ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2009


გაერთეთ!- (ჩემი ვერსიფიკაციული თამაშებიდან)

მეტისმეტი სერიოზულობა უკვე სასაცილოაო- უთქვამს ბრძენს.

  ჰოდა. აი პატარა  პალინდრომები!-  სახეობა  ანტიკური ლექსისა , რომელსაც მეორენაირად  ’’მაგიურ კვადრატსაც’’ უწოდებენ.
  რომელი კუთხიდანაც არ უნდა დაიწყოთ ამ ტექსტის კითხვა, გინდა წაღმა, გინდა უკუღმა, მუდამ იგივე გამოვა .იგივეა ყოველი  ვერტიკალი და ჰორიზონტალი, მარჯვნიდან წაიკითხავთ თუ მარცხნიდან.( ცხადია, სარკული პრინციპით) 

      გაფრთხილებთ, ამის კეთებამ  პასიანსივით საშინელი მიჩვევა იცის  და  მე თვითონ ძლივს გამოვეხსენი.ადრე ბევრი მქონდა , რაც კარგი გამომივიდა , მეგობარ მხატვარს ვაჩუქე დაბადების დღეზე,  .. მერე იმან სხვათა შორის, ერთ თავის ნაცნობ მეპალინდრომეს აჩვენა და  გამოქვეყნდა კიდეც, ავტორის მიუთითებლად. ესენი, რომელიც სადღაც, ფურცელზე  შემომრჩენია, არ არის მთლად წარმატებული ნიმუშები ,ყველაზე რთული მაინც ამ ვერსიფიკაციული  ნათამაშევის სემანტიზაციაა, რაშიც სათაური ასე თუ ისე ეხმარება ავტორს, რაღაც კონტექსტს შემოწერს, რომელშიც შესაძლოა ამან როგორც  შინაარსის მქონე ტექსტმა’’იმუშაოს’’,  მაგრამ თუ დაგაინტერესებთ და  დაუკვირდებით,სქემად მაინც გამოგადგებათ.  დროდადრო , მოცალეობის ჟამს შეგიძლიათ გაერთოთ. იქნებ რომელიმე თქვენთაგანს გაქვთ კიდეც შექმნილი ამისი ნიმუშები და კომენტარებში დადოთ ,  ან მე - სხვაც გამახსენდეს:


განქორწინება მორწმუნესთან
- - - - - - -- - - - - - -- - - - - - --

დ    ა,  რ    ა    დ
ა    ც    ო    ლ    ა  ?
რ    ო    გ    ო    რ
ა    ლ    ო    ც    ა
დ    ა    რ    ა    დ!



ბაზარში:სამად მომეცი ეგ ატამი, შვილო, მეტი არა ღირსო
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

-ს    ა    მ    ა    დ
ა    რ    ა,  დ    ა!
მ    ა    მ    ა    მ
ა    დ    ა    რ    ა
დ    ა    მ    ა    ს.


მიამიტი  მოახლის პასუხი შენიშვნაზე, რომ მისი შესადარ-შესაფერი არ  იყო  მამის ხნის კაცი
- - - - - - - - - - - - - - - -- - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - -

-მ    ა    მ    ა    დ    ?!
ა    რ    ა    დ    ა,
მ    ა    დ    ა    მ,
ა    დ    ა    რ    ა
დ    ა    მ    ა    მ.



ხევსურული სატრფიალო
- - - - - - - - - - - - - - - - - -

დ    ა    ვ    ა    ლ
ა    რ    ა    ღ    ა ,
ვ    ა    ჟ    ა    ვ,
ა    ღ    ა    რ    ა
ლ    ა    ვ    ა    დ.


იმერული ჭორაობა  აზიელ ცისფერთა ტრფობაზე
----------------------

-ა  დ    ი    დ    ა
დ    ა    მ    ა    დ...
-ი    მ    ა    მ    ი
დ    ა    მ    ა    დ ?!
-ა ,  დ    ი    დ    ა!


ფრივოლური  მრჩობლი  პალინდრომი ანუ რა უჩურჩულა დარომ მორისმჭრელ ომარას
- - -  - - - - - - - - - - - - - - - -- - - -- - - - -- - - -
-მ    ო    რ    ა    დ?!
ო    მ    ა    რ    ა,
რ    ა    ხ    ა    რ,
ა    რ    ა    მ    ო!
-დ    ა    რ    ო    მ-

-მ    ო! - რ    ა    დ,
ო,  მ    ა    რ    ა?
რ    ა -  ვ    ა    რ?
ა    რ    ა,    მ    ო,
დ    ა,    რ    ო    მ...

- - - - - - -- - - - - -- - - - -
მრჩობლი- ნიშნავს ორს, წყვილს და ა.შ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები