ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2009


***


/დედისადმი.
წიგნიდან  ,,გულის  გალავანი’’,  1982./


ვის  სჭირდება  და  რაში  -
გამოგონილი  სევდა...
არ  გაჭენდება  რაში,
თუ  არ  იგუებს  მხედარს...

ბროლი  -  უმანკო  ბავშვის
გული  -  გაბზარა  ელდამ...
ჭაღარა  წვერით,  ქარში,
პოეტს,  წამებულს,  ვხედავ...

ის  დაეცემა  მტვერში  -
ფრთამოტეხილი  გედი...
არა,  არაფრით  შეშლილს
იგი  არ  ჰგავდა,  დედი...

თალხი  დღეები  მახსოვს,
წყევლად  ქცეული...  ბედი...
თურმე,  წარსულის  ახსნა
ძნელი  ყოფილა,  დედი...

მაგრამ  საიდან  სადა  -
რატომ  გიახლებ  ტკივილს...
გადუმსხვრევიათ  ქართა
ბედნიერების  სხივი...

1976  წ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები