არეული, უკიდურესობამდე დაძაბული მდგომარეობა ქვეყანაში. პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს დაუნდობლად ებრძვიან. თითქოს ქართველი ინტელექტუალების ერთი ნაწილის სათქმელსაც გამოხატავდა ლუი არაგონი _ მსოფლიოში არსებული შინაგანი სამოქალაქო ომებით, ყოველდღიური გულგრიობით, ბანალობის ჭაობით, მასების შიზოიდური პოლიტიზირებით გაღიზიანებული რომ ამბობდა:_ „არ გვჭირდება არც მხატვრები, არც ლიტერატორები, არც სკულპტორები, არც რელიგია, არც ბოლშევიკები, არც პოლიცია, არც სამშობლო, კმარა ყველა ეს სისულელე, არ გვინდა არაფერი, სულ არაფერი.“ იწყება ტექნიციზმის მოულოდნელი, უხეში შემოჭრა. ტრადიციული, რაფინირებული ლიტერატურული აკადემიზმის რღვევა. ახალ-ახალი ლიტერატურული დაჯგუფებების შექმნა და ისინიც პარტიების დარად პირველობისათვის ეცილებიან ერთმანეთს. ჭარბი ესთეტიზმისა და ტრადიციონალიზმისაგან თავის გარიდება და მაქსიმალურად ანტიესთეტიზმის დამკვიდრება პოეზიაში. მზერის უცხოურ ლიტერატურაში მიმდინარე ცვლილებებისაკენ მიმართვა. ხელოვნებაში თანდათან იმკვიდრებენ ადგილს ძნელად აღსაქმელი დადაიზმი, სიურეალიზმი, აბსტრაქციონიზმი, კონსტრუქტივიზმი. თითქოს გაცვდა ძველი სასაუბრო ენა. რუსეთში ფუტურისტები თეორიულად ასაბუთებენ არაცნობიერი ენის დამკვიდრებას. ხდება უარყოფა კლასიკისა, როგორც ახალი დროისთვის შეუფერებლისა და უსარგებლოსი. ფრანგული დადაიზმი და რუსული ფუტურიზმი აღფრთოვანების საგანია. ცნობიერებაში ქართველ კლასიკოსებს შარავანდედი თანდათან ეცლებათ, უფრო მეტიც, ზოგჯერ ისინი ირონიისა და ნიჰილიზმის საგანიც ხდებიან. მათ ადგილს იკავებენ ავანგარდიზმის აღიარებული სახელები _ ფუტურისტების სიმბოლო იტალიელი ფილიპო ტომაზო მარინეტი და დადაიზმის ფუძემდებელი რუმინელი ებრაელი ტრისტან ცარა. ასევე რუსი ავანგარდისტები: ალექსეი კრუჩიონიხი, ველიმირ ხლებნიკოვი. 1922 წლის 23 აპრილს კი, პირველად საქართველოში კონსერვატორიის დარბაზში იმართება ქართველი ავანგარდისტების საღამო. გამოდის უცნაური, აბსურდული დასახელების ჟურნალი „H2sO4“, რომელსაც ზედიზედ მოჰყვებიან „ლიტერატურა და სხვა,“ „დროული,“ „მემარცხენეობა,“ "41გრადუსი". „H2sO4“,-ის ფურცლებზე იბეჭდება ხმაურიანი ლიტერატურული მანიფესტები, გაუგებარი ლექსები. უარყოფილია სინტაქსი, გაუქმებულია პუნქტუაცია. გაზეთის გამომცემლები და მუდმივი ავტორები არიან: ჟანგო ღოღობერიძე, პავლო ნოზაძე, სიმონ ჩიქოვანი, ნიოგოლ ჩაჩავა, ნიკოლოზ შენგელაია და სხვები. მიაჩნიათ რომ ქართულ ლიტერატურაში აუტანელი, მყრალი სუნი დაგროვდა და ჰაერის გასაწმენდად მისაღებია მხოლოდ ფორმულა „H2sO4“. ცისფერყანწელებს „ლიტერატურულ შმორს“ უწოდებენ, ხოლო მათ ერთ-ერთ ლიდერს „მალარიის დეგენერატს“. რებუსული სახეები ლექსებში _ ტრადიციას მიჩვეულ მკითხველის სმენას აფრთხობს და აღიზიანებს. „გემრიელია ჩემი თავი როგორც ტკბილისკვერი.“ „მთვარე ონანიზმისაგან დაცლილა,“ ან „ფეხები გულში უწყვია ქალწულებივით, ნივთებში არის სისხლი თევზების მატარებლის.“ მოწოდება: _ „დავარტყათ თავში ლირიკას ჩექმა და დავადინოთ ცისფერი სისხლი,“ ზოგჯერ ლექსი მხოლოდ ფორმალურ ძიებამდე დადის, უარყოფილია აზრი. „ხვალი უტირალუ, ინგი მონალინგი, არჩა ხაბალარჩა.“ გამოხდა ხანი, დროის გადასახედიდან უფრო ნათლად გამოიკვეთა 20-იანი წლების ავანგარდისტთა კვალი ლიტერატურის ისტორიაში, მათგან უმრავლესობამ როგორც ჩვენთან, ასევე საზღვარგარეთ, შოთა ჩანტლაძის საყვარელი სიტყვა _ სქოლიო რომ გავიხსენოთ, სწორედ სქოლიოში გადაინაცვლეს, მათი სახელები ფაქტიურად არაფერს ეუბნებიან დღევანდელ მკითხველს, მაგრამ სწორედ ისინი, თავიანთი გაუთავებელი წარუმატებელი ექსპერიმენტებითა და ძიებებით, მუდამ დინების წინააღმდეგ ოღროჩოღრო გზებზე სიარულით ამრავალფეროვნებდნენ და აცოცხლებდნენ ლიტერატურულ პროცესს, რათა არ მოეცვა ერთფეროვნებას, არ გადაზრდილიყო უსახურობაში და არ ჩამკვდარიყო. და რაც მთავარია _ მათი წვლილიც დევს იმაში, რომ ავანგარდიზმის ამ „უძეგლო მომღერლებმა“ საშენი მასალა მოუმზადეს მსოფლიო ლიტრატურის ისეთ გრანდებს, როგორებიც არიან ჯეიმზ ჯოისი, ფრანც კაფკა, მარსელ პრუსტი... და ეს არც არის გასაკვირი, დიდ ლიტერატურას ხომ მუდამ ერთეულები ქმნიან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ახლა შემთხვევით გადავაწყდი ამ ტექსტს და მინდა აღვნიშნო, რომ საინტერსო და სასარგებლო ინფორმაციაა. თუმცა ავტორის მესამე კომენტარს გამოვეხმაურები და ვიტყვი, რომ მოდერნისტული და რაღაც ტრადიციულის დეკონსტრუქციისკენ გამიზნული ტექსტი სულაც არ ნიშნავს მოძველებულს და უვარგისს, პირიქით, ეს ნიშნავს რომ მოდერნიზმი მუდამ აქტუალურია, პოსტმოდერნიზმს ეპოქაშიც კი. ახლა შემთხვევით გადავაწყდი ამ ტექსტს და მინდა აღვნიშნო, რომ საინტერსო და სასარგებლო ინფორმაციაა. თუმცა ავტორის მესამე კომენტარს გამოვეხმაურები და ვიტყვი, რომ მოდერნისტული და რაღაც ტრადიციულის დეკონსტრუქციისკენ გამიზნული ტექსტი სულაც არ ნიშნავს მოძველებულს და უვარგისს, პირიქით, ეს ნიშნავს რომ მოდერნიზმი მუდამ აქტუალურია, პოსტმოდერნიზმს ეპოქაშიც კი.
13. ძალიან დროული სტატიაა...და რა სამწუხაროა, რომ აქამდე არ წავიკითხე და ახლა ვნახე...მოკითხვა ბატონ დავითს......;) ძალიან დროული სტატიაა...და რა სამწუხაროა, რომ აქამდე არ წავიკითხე და ახლა ვნახე...მოკითხვა ბატონ დავითს......;)
12. მომეწონა ძალაინ, კარგი ნაწერია. მომეწონა ძალაინ, კარგი ნაწერია.
11. გეთანხმებით :) გეთანხმებით :)
10. ეს მანიფესტი მიიღეს "ცენტრიფუგა", ბორის პასტერნაკმა, მაიაკოვსკმა "სილა საზოგადოების გემოვნების სახეში"., ხლებნიკოვმა და ა.შ. რამდენად სწორია უარყოფა ყველაფრისა არ ვიცი, სავარაუდოდ არა. თუმცა სიმონ ჩიქოვანის, აკაკი ბელიაშვილის შემოქმედებაში ფესვები მაინც ჩანს.განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ფაქტია, რომ მათ მემკვიდრეობა დაგვიტოვეს და ეს მემკვიდრეობა შესანიშნავი ნიადაგი აღმოჩნდა მოსავალის მოსაყვანად. ვფიქრობ, იგივე პერიოდი უდგას დღეს ქართულ ლიტერატურას. დროული სტატიაა
ეს მანიფესტი მიიღეს "ცენტრიფუგა", ბორის პასტერნაკმა, მაიაკოვსკმა "სილა საზოგადოების გემოვნების სახეში"., ხლებნიკოვმა და ა.შ. რამდენად სწორია უარყოფა ყველაფრისა არ ვიცი, სავარაუდოდ არა. თუმცა სიმონ ჩიქოვანის, აკაკი ბელიაშვილის შემოქმედებაში ფესვები მაინც ჩანს.განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ფაქტია, რომ მათ მემკვიდრეობა დაგვიტოვეს და ეს მემკვიდრეობა შესანიშნავი ნიადაგი აღმოჩნდა მოსავალის მოსაყვანად. ვფიქრობ, იგივე პერიოდი უდგას დღეს ქართულ ლიტერატურას. დროული სტატიაა
9. დასტური ავტორს!!!! დასტური ავტორს!!!!
