გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად
დაბადება, თავი მეორე, 7
შენ იღვიძებ შებინდებისას და ნანობ, ისევ რომ ვერ ნახე განთიადი, რადგან გათენებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაგეძინა. დროს ქვიშის საათით ზომავ, რადგან გსურს მეტი ივარაუდო. გამუდმებით წუხარ, რომ ვერ ისწავლე შუშაში ისე გავლა, რომ არაფერი დაიზიანო და მინც ძალიან გეამაყება ეს ჭრილობები, ამიტომ აგრძელებ გულმოდგინე ვარჯიშს ყოველდღე გათენებამდე და შებინდებისას (ანუ დაძინებამდე და გაღვიძებისას). გამოწვრთნილი გადიხარ გარეთ. წვრილი ფეხებით და მყარი ნაბიჯებით დადიხარ პლანეტაზე სადაც სავარაუდოდ უთვალავი აღმართია და ფიქრობ, რომ აღმართების რაოდენობა, სულაც არ უტოლდება დაღმართების რაოდენობას, რადგან აღმართზე ყველა ნაბიჯის ადგმისთანავე უკან მორჩენილი მონაკვეთი ქრება. ჩვენ კი არასოდეს ვიყურებით უკან და როცა ავალთ და მოვიხედავთ, მხოლოდ მაშინ ვხვდებით, რომ ჩვენს უკან დაღმართის ნაცვლად უფსკრულია, წინ კი ჩარაზული კარიბჭე ცისკენ. დგახარ აღმართის წვერზე და აკვირდები კაცს, რომელიც წესით ვერტიკალური უნდა იყოს, მაგრამ სამუკუთხაა (თუ წარმოვიგენთ სწორ ხაზს მისი ტერფებიდან თავამდე) და ვერ მიმხვდარხარ იმიტომ არის ასე ძალიან წელში მოხრილი, რომ ყოველდღე უწევს ამ აღმართის ავლა, თუ იმიტომ ადის ამ აღმართზე ყოველდღე და ასე გაჭირვებით, რომ ძალინ არის წელში მოხრილი და უფრო სამკუთხაა, ვიდრე ვერტიკალური. იქნებ ეს აღმართი მთავარი აღმართის შემცირებული სახე, ანუ მიკრო აღმართია და ეს წელში მოხრილი მოხუცი ყოველდღე ასრულებს იმ მიკრო რიტუალს, რომლის სრული და ნამდვილი ფორმა დაბადებიდან გარდაცვალებამდე მანძილია, როგორც ერთი სახლი მიკრო სამყარო, ერთი ოჯახი – მიკრო კაცობრიობა, ერთი ადამიანის გასაჭირი – მიკრო კატასტროფა და ერთი მკვლელობა – მიკრო წარღვნა. უყურებ სამკუთხა კაცს და ხედავ, რაც უფრო მაღლა ამოდის აღმართზე, მით უფრო ქვემოთ მიდის თავი და უფრო მძიმდება ნაბიჯები. ამიტომ უფრო გიმწვანდება თვალები და გინდა, რომ იმოქმედო. მაგრამ რადგან აქ სამოქმედო ცოტაა, რადგან აქ აღმართები გასაქანს არ გაძლევენ, რამდენიმე მარტივი ნაბიჯით უახლოვდები სახეგაბრწყინებულ ორსულს, შუბლს მუცელზე ჩამოადებ და შიგნით მოწრიალეს, ჰაერი და სივრცე რომ აღარ ჰყოფნის, ჩასძახებ: - ნუ დაიბადები! რადგან აქ დღეს ყოველთვის მოსდევს ღამე და ეს ღამეები ზამთარში საშინლად გრძელია. - ნუ დაიბადები! რადგან აქ ხშირად ზამთრდება და ეს მოკლე დღეები და აუტანელი ყინვები გულს გვიწყალებენ. - ნუ დაიბადები, რადგან მალე მოთოვს და მოყინავს აღმართებს, რომლებზეც გამუდმებით გვიწევს სიარული, მძიმე ჯვრებით მხრებზე, ზურგზე და თავზე. - ნუ დაიბადები, რადგან შეგიყვარდება ცხოვრება მტანჯველი და ვეღარ დასთმობ. - ნუ დაიბადები იქ, სადაც მთავარი საზრუნავი მთავარის ძიებაა, გამუდმებით და სულიერი და მატერიალური სიმდიდრეების მუდმივი ჭიდილი, რადგან ჯერ ვერავინ იპოვნა შუალედი, სადაც მოისვენებს, და ამ ბრძოლაში ისე ვიღვენთები და ვინისლებით, ჩვენვე აღმოვაჩენთ ხოლმე ჩვენს დაპატარავებულ თავებს ძველმანების ყუთში, უსარგებლო ნივთების საყრელზე. ამიტომაც გამხდარა სამყაროს მთავარ ცოდვად სასოწარკვეთილება. რომელიც სენია, უკურნებელი და მხოლოდ ხანგამოშვებით შეგვიძლია მისი გაფერმკრთალება. - ნუ დაიბადები! შენი სახლი ხომ მრგვალია, ჩვენი სახლები კი კუბიკებს ჰგვანან. იყავი თბილად. იცოდე, სანამ პატარა ხარ ხელებში დიდი ძალა გაქვს, რომელიც ზრდასთან ერთად გეცლება, ამიტომ მაგრად ჩაეჭიდე მას, რაც შენს მრგალ სახლთან გაკავშირებს. ნუ გადააჭრევინებ! რადგან მერე მთელი ცხოვრება გაგტანჯავს ეს ხელოვნურად შექმნილი დისტანცია. იყავი იქ, სადაც დედა გკვებავს, გათბობს და გიცავს, თვითონაც რომ ვერ აცნობიერებს ისე, რადგან თუ დაიბადე ამ ყველაფრისთვის გაზღვევინებს, გააცნობიერებს, თვითონ ჩაგეჭიდება მთელი ძალით და აღარ გაგიშვებს.
- და თუ მაინც გაჩნდი, გიყვარდეს ის, რაც თვითიონ სიყვარულია. დააკვირდი სეზონების მონაცვლეობას და ერთმანეთში გარდამავი დღეების სილამაზე აღმოაჩინე. ეს ყველაზე რთულია, მაგრამ დიდ სიამოვენაბს მოგანიჭებს; უბრალოდ დაიჯერე, რომ მდიდარი ხარ, რადგან გჯერა ჰაერით საზრდოობის, გამჭვირვალე ფრთების, ურთიერთობებით მოგროვილი ფუფუნების. დაიჯერე, მაგრამ არავის გაუმხილო, რომ მეფე ხარ, თორემ დაგამსხვრევს და მიწასთან გაგასწორებს გადმონთეხეული ირონია. და მოგეხსნება ჯვრები, რომლის გარეში აღმართებზე პეპელასავით აფრინდები და იქ კი სულ გელის და გველის ადამიანების მძერწავი, თუ სულის ჩამბერი. სავარაუდოდ.
... შენ ისევ ფიქრობ – რომ სული არასოდეს იცვლის ფორმას, მაგრამ მაინც მზრდადია, ანუ პროგრესირებადი, მაგრამ ხშირად რეგრესირებადიც, და ამ უკანასკნელის გამო კიდევ უფრო გიმწვანდება თვალები. როცა ქალად ქცეული გოგონები ბავშვებს ბადებენ, შენ გულში ნაგროვები მბრჭყვინავი კრისტალები გცვივა თვალებიდან, სიხარულისგან და ჯიუტად იმეორებ, რომ არასოდეს დასრულდება სიცოცხლის მუსიკა. ჯიუტად აგძელებ ვარჯიშს, რომ შუშებში დაუზიანებლად გახვიდე, ყოველდღე გათენებამდე და შებინდებისას და არავინ იცის, მართლა გიმწვანდება თუ არა თვალები უფრო, როცა სევდიანი ხარ.
იქნებ ეს აღმართი მთავარი აღმართის შემცირებული სახე, ანუ მიკრო აღმართია და ეს წელში მოხრილი მოხუცი ყოველდღე ასრულებს იმ მიკრო რიტუალს, რომლის სრული და ნამდვილი ფორმა დაბადებიდან გარდაცვალებამდე მანძილია, როგორც ერთი სახლი მიკრო სამყარო, ერთი ოჯახი – მიკრო კაცობრიობა, ერთი ადამიანის გასაჭირი – მიკრო კატასტროფა და ერთი მკვლელობა – მიკრო წარღვნა.
ჯიუტად აგძელებ ვარჯიშს, რომ შუშებში დაუზიანებლად გახვიდე, ყოველდღე გათენებამდე და შებინდებისას და არავინ იცის, მართლა გიმწვანდება თუ არა თვალები უფრო, როცა სევდიანი ხარ.
ჩემი ჯიუტი მწვანეთვალება....:-*

"ერთი სახლი მიკრო სამყარო, ერთი ოჯახი – მიკრო კაცობრიობა, ერთი ადამიანის გასაჭირი – მიკრო კატასტროფა და ერთი მკვლელობა – მიკრო წარღვნა."
"ნუ დაიბადები, რადგან შეგიყვარდება ცხოვრება მტანჯველი და ვეღარ დასთმობ"
"გათბობს და გიცავს, თვითონაც რომ ვერ აცნობიერებს ისე, რადგან თუ დაიბადე ამ ყველაფრისთვის გაზღვევინებს, გააცნობიერებს, თვითონ ჩაგეჭიდება მთელი ძალით და აღარ გაგიშვებს."
"არავის გაუმხილო, რომ მეფე ხარ, თორემ დაგამსხვრევს და მიწასთან გაგასწორებს გადმონთეხეული ირონია"
რომელი ერთი დავაკოპირო?
ძალიან კარგია, ძალიან...
"ერთი სახლი მიკრო სამყარო, ერთი ოჯახი – მიკრო კაცობრიობა, ერთი ადამიანის გასაჭირი – მიკრო კატასტროფა და ერთი მკვლელობა – მიკრო წარღვნა."
"ნუ დაიბადები, რადგან შეგიყვარდება ცხოვრება მტანჯველი და ვეღარ დასთმობ"
"გათბობს და გიცავს, თვითონაც რომ ვერ აცნობიერებს ისე, რადგან თუ დაიბადე ამ ყველაფრისთვის გაზღვევინებს, გააცნობიერებს, თვითონ ჩაგეჭიდება მთელი ძალით და აღარ გაგიშვებს."
"არავის გაუმხილო, რომ მეფე ხარ, თორემ დაგამსხვრევს და მიწასთან გაგასწორებს გადმონთეხეული ირონია"
- და თუ მაინც გაჩნდი, გიყვარდეს ის, რაც თვითიონ სიყვარულია. დააკვირდი სეზონების მონაცვლეობას და ერთმანეთში გარდამავი დღეების სილამაზე აღმოაჩინე. ეს ყველაზე რთულია, მაგრამ დიდ სიამოვენაბს მოგანიჭებს; უბრალოდ დაიჯერე, რომ მდიდარი ხარ, რადგან გჯერა ჰაერით საზრდოობის, გამჭვირვალე ფრთების, ურთიერთობებით მოგროვილი ფუფუნების. დაიჯერე, მაგრამ არავის გაუმხილო, რომ მეფე ხარ, თორემ დაგამსხვრევს და მიწასთან გაგასწორებს გადმონთეხეული ირონია. და მოგეხსნება ჯვრები, რომლის გარეში აღმართებზე პეპელასავით აფრინდები და იქ კი სულ გელის და გველის ადამიანების მძერწავი, თუ სულის ჩამბერი. სავარაუდოდ.
ძალიან ფაქიზი სულის პატრონის ხარ :-* ყოჩაღ :-* ძალიან

ცუნცულ , მაინც მოვედი, და მიუხედავად იმისა რომ არ არის აუცილებელი, მაინც გიპასუხებ :))
ხომ იცი არ მქონდა საქმარისი დრო, უფრო უკეთსად განზოგადებისთვია, ანუ იმისთვის რაც ჩემთვის ყველაზე რთულია და არადა აუცილებელი (ყოველშემთხვეაში არაპირადი წერილებისთვის) მაგრამ მერე დაგვიანდებოდა :)
გარდა ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ სიბნელე და გამყვინვარება მარტო ჩვენი პრობლემა არ არის :) სამწუხაროდ. და არც ეს "გერძელი ღამეები" და რავიცი, არ ვიცი, მე ასე მგონია, ასე ვფიქრობ, ასე ვვარაუდობ :))
და მაინც ვერ გავიგე ოტტოს რა უნდოდა. რა უცნაურია არა? ეგ ბიჭი ყოველთვის ახერხებს ისე ივარაუდოს რომ თვითონაც ევრ მიხვდეს რას ვარაუდობს :)) ოტტო ბეეეეეეეეეე :P

ნი, ისევ მოვედი მე და სულ მოვალ... მიხარია, რომ ეს ყველაფერი ჩემია... იცი, ვფიქრობ უნდა დადებულიყო თუ არა აქ :) ჯერ ვერ მოვიფიქრე, ისევ ვფიქრობ... დღესაც ვერ ვნახავ როგორ თენდება, ზამთრის ღამეები ხომ ასეთი გრძელია და ძნელიც. მომინდა გულახდილობა, მე ხომ გულახდილი ვარ, რა მოხდა შენ გვერდზე თუ ვიბოდებ, ხომ არაფერი მოხდება ნი?..
იცი, ადამიანებმა საერთოდ არაფერი იციან, მაგრამ მათი ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, რომ უმეტესობას ვარაუდიც არ შეუძლია... დღეს რომ ადგები, ამას ნახავ და გაიღიმებ, მე, ს ა ვ ა რ ა უ დ ო დ ღრმა ძილში ვიქნები, მაგრამ მეც გაგიღიმებ :)
აი, ასე, კომენტარად მომინდა ამის თქმა. მომიტევონ ადამიანებმა ეგზომი გულახდილობა.

ნიი... ახლა მართლა ძალიან გამიმწვანდა თვალები, იმიტომ რომ კრისტალები მომდის, მაგრამ ვერ ვხვდები სევდისაა თუ უზომო სიხარულის. ჩვენ კიდევ ვივარაუდებთ დაუსრულებლად და ძალიან, ძალიან ბევრს და პლანეტებსაც ერთად გადავახტებით და მე გპირდები, რომ გათენებასაც მოვასწრებ, გამოვსწორდები... და მადლობა, რომ შენ ხარ სადღაც ძალიან ახლოს :-* უყვარხარ დადუს.

და თუ მაინც გაჩნდი, გიყვარდეს ის, რაც თვითიონ სიყვარულია. დააკვირდი სეზონების მონაცვლეობას და ერთმანეთში გარდამავი დრეების სილამაზე აღმოაჩინე. ეს ყველაზე რთულია, მაგრამ დიდ სიამოვენაბს მოგანიჭებს; უბრალოდ დაიჯერე, რომ მდიდარი ხარ, რადგან გჯერა ჰაერით საზრდოობის, გამჭვირვალე ფრთების, ურთიერთობებით მოგროვილი ფუფუნების. დაიჯერე, მაგრამ არავის გაუმხილო, რომ მეფე ხარ, თორემ დაგამსხვრევს და მიწასთან გაგასწორებს გადმონთეხეული ირონია. და მოგეხსნება ჯვრები, რომლის გარეში აღმართებზე პეპელასავით აფრინდები და იქ კი სულ გელის და გველის ადამიანების მძერწავი, თუ სულის ჩამბერი

აღმართების რაოდენობა, სულაც არ უტოლდება დაღმართების რაოდენობას, რადგან აღამრთზე ყველა ნაბიჯის ადგმისთანავე უკან მორჩენილი მონაკვეთი ქრება. ჩვენ კი არასოდეს ვიყურებით უკან და როცა ავალთ და მოვიხედავთ, მხოლოდ მაშინ ვხვდებით, რომ ჩვენს უკან დაღმართის ნაცვლად უფსკრულია, წინ კი ჩარაზული კარიბჭე ცისკენ.
არის რაღაც კავშირი აღმართსა და წელმოხრილს შორის...