ვაჟა საჩალელი... - შენ, რა, იცნობდი მას? - არა, საიდან, აბა? - აბა, როდის მოასწარი გაცნობა? - შენგან რომ გამოვედი, სადარბაზოსთან დამხვდა... სახლამდე გამიყვანა... მერე ჩვენთან ამოვიდა სახლში... "ცოლად გამომყევიო", მითხრა და მეც გავყევი!... იცი, რა ბავშვი ყავს? ჩაყლაპავ!... მალე გაგაცნობ ჩემს გაგას!
მაგდას, მოულოდნელობისაგან, ხმა ჩაუწყდა, ვეღარაფრის თქმა მოახერხა... მხოლოდ ეს ამოიხრიალა: - გაგიჟდი, ნათი?!...
საკმაოდ დიდხნიანი პაუზა ჩამოვარდა. - მაგდა, ცუდად ხომ არ ხარ? - გაისმა ნათიას შეშფოთებული ხმა. - ჯერ არა, მაგრამ... ნათი, შენ გაგიჟდი, ალბათ! ერთი საათის გაცნობილ კაცს ცოლად გაყევი?... და თანაც ბავშვიანს?! რა ბუზმა გიკბინა?!... თუ შენი თავი დარჩენილი გეგონა და მის მეტს ვეღარავის გაჰყვებოდი?!... - აღშფოთებას ვერ მალავდა მაგდა. - მაგდა, შენ ამას ვერ გაიგებ! - რას ვერ გავიგებ?! გამაგიჟებს ეს გოგო!... - რას ვერ გაიგებ და იმას, რომ ბავშვს ერთნაირად სჭირდება დედაც და მამაც! მითხარი, რა დანაშაული მიუძღვის გაგას ისეთი, რომ არასოდეს გამოსცადოს დედობრივი სითბო, ვერ იგრძნოს დედის ალერსი?!... - ნათი, ქვეყნად იცი, რამდენი ბავშვი იზრდება უდედოდ? ყველას შენ ხომ ვერ გაზრდი?! - ყველას თუ ვერა, ერთს ხომ გავზრდი? ესეც კარგია! - კაი, ბატონო, მაგრამ... ნათია, შენს თავზე არ გიფიქრია? თუ ხვდები მაინც, რომ შენ შენი მომავალი სამუდამოდ დაიღუპე?!... - რატომ დავიღუპე მომავალი? პირიქით! მე ბედნიერი ვარ, რომ ვიღაც მაინც გავაბედნიერე... და მითუმეტეს, თუ ამ ბედნიერებას ბავშვს მიანიჭებ?! - არ ვიცი, ნათი!... - მაგდა, შენ რომ ერთხელ მაინც გენახა ჩემი გაგა, გენახა მისი სიხარულით გაბრწყინებული თვალები, მოგესმინა მისი "დედიკო, ალ დამტოვო ლა"-ო... თუმცა შენ რას გიხსნი?! შენ ამას მაინც ვერ გაიგებ!... - რა? რა უნდა გავიგო, ნათი?! ეს შენ არ გესმის ჯერ! ეიფორიაში ხარ! თავი გმირად წარმოგიდგენია და ამით ამაყობ! - ცდები, მაგდა! ხომ გითხარი, ვერ გაიგებ-მეთქი?! - მაინც? - რა, "მაინც"? შენ შენი შვილისთვის ვერ იმეტებ ამ ბედნიერებას! "როგორ შეიძლება! შენ ხომ ნოდარი არ გიყვარს?!... მერე რა, თუ შენი შვილი ვერასოდეს ვერავის დაუძახებს "მამას?!"... - ჰო, მე არ მიყვარს ნოდარი!... მე მინდა, რომ ქმარი მიყვარდეს!... ნუთუ შენ კი არ გინდა, რომ გიყვარდეს? რომ იგრძნო ნამდვილი და არა მოჩვენებითი სიყვარული?! შენ ხომ ვერაფრით დამაჯერებ, რომ ეს ვაჟა საჩალელი გიყვარს?!... - მართალი ხარ... - აი, ხომ ხედავ?! - მაცალე! მართალი ხარ, მე ჯერ არ მიყვარს ვაჟა ისე, როგორც ეს ადრე წარმომედგინა, მაგრამ... ვაჟა ჩემი ქმარია... და მე მჯერა, რომ ჩვენ ორივე ბედნიერები ვიქნებით! - ღმერთოოოო, რა სულელი ხარ, ნათი!... - რატომ? "სიყვარული" და "შეჩვევა" ხომ ერთი მედლის ორი მხარეა?... შენ გინდა, რომ შენი ოჯახური ცხოვრება დაიწყო "სიყვარულით", რომელიც მერე "შეჩვევად" გარდაიქმნება, მე კი მირჩევნია, რომ ჯერ შევეჩვიო ვაჟას და მერე შემიყვარდეს იგი! - ნათი!... - მე მგონი ასე სჯობს, მაგდა! მაპატიე, ვაჟა მოვიდა! დანარჩენზე – ხვალ ვილაპარაკოთ!... - ნათიამ ყურმილი დაკიდა.
მაგდა დიდხანს იჯდა სავარძელში გაუნძრევლად. მის თავში ახლა ათასი ფიქრი ირეოდა... "ნათია გათხოვდა... და გაჰყვა... ვის? ერთი საათის გაცნობილ კაცს? გაჰყვა ისე, რომ წუთით არ დაფიქრებულა თავის მომავალზე?! არა, ეს შეუძლებელია! თუმცა, რა არის შეუძლებელი? გაჰყვა და მორჩა!... ნათია, ნათია!... დაიცა, რატომ მითხრა ნათიამ "შენ შენი შვილისთვის ვერ იმეტებ ამ ბედნიერებასო"? რატომ?... იმიტომ, რომ ნოდარს უარს ვეუბნები?! ნუთუ ჩემი შვილი იმით უნდა იყოს ბედნიერი, რომ გავხდე იმ კაცის ცოლი, რომელიც არ მიყვარს? ეს ხომ აბსურდია! "ბავშვს ერთნაირად სჭირდება დედაც და მამაცო", ნათიამ რომ მითხრა, მერე? მერე-და ვინ არის ჩემი შვილის მამა? ნოდარი? არასოდეს! არასოდეს ვაპატიებ მე ამას ნოდარს! მან მე დამღუპა, ფეხქვეშ გათელა ჩემი გრძნობები! ძალით წამიყვანა სახლში და გულწასულს ამხადა ნამუსი!... და ახლა - ვაპატიო?... რატომ? რისთვის?!... მხოლოდ იმიტომ რომ თეას მამა სჭირდება? სამაგიეროდ მე არ მჭირდება ნოდარი! მე არც შვილი მჭირდებოდა მისგან!... (ღმერთო, მაპატიე ეს როგორ წამომცდა, ღმერთო!) მე ხომ გიას ვუცდიდი?! ხომ ნამდვილად ვუცდიდი?!... მე გია მიყვარდა და ახლაც მიყვარს! მიყვარს! მიყვარს!... მეც ვერ მაპატია გიამ, თუმცა ვერ ვხვდები, რა ვერ მაპატია! მე მის წინაშე ცამდე მართალი ვიყავი!... რატომ, რატომ ვერ მაპატია?!... "შენს თავს შეუნდეო?!"... ჰმ! რა? რა შევუნდო ჩემს თავს, რომ 4 კაცს ვერ მოვერიე? რომ პირზე ხელებაფარებული წამიყვანეს? რომ არავინ აქცევდა ყურადღებას არც ყვირილს, არც ტირილს? რომ გულწასულზე... ეს? ეს ვაპატიო ჩემს თავს?... ეეჰ, არც შენ ყოფილხარ დიდი ვაჟკაცი, ბატონო გია!... მზიას დაუჯერა ყველაფერი, მზიას... და მე არაფერი მკითხა! "არაფრის ახსნა არ არის საჭიროო", - არა? ჰო, რა თქმა უნდა! როგორ შეიძლება?! შენ ხომ ამაყი ბიჭი ხარ?!... რატომ უნდა აპატიო ამისთანა რამე საყვარელ გოგონას?!... ჰმ, "საყვარელი გოგონა"?!... ოიიი, როგორ ვცდებოდი, თურმე! არა, გია, მე შენ არ გყვარებივარ! მე რომ ბიჭი ვყოფილიყავი, იმ შენს ნოდარს ცხვირს ამოვუჭეჭყავდი!... შენ კი, რა მითხარი? - "მე სხვანაირად მოქცევა არ შემიძლიაო"?! არ მჭირდებით, არც ერთი არ მჭირდებით! მე ჩემით, მარტო გავზრდი ჩემს თეას და მჯერა, რომ ის ბედნიერი გოგო იქნება, ბედნიერი!!! რატომ მე არ ვარ ბედნიერი?! რატომ?!... რა დანაშაული მიმიძღოდა შენს წინაშე, ღმერთო, რომ ასე გამაუბედურე?!... რატომ?... რისთვის?... რისთვის?!..."
და მაგდა მწარედ ატირდა.
მოხურული კარიდან ბავშვის ტირილის ხმა შემოესმა მაგდას. მაშინვე ფეხზე წამოხტა, ცრემლები შეიმშრალა და თეასთან ოთახში შევიდა.
"აი, ეს არის ჩემი ბედნიერება!... და, ალბათ, უბედურებაც ეს არის!" – გაიფიქრა მაგდამ და ახალგაღვიძებული, ატირებული თეა ხელში აიყვანა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. 5555555555555 5555555555555
26. "აი, ეს არის ჩემი ბედნიერება!... და, ალბათ, უბედურებაც ეს არის!" – გაიფიქრა მაგდამ და ახალგაღვიძებული, ატირებული თეა ხელში აიყვანა. !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!1 "აი, ეს არის ჩემი ბედნიერება!... და, ალბათ, უბედურებაც ეს არის!" – გაიფიქრა მაგდამ და ახალგაღვიძებული, ატირებული თეა ხელში აიყვანა. !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!1
25. საკმაოდ დიდხნიანი პაუზა ჩამოვარდა. - მაგდა, ცუდად ხომ არ ხარ? - გაისმა ნათიას შეშფოთებული ხმა. - ჯერ არა, მაგრამ...
=))=)) ამ გოგოს გულისწასვლამყოველ წამს უკვე ნევროზი ამკიდა :))
არ ვამართლებ მაგდას.....გვარი მაინც მისცეს ბავშვს კაცო..და ნუ იცხოვრებს ამ ნოდართან თუ ასე არ უნდა... /:) ან ეს ნოდარი კალთებს, რომ ახევდა ახლა სად გადაიკარგა?! საკმაოდ დიდხნიანი პაუზა ჩამოვარდა. - მაგდა, ცუდად ხომ არ ხარ? - გაისმა ნათიას შეშფოთებული ხმა. - ჯერ არა, მაგრამ...
=))=)) ამ გოგოს გულისწასვლამყოველ წამს უკვე ნევროზი ამკიდა :))
არ ვამართლებ მაგდას.....გვარი მაინც მისცეს ბავშვს კაცო..და ნუ იცხოვრებს ამ ნოდართან თუ ასე არ უნდა... /:) ან ეს ნოდარი კალთებს, რომ ახევდა ახლა სად გადაიკარგა?!
24. რამ დაგაწერინა ამდენი? დავიღალე კომენტირებით. 5 რამ დაგაწერინა ამდენი? დავიღალე კომენტირებით. 5
21. დონი? და მე გიცნობდი? მაპატიე, მაგრამ... რომ ვერ მახსენდები? რამე სხვა ნიკი ხომ არ გქონდა კიდევ?
დონი? და მე გიცნობდი? მაპატიე, მაგრამ... რომ ვერ მახსენდები? რამე სხვა ნიკი ხომ არ გქონდა კიდევ?
19. რომ ხართ მომენატრეთ დონი ვარ ლიტერატურა.გე დან :)
რომ ხართ მომენატრეთ დონი ვარ ლიტერატურა.გე დან :)
18. რა კარგია ყველანი აქ რა კარგია ყველანი აქ
17. ჩემო თამრიკო, დიდი მადლობა გულიანი შექებისათვის. მართლა ძალიან მიყვარხარ ჩემო თამრიკო, დიდი მადლობა გულიანი შექებისათვის. მართლა ძალიან მიყვარხარ
16. ეს უკეთესი თავია 9 ქულა ზოგად საკაცობრიო პრობლემებია წამოჭრილი "პირადული თუ შვილის ბედნიერება" რომელია წინ დასაყანებელი და როგორ
და თან მგონი გისა საქმე ცუდადაა და ეშველება ნოდარს :) მე არცერთ ოჯახს არ ვგულშემატკივრობ, უფრო ველოდები კიდევ ვინ ვის მთხოვდება და ამით გაგვაოცებს :)
ეს უკეთესი თავია 9 ქულა ზოგად საკაცობრიო პრობლემებია წამოჭრილი "პირადული თუ შვილის ბედნიერება" რომელია წინ დასაყანებელი და როგორ
და თან მგონი გისა საქმე ცუდადაა და ეშველება ნოდარს :) მე არცერთ ოჯახს არ ვგულშემატკივრობ, უფრო ველოდები კიდევ ვინ ვის მთხოვდება და ამით გაგვაოცებს :)
15. :) როგორ გამომეპარა ეს თავი არ ვიცი, :) 8-> :) როგორ გამომეპარა ეს თავი არ ვიცი, :) 8->
14. ქულები არ მინდა თამარ თქვენგან,არც არასდროს მდომებია. იმხელა გული და სითბო გაქვთ ..ყველას უნაწილებთ,აძლევთ და მაინც არ გელევათ:) ქულები არ მინდა თამარ თქვენგან,არც არასდროს მდომებია. იმხელა გული და სითბო გაქვთ ..ყველას უნაწილებთ,აძლევთ და მაინც არ გელევათ:)
13. ქ.თამარ როგორ ბრძანდებით? :) რაღაცნაირად მომენატრეთ :) 5 ქ.თამარ როგორ ბრძანდებით? :) რაღაცნაირად მომენატრეთ :) 5
12. დეიდა თამარ ხუთი :) დეიდა თამარ ხუთი :)
11. ვახ :( რა იქნებოდა მამაჩემიც გადაყროდა ნათიასნაირ გოგოს? :( ვახ :( რა იქნებოდა მამაჩემიც გადაყროდა ნათიასნაირ გოგოს? :(
10. >:D< აი ასე რა, ამ ადამიანს ვერ ვაკრიტიკებ - არ მაძლევს მასალას და :) >:D< აი ასე რა, ამ ადამიანს ვერ ვაკრიტიკებ - არ მაძლევს მასალას და :)
9. რა შორს წასულხარ,თამრიკოოო! როდის დაგეწევი მე შენ? :( რა შორს წასულხარ,თამრიკოოო! როდის დაგეწევი მე შენ? :(
6. 5:) დილით წავიკითხე და კიდევ გადავიკითხე ახლა, მერე უქნებ ერთი წიგნი ურიგოდ მომყიდო თამ, ისე გამიფუჭე ნერვებუ უფასოდაც მეკუთვნის:) შემოგევლე შენ 5:) დილით წავიკითხე და კიდევ გადავიკითხე ახლა, მერე უქნებ ერთი წიგნი ურიგოდ მომყიდო თამ, ისე გამიფუჭე ნერვებუ უფასოდაც მეკუთვნის:) შემოგევლე შენ
5. 5 :) კრგი ხარ თამარ! 5 :) კრგი ხარ თამარ!
4. ძალიან მიხარია, რომ ამდენი გულშემატკივარი შეიძინეს მაგდამ და ნათიამ!
იმ მოკლე თავს კიდევ ეს ერთი მოკლე თავი მივაყოლე კუდში. ასეთებს ერთად ვდებდი-ხოლმე! ახლა ცოტა უფრო დიდი თავი იქნება და 2 დღე მაინც დამჭირდება! ან ისიც შუაზე უნდა გავყო, რომ ჩემი "დამშეული" ხალხი დავაპურო!!!
ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ჩემს რომანში, ისევე, როგორც რეალურ ცხოვრებაში, არ არსებობენ მხოლოდ დადებითი ან მხოლოდ უარყოფითი გმირები. ყველა ადამიანს აქვს ეს ადამიანური სისუსტეები და მათ გარეშე წარმოუდგენელია არსებობა. ამიტომ, ნებისმიერი ჩემი პერსონაჟი უშვებს შეცდომას, ყველა შეგიძლიათ თავისებურად გაამართლოთ ან გაამტყუნოთ. და აქ რომ ქულები არ გახარჯინოთ, მოდით, საკამათო კითხვები დღიურში გავარჩიოთ-ხოლმე, კარგი? და თუ საკამათო არაფერი გვექნება, მაგას რა ჯობია?!
ყველანი მიყვარხართ! ძალიან მიხარია, რომ ამდენი გულშემატკივარი შეიძინეს მაგდამ და ნათიამ!
იმ მოკლე თავს კიდევ ეს ერთი მოკლე თავი მივაყოლე კუდში. ასეთებს ერთად ვდებდი-ხოლმე! ახლა ცოტა უფრო დიდი თავი იქნება და 2 დღე მაინც დამჭირდება! ან ისიც შუაზე უნდა გავყო, რომ ჩემი "დამშეული" ხალხი დავაპურო!!!
ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ჩემს რომანში, ისევე, როგორც რეალურ ცხოვრებაში, არ არსებობენ მხოლოდ დადებითი ან მხოლოდ უარყოფითი გმირები. ყველა ადამიანს აქვს ეს ადამიანური სისუსტეები და მათ გარეშე წარმოუდგენელია არსებობა. ამიტომ, ნებისმიერი ჩემი პერსონაჟი უშვებს შეცდომას, ყველა შეგიძლიათ თავისებურად გაამართლოთ ან გაამტყუნოთ. და აქ რომ ქულები არ გახარჯინოთ, მოდით, საკამათო კითხვები დღიურში გავარჩიოთ-ხოლმე, კარგი? და თუ საკამათო არაფერი გვექნება, მაგას რა ჯობია?!
ყველანი მიყვარხართ!
3. :) ბოლომდე ვერ მოვხარშე მაგრამ ხვალ ისევ გადავივლი თავიდან აუცილებლად:) :) ბოლომდე ვერ მოვხარშე მაგრამ ხვალ ისევ გადავივლი თავიდან აუცილებლად:)
2. ყოჩაღ! :-* =D> ყოჩაღ! :-* =D>
1. აი, არ ვნანობ, რომ გვიან ვიძინებ, სამაგიეროდ წაკითხვა მოვასწარი!;;) აი, არ ვნანობ, რომ გვიან ვიძინებ, სამაგიეროდ წაკითხვა მოვასწარი!;;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|