8. საინტერესო სტატიაა, ბატონო დავით! ქვეყნის შიგნით არეული ვითარება ლიტერატურულ თვითგამოხატვასაც ეტყობა-ხოლმე, როგორც ჩანს. თუმცა, პოეზია ყოველთვის პოულობდა ჭეშმარიტ გზას და ამ ეტაპზეც ასე იქნება, დარწმუნებული ვარ!.. როგორც თქვენ ამბობთ, "საშენი მასალის" ფუნქცია კი, თუნდაც იმ ფორმებმა შეასრულონ, რაც დღემდე ავანგარდიზმი და ორიგინალურობა ჰგონია არაერთ ავტორს. "წყალნი წავლენ და წამოვლენ"... საინტერესო სტატიაა, ბატონო დავით! ქვეყნის შიგნით არეული ვითარება ლიტერატურულ თვითგამოხატვასაც ეტყობა-ხოლმე, როგორც ჩანს. თუმცა, პოეზია ყოველთვის პოულობდა ჭეშმარიტ გზას და ამ ეტაპზეც ასე იქნება, დარწმუნებული ვარ!.. როგორც თქვენ ამბობთ, "საშენი მასალის" ფუნქცია კი, თუნდაც იმ ფორმებმა შეასრულონ, რაც დღემდე ავანგარდიზმი და ორიგინალურობა ჰგონია არაერთ ავტორს. "წყალნი წავლენ და წამოვლენ"...
7. არ ახალია, ძველია (ვითომ სიახლეები)! სოლომონის სიბრძნე მახსენდება (რომ არაფერია ახალი და რომ ახალი ოდესღაც ყოფილა) ბატონ დავითს ვეთანხმები. +2!!! არ ახალია, ძველია (ვითომ სიახლეები)! სოლომონის სიბრძნე მახსენდება (რომ არაფერია ახალი და რომ ახალი ოდესღაც ყოფილა) ბატონ დავითს ვეთანხმები. +2!!!
6. ბევრი სიმართლეა აქ! ბევრი სიმართლეა აქ!
5. ჩემი ეს კომენტარი ისე არვინ გაიგოს, თითქოს ლიტერატურას განახლება არ სჭირდებოდეს და ღირებული ლიტერატურული სიახლებიის წინააღმდეგი ვიყო. ჩემი ეს კომენტარი ისე არვინ გაიგოს, თითქოს ლიტერატურას განახლება არ სჭირდებოდეს და ღირებული ლიტერატურული სიახლებიის წინააღმდეგი ვიყო.
3. ამ პატარა წერილის დაწერის მიზანი გარდა ინფორმაციულობისა, რომ ლიტერატურის ეს მცირე მონაკვეთი გავიაზროთ არის ისიც რომ საქართველოში ახალგაზრდა ავტორების საკმაოდ დიდ ჯგუფს ჰგონია, რომ თუ დაწერენ რებუსულ, გაუგებარ, ბუნდოვან ტექსტებს და ირონიულად გაილაშქრებენ კლასიკური, აკადემიური პოეზიის წინააღმდეგ იქნებიან პირველები, გაბედულეი ახლის შემომტანნი ლიტერატურაში, სინამდვილეში კი ყველაფერ ამას თითქმის ერთი საუკუნის ისტორია აქვს . მათი ეს დამოკიდებულებაც ძველის გადამღერებაა და სხვა არაფერი. ამ პატარა წერილის დაწერის მიზანი გარდა ინფორმაციულობისა, რომ ლიტერატურის ეს მცირე მონაკვეთი გავიაზროთ არის ისიც რომ საქართველოში ახალგაზრდა ავტორების საკმაოდ დიდ ჯგუფს ჰგონია, რომ თუ დაწერენ რებუსულ, გაუგებარ, ბუნდოვან ტექსტებს და ირონიულად გაილაშქრებენ კლასიკური, აკადემიური პოეზიის წინააღმდეგ იქნებიან პირველები, გაბედულეი ახლის შემომტანნი ლიტერატურაში, სინამდვილეში კი ყველაფერ ამას თითქმის ერთი საუკუნის ისტორია აქვს . მათი ეს დამოკიდებულებაც ძველის გადამღერებაა და სხვა არაფერი.
2. გეთანხმები555 გეთანხმები555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|