ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2009


ქაოსების ორგია (პოეზია)

ღამე,ბარი,კოქტეილი,
ქალები,მუსიკა,განათება ფერადი,
გალეშილი სახეები,ღრიანცელი,ყვირილი,
ტირიან და იცინიან ყველანი.

ვიღაც შუშით ვენას იჭრის,
ზოგიც ქალმა გაწირა,
აქ უაზრო ქაოსების არის მძაფრი ორგია,
დამსხვრეული ბრწყინვალება ყველამ დაინაწილა,
შეშლილა "გეორგია".

ცისფერები ყავას სვავენ სადღაც ბარის კუთხეში,
სუფთა ფურცელს დაეღვარა მელანი,
შევითვისეთ რაც ცუდია ყველაფერი,
"ევროპისკენ"მივისწრაფით ყველანი.

პლანის კვამლში გახვეულებს ჭიპი უჩანთ"ქალწულებს"
შეგზარდება,აქ ცოცხალთა მორგია,
ბარში აურზაურია,
გარეთ აურზაურია,
გახრწნილა "გეორგია".

თვალს არ ვახელთ,ბრმად მივყვებით შავ დინებას,
კარგის სწავლა ძნელია,
ყველგან ბნელა,სრულ სიბნელეს მიგვაჩვიეს,
დღეს ნათელიც ბნელია...

გაბავშვებულთ კამფეტებით გვატყუებენ
რუსი ძიძა,ევროპელი გადია,
წასასვლელი არსად გვიჩანს,დღეს ჩვენს ირგვლივ
ამერიკულ ობობების ბადეა.

შხამი წვეთავს ჩვენს ძარღვებში სასიკვდილო,
ყველაფერი დაწყნარდა და გაჩუმდა,
ჩამქრალია ქართულ სულში სიბრძნის ცეცხლი,
ფარი გატყდა,გორდა ხმალი დაჩლუნგდა.

ძმა ძმას სწირავს,ყველაფრისთვის გაიმეტებს,
უცხოელს კი მოვახვიეთ მანტია,
სხვათა ზრუნვით ისევ კვნესის საქართველო,
თითქოს ესეც ჩაწყობილი კარტია.

გამყიდველი,გამძარცველი არ გველევა,
სიმართლის ხმა ყელში ძლივსღა ხრიალებს,
არწივივით დაჭრილია საქართველო,
მის გარშემო ყვავ-ყორანი ტრიალებს.

დავივიწყეთ სულხან-საბა,რუსთაველი,
ქართულ ცაზე "ბრწყინავს" ჰარი პოტერი,
გარემიქსდა გონაშვილი,ავანგარდით
"დაგვიმშვენდა" ჩვენ ქართული ნოტები.

იყიდება დღეს ქართული საგანძური
სატირალ და სასაცილო გროშებად,
მინავლულა ჩვენს სულებში აღმაფრენა
ქარი არ ჰქრის,არ ფრიალებს დროშები.

მზე ამოდის,მაინც ირგვლივ წყვდიადია,
საქართველოს ზეცა სისხლმა შეღება,
ჩვენ გულს ვუხსნით,ჩვენ კარს ვუღებთ ყველა მსურველს,
ამიტომაც ბოლო ნელა გვეღება.

გვცივა,გვშია,გამათხოვრდა მთელი ერი,
ხელგაწვდილი უცხო ხალხებს გავყურებთ,
"ვაჟკაცებმა" გაიკეთეს კიკინები
და ყურებზე დაიკიდეს საყურე.

ირგვლივ ისმის გაჭირვებულთ ჩუმი კვნესა,
მათ ძარღვებში სისხლის ზანტი დინება,
ასი წელი როცა გავა,ალბათ მაშინ
ყველაფერი უკეთ გვეცოდინება.

სადღაც გაქრა ჩვენს სულებში სიამაყე,
პიროვნება დღეს შეცვალა ლაქიამ,
ძმა მოჰკალი,ანდა სადღაც გააძევე,
საბაქიო რა გაქვს მითხარ ბაქიავ!

მაგრამ ვფიქრობ:_ალბათ ღმერთი არ გაგვწირავს,
ცად გაბრწყინდი შენ,ღვთისმშობლის ნათელო!
გადაარჩენს სიყვარული,ერთგულება,
ჩვენს ტანჯულ საქართველოს.

ჯერ კი ვხედავ ბრმად მივყვებით შავ დინებას,
სუფთა ფურცელს დაეღვარა მელანი...
გადაგვარდა საქართველო,გადაგვარჩენს
ერთმუშტად თუ შევიკვრებით ყველანი.
                                   
                                    დმ.2004წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები