ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: თარგმანი
10 დეკემბერი, 2009


იმპროვიზაციები მარინა ცვეტაევას თემაზე

 
  ყოველ გაზაფხულს ვეკარგები თავს უიმედოდ,
  და მერე დავსდევ საკუთარ თავს ძაღლის კუდივით.
  ასე მგონია, სულ მგზავრი ვარ, თან უბილეთო
  და არავისთან არ მქონია ბინა მუდმივი...
  რაც თავი მახსოვს სულ მომდევენ წლების ორდები,
  განცდებით სავსე, განსაცდელით უღვთოდ დაღლილნი.
  წრიდან გასული წლები ჩემზე ისევ ფსონს დებენ,
  მხოლოდ ლექსებმა თუ იციან მართლა რად ვღირვარ...
  ყოველ გაზაფხულს ბორიალი ხალხში მეწყება,
  და არც ის ვიცი, ვის და რატომ ვეძებ ქაოსში.
  დაბადებიდან ალბათ შუბლზე ასე მეწერა,
  რომ ვერ მეპოვა სულის შვება სააქაოში.
  ყველგან სასურველ სტუმრად მთვლიან, ყველას ვუნდივარ,
  მოხუცებულთან კოჭს ვაგორებ, ვმღერი ბადიშთან.
  მე მხოლოდ ხმა ვარ, მხოლოდ მზერა ქალის უბიდან,
  ცოლების მზერა ეჭვით ჩემზე არ მიანიშნებს.
  საყვარლებს ჩემთვის ოქროს კოშკი არ აუგიათ,
  არც მე გავშლილვარ მათ ფერხთა ქვეშ რბილი ნოხივით.
  შენი სახლისკენ მოვდიოდი, მაგრამ სულ გვიან
  და ყველა კოშკი მომიჩანდა თვალში ქოხივით.
  სრა სასახლესაც ჩემთვის მხოლოდ ჩალის ფასი აქვს,
  თუ სიყვარული შიგ არ სახლობს მთელი სიმაღლით.
  დაბადებიდან ასეთი ვარ, ახლაც ასეა
  და მხოლოდ შენსკენ მოდის ჩემი გზების სიმართლე...             
 
  Я всё с пути сбиваюсь, особо весной,
  Я всё-ж по людям маюсь, как пёс под луной.
  Желанная всюду гостья, всем спать не даю,
  Я с дедом  играю в кости, а с внуком пою.
  Ко мне не ревнуют жёны, я голос и взгляд,
  И мне ни один влюблённый не вывел палат.
  Хоромы – как сноп соломы, ничего,
  Мой путь ни лежит мимо дому твоего...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები