 | ავტორი: ჭა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 6 ნოემბერი, 2009 |
მაპატიოს ავტორმა, თუ უნიჭოდ გამომივიდა... ძალიან მინდოდა ამ პატარა ლექსებით გადმომეცა ჩემი განცდები, მისი წიგნის შესახებ..."სამოთხის წყალში ოქროს თეზი რომ გაიელვებს"
კიდევ ერთხელ მინდა ჩავუჯდე.. წიგნი კი არა, გადავშალე მე ღვთის საუნჯე...
საოცარი წიგნია, ოქროს თევზი გაიელვებს კი არადა...ცვივა და ცვივა ოქროს თევზები...დანახვით ხომ დაინახავს და დაინახავს მკითხველი... და დაჭერაც არის შესაძლებელი...გირჩევთ ყველამ გადაშალოთ და წაიკითხოთ ეს წიგნი... გარწმუნებთ, ბევრს თუ არა, თითო ოქროს თევზს აუცილებლად დაიჭერთ...
ეს თქვენი წიგნი, ცის ნაგლეჯივით მიჭირავს ხელში და ზედ დავცქერი...
ამბობენ: გემოვნებაზე არ დაობენო...მაგრამ აქ სხვა შემთხვევაა, გემოვნება აღარაფერ შუაშია. შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს ცა, ან მზე, ან ჰაერი?...მისი მოკლე ლექსებიც ამათ გავს... შემოდის შენში მზესავით თბილად...ცასავით სუფთად...ჰაერივით საჭიროდ...
ყველა სიტყვა სულს ესალბუნება, ამ წიგნის ენით, თვითონ სამყარო გვესაუბრება...
ამაღლებულ განწყობაზე დგები...თავთავების მუსიკა გესმის...გვირილას პატარა გულისფეთქვას გრძნობ... ფრინველივით, მხრებზე დაიხედავ თავმომწონედ და გეამაყება, რომ ადამიანი გქვია...ასეთი საოცარია მისი პოეზია...მოაქვს ყველაფერი ის, რაც სამყაროში დამალულია, რაც არ ჩანს და რაც ყველაზე საჭიროა ადამიანისთვის თუ ადამიანობისთვის...მოაქვს ისე, რომ ხილული ხდება და ყნოსვითაც შეიგრძნობა...
თეთრი ქათქათა ფურცლებით, გვირილისფეხა ლექსები, დადიან თავისუფლები... დადიან ფეხით და დააქვთ დიდი მზისხელა გულები...
ამით სულ ერთიციცქნა სიყვარულიც ვერ ვთქვი, რაც მისმა წიგნმა მაჩუქა...
ეს წიგნი მაინც საოცარია, ვკითხულობ...ვსუნთქავ და მიხარია...
სად შეგიძლიათ?... ეს ამდენი მშვენიერება ერთად შეკრიბოთ?... ცის სარკმელნი კი ისე ჩარაზოთ, ბინდის ნამცეციც არ შეეპაროს... თუნდაც დამძრახოთ, არ შემიძლია, არ შემიძლია, თქვენობით, რომ არ გელაპარაკოთ!!!!
ღმერთს მადლის კალთა, თქვენზე ბოლომდე დაუქნევია, სახელი ვაჟა, დედას რა სწორედ დაურქმევია?! მიყვარხართ ბატონო ვაჟა..დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენს მკითხველს კიდევ უფრო მეტად უყვარხართ...
კიდევ ერთხელ მინდა ჩაუჯდე... წიგნი კი არა,გადავშალე მე ღვთის საუნჯე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. ძალიან მაგარი!
5 ძალიან მაგარი!
5
23. კარგი ხარ, ნანიკო! მეც მადლობელი ვარ ჩემი სტუდენტობის დროიდანვე მეგობრისა და თანამებრძოლის წიგნზე ასეთი ალალი ,,პოეტური რეცენზიისათვის’’!.. ვაჟას კი ჩემი სალამი და მილოცვა ერთგული მკითხველისთვის კიდევ ერთი ახალი წიგნის ჩუქების გამო! კარგი ხარ, ნანიკო! მეც მადლობელი ვარ ჩემი სტუდენტობის დროიდანვე მეგობრისა და თანამებრძოლის წიგნზე ასეთი ალალი ,,პოეტური რეცენზიისათვის’’!.. ვაჟას კი ჩემი სალამი და მილოცვა ერთგული მკითხველისთვის კიდევ ერთი ახალი წიგნის ჩუქების გამო!
22. გაიხარეო :) გაიხარეო :)
21. მადლობა ჭას, მადლობა ყველას:) მადლობა ჭას, მადლობა ყველას:)
20. მაგარი კაცია ჩვენი ანთა :)
მეორე მკაფველი საქართველოში :) მაგარი კაცია ჩვენი ანთა :)
მეორე მკაფველი საქართველოში :)
19. წრფელი ნაწერია, ეტყობა. 2 :) წრფელი ნაწერია, ეტყობა. 2 :)
17. ეს კაცი, კაცი კი არა, მარტოდენ გულია...და რადგანაც, გულია, გულიანი პოეტია, სუფთა, ანკარა, უაღრესად ნათელი, გასხივოსნებული სიღრმით, სულ ახლის ძიებით, უხმაუროდ, უპრეტენზიოდ რომ ქმნის ხელთუქმნელ ძეგლებს, დაუზარელად და დაუჩივლელად რომ უთევს გრძელ ღამეებს სათაყვანებელ ქართულ სიტყვას, ბავშვივით რომ უხარია სხვისი ლამაზი ლექსი და, თავად, ყოვლად ღირსეული, არასოდეს ითხოვს ყურადღებას სხვებისაგან, არა და, ამ ოქრო-პოეტსა და ოქრო-კაცს, საამისოდ საფუძვლიანი, მყარი პრეტენზია ნაღდად გააჩნია. გაიხარე, ბატონო ვაჟა, შენისთანა ვაჟკაცებით აქვს მომავალი ვებერთელა სამყაროში ამ პატარა მიწის ნაჭერს, რომელსაც ჩვენი მრავალჭირვარამგამოვლილი სამშობლო-საქართველო ჰქვია. იდღეგრძელე. ეს კაცი, კაცი კი არა, მარტოდენ გულია...და რადგანაც, გულია, გულიანი პოეტია, სუფთა, ანკარა, უაღრესად ნათელი, გასხივოსნებული სიღრმით, სულ ახლის ძიებით, უხმაუროდ, უპრეტენზიოდ რომ ქმნის ხელთუქმნელ ძეგლებს, დაუზარელად და დაუჩივლელად რომ უთევს გრძელ ღამეებს სათაყვანებელ ქართულ სიტყვას, ბავშვივით რომ უხარია სხვისი ლამაზი ლექსი და, თავად, ყოვლად ღირსეული, არასოდეს ითხოვს ყურადღებას სხვებისაგან, არა და, ამ ოქრო-პოეტსა და ოქრო-კაცს, საამისოდ საფუძვლიანი, მყარი პრეტენზია ნაღდად გააჩნია. გაიხარე, ბატონო ვაჟა, შენისთანა ვაჟკაცებით აქვს მომავალი ვებერთელა სამყაროში ამ პატარა მიწის ნაჭერს, რომელსაც ჩვენი მრავალჭირვარამგამოვლილი სამშობლო-საქართველო ჰქვია. იდღეგრძელე.
16. გაიხარეთ...მიხარია ბევრი რომ მეცილება, ამ ადამიანის სიყვარულში... გაიხარეთ...მიხარია ბევრი რომ მეცილება, ამ ადამიანის სიყვარულში...
15. მიყვარხართ ბატონო ვაჟა..დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენს მკითხველს კიდევ უფრო მეტად უყვარხართ...
მეც ასე ვიტყოდი ნანა:) ვაჟასთან ერთად თქვენც მიყვარხართ:-* მიყვარხართ ბატონო ვაჟა..დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენს მკითხველს კიდევ უფრო მეტად უყვარხართ...
მეც ასე ვიტყოდი ნანა:) ვაჟასთან ერთად თქვენც მიყვარხართ:-*
14. სხვანაირად არც შეიძლება იყოს! :) ბატონ ვაჟას თვითონ დააქვს მზე გულით... სხვანაირად არც შეიძლება იყოს! :) ბატონ ვაჟას თვითონ დააქვს მზე გულით...
13. გეთანხმები ჭა, ბატონი ვაჟა დიდი პოეტია! გეთანხმები ჭა, ბატონი ვაჟა დიდი პოეტია!
12. აქ გუშინ ვიყავი და...
ავტორსაც და ადრესატსაც, ძალიან დიდი, პატივს გცემთ...
ნან :-* აქ გუშინ ვიყავი და...
ავტორსაც და ადრესატსაც, ძალიან დიდი, პატივს გცემთ...
ნან :-*
11. ვაჟა ხორნაულის პოეზია ჩემთვის ხაროში ქექვის დროს აღმოჩენილი განძია(კი მიმწერე ერთხელ ამის შესახებ)... ბევრი რამ გადაფასდება,მაგრამ ვაჟა ხორნაულის შემოქმედებას უკვდავება გარანტირებული აქვს. ვაჟა ხორნაულის პოეზია ჩემთვის ხაროში ქექვის დროს აღმოჩენილი განძია(კი მიმწერე ერთხელ ამის შესახებ)... ბევრი რამ გადაფასდება,მაგრამ ვაჟა ხორნაულის შემოქმედებას უკვდავება გარანტირებული აქვს.
10. გაიხარე, მართლაც იმსახურებს ამდენ სითბოს ვაჟა ხორნაული( ბატონის გარეშე მოვიხსენიებ თვითონ ასე სურს და..) გაიხარე, მართლაც იმსახურებს ამდენ სითბოს ვაჟა ხორნაული( ბატონის გარეშე მოვიხსენიებ თვითონ ასე სურს და..)
9. თეთრი ქათქათა ფურცლებით, გვირილისფეხა ლექსები, დადიან თავისუფლები... დადიან ფეხით და დააქვთ დიდი მზისხელა გულები...
თბილი ხართ ძალიან ნანა და კეთილი.... თეთრი ქათქათა ფურცლებით, გვირილისფეხა ლექსები, დადიან თავისუფლები... დადიან ფეხით და დააქვთ დიდი მზისხელა გულები...
თბილი ხართ ძალიან ნანა და კეთილი....
8. ანთა ნათელიძე - ნათელივით ანთია ურაკპარაკის ცაზე! +2!!! ანთა ნათელიძე - ნათელივით ანთია ურაკპარაკის ცაზე! +2!!!
7. მეც ძალიან მომწონს ბატონი ვაჟას ლექსები და დიდი პატივს ვცემ მას!!! გაიხარე შენა ჭაო!!! კარგი ხარ!!! მეც ძალიან მომწონს ბატონი ვაჟას ლექსები და დიდი პატივს ვცემ მას!!! გაიხარე შენა ჭაო!!! კარგი ხარ!!!
6. რა ლამაზია..... ნან, ეს რა მშვენიერი საჩუქარი მოგვართვი..... მეც მინდა ბატონი ვაჟას წიგნი და სად ვიპოვი?...... იყიდება? სახელი რა ჰქვია.... გაიხარე ნან..და ბატონ ვაჟას ჩემი მომწიწება და დიდი სიყვარული..... ;) რა ლამაზია..... ნან, ეს რა მშვენიერი საჩუქარი მოგვართვი..... მეც მინდა ბატონი ვაჟას წიგნი და სად ვიპოვი?...... იყიდება? სახელი რა ჰქვია.... გაიხარე ნან..და ბატონ ვაჟას ჩემი მომწიწება და დიდი სიყვარული..... ;)
5. ძალიან ლამაზი და დამსახურებული საჩუქარი გაუკეთა ნანამ ბატონ ვაჟას:) ძალიან ლამაზი და დამსახურებული საჩუქარი გაუკეთა ნანამ ბატონ ვაჟას:)
4. ადრესატს და ავტორსაც სიყვარული და პატივისცემა. :) ადრესატს და ავტორსაც სიყვარული და პატივისცემა. :)
3. დასხვა უნდა დამეწერა და პროზას დავაჭირე....მერე ვერარ გადავაკეთე... წულებისთვის არდევს... დასხვა უნდა დამეწერა და პროზას დავაჭირე....მერე ვერარ გადავაკეთე... წულებისთვის არდევს...
2. ღმერთს მადლის კალთა, თქვენზე ბოლომდე დაუქნევია, სახელი ვაჟა, დედას რა სწორედ დაურქმევია?!
გაიხარე, ჭაო... 5 ღმერთს მადლის კალთა, თქვენზე ბოლომდე დაუქნევია, სახელი ვაჟა, დედას რა სწორედ დაურქმევია?!
გაიხარე, ჭაო... 5
1. რა კარგი და თბილი ხარ!=D> რა კარგი და თბილი ხარ!=D>
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|