ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
3 დეკემბერი, 2009


ვცხოვრობ "ვითომში"...


  ვცხოვრობ "ვითომში",
  ტყუილ-მართლის
  ვწრუპავ კოქტეილს.
  ვითომ სიყვარულს
  მიუთოვებს ღამით ლოგინი.
  გამოვრთე ყველა ემოცია
  გულამომტენი
  და ყველაფერი
  გაგულგრილდა
  ირგვლივ მორგივით.
  ვითომ სიხარულს,
  ვითომ ღიმილს,
  ვითომ ახალ წელს,
  უჭმელ ბავშვივით
  ლუკმა-ლუკმა
  ჩემს თავს ვატენი.
  როცა ფანჯრებზე
  ფიქრის მძიმე
  ფარდებს გადავწევ,
  ჩანს სინამდვილე,
  ნაღვლიანი
  და გულნატკენი...

 
  უბრალოდ, წარსულს გამოვუარე...

  მომოფანტულა ფოთლის სადაფი,
  ქარი დროდადრო სუნთქვას ანელებს,
  ჩავყევი ფიქრებს ხსოვნის სარდაფში,
  ჯერ არ გამშრალა წლების სამელნე...
მინდა ვიპოვო დღე დღეთა შორის
უდარდელობის ფერით მოსილი.
და დრო ასეთი ახლო და შორი
გამოვიცვალო ძველ სამოსივით.
მიმოფანტულა ფოთლის სადაფი,
ქარი კი ხეებს ახევს ვუალებს.
ფიქრებს ჩავყევი ხსოვნის სარდაფში,
უბრალოდ, წარსულს გამოვუარე...

   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები