ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2008


მიოლთ

რახელ რაიმ ხარა, რახელაი,
ანდაც ეგ ღიმილი რახელი გაქვს,
მიოლთ, მივუყვებით, გზა - ქარაფთა,
უღვთო ნაპირებზე გაწოლილა.

რახელ რაიმ ხარა, რახელაი,
ხატზე შეფიცულნი
ნეტა საით მიოლთ,
ჰეჰეჰ,
მაგ თოლების ნაღვერდალი,
ქალავ - ნაპერწკალავ
მახელებს და...

წამო, მამის სახლით გაგიტაცებ,
ვერც ხომ, მდევრები ვერ
მაგვწვდებიან,
ქალავ,
იმ სიყვარულს მოგაგებებ,
ოდენ სიზმარში თუ
გჩვენებია.

რახელ რაიმ ხარა, რახელაი,
ანდაც თოლ-ტუჩები
რახელი გაქვს,
მიოლთ,
მე და შენ და
გზა - ქარაფთა,
უღვთო ნაპირებზე გაწოლილა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები