მე ყოველ ღამე მოვდიოდი შენთან, მომქონდა ვარსკვლავების ფერადოვნება, ყელზე მეკიდა მძივად ასხმული, ჩემი ლოცვების ჰაეროვნება.
მე ყოველ ღამე გჩუქნიდი ამ მძივს, და ყოველ დილით გიქმნიდი ახალს, თხელი თითებით ვეფერებოდი ჩემი ლოცვების სევდიან ასხმას.
ფართოდ ვაღებდი გულის დარაბებს, ბოქლომს ვტოვებდი საწოლის თავთან, გახსნილი გულით შენთან მომქონდა სუფთა გრძნობების ვულკანი, თავსხმა...
და არ იცოდი, რომ შენთან მოსულს მე კარის ზღურბლთან მიცდიდა ქრისტე, მე ვთხოვდი, ღამით შენ გამომყევი შემეშინდება მარტოკას ისე...
სჩანს, არ იცოდი, რომ არც ერთ ღამეს შენთან დარჩენა არც მიფიქრია, მე ხომ კარებთან მიცდიდა ქრისტე, ვისთვისაც სული ბრმად მიმიძღვნია.
გთხოვ, ნუ დამწამებ დღეიდან ღალატს, შენთან დარჩენა არ შემიძლია. მე კართან მიცდის მშობელი - ქრისტე, ეს სული შენთვის არ შეუქმნია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. რაღა დაგიმალო და არც მე მომწონს მთლად :) რაღა დაგიმალო და არც მე მომწონს მთლად :)
25. გმადლობ, როისაც დიდი მადლობა:) მიხარია, თუ მოგეწონათ:) გმადლობ, როისაც დიდი მადლობა:) მიხარია, თუ მოგეწონათ:)
24. მე და როიმ წაგიკითხეტ ლიტ. პალიტრაში :) ყოჩაღ! ;)
მე და როიმ წაგიკითხეტ ლიტ. პალიტრაში :) ყოჩაღ! ;)
22. :) 5 შენ თბილი ხარო ძალიანო :) 5 შენ თბილი ხარო ძალიანო
20. პირველი და ბოლო სტროფები სუსტია ძალიან ციცან :) იქნება გადაგეხედა? 4 პირველი და ბოლო სტროფები სუსტია ძალიან ციცან :) იქნება გადაგეხედა? 4
18. ყველას დიდი მადლობა, განსაკუთრებით ქალბატონ მარიამს, მიხარია, რომ გინახავთ.. არ ვიცი.. იმედია არ დავაშავე, რომ გავბედე... ყველას დიდი მადლობა, განსაკუთრებით ქალბატონ მარიამს, მიხარია, რომ გინახავთ.. არ ვიცი.. იმედია არ დავაშავე, რომ გავბედე...
17. ციცანა, გილოცავ პუბლიკაციას"პალიტრაში" , ლამაზო და მშვენიერო :) ციცანა, გილოცავ პუბლიკაციას"პალიტრაში" , ლამაზო და მშვენიერო :)
15. გთხოვ, ნუ დამწამებ დღეიდან ღალატს, შენთან დარჩენა არ შემიძლია. მე კართან მიცდის მშობელი - ქრისტე, ეს სული შენთვის არ შეუქმნია. :) ლამაზია გთხოვ, ნუ დამწამებ დღეიდან ღალატს, შენთან დარჩენა არ შემიძლია. მე კართან მიცდის მშობელი - ქრისტე, ეს სული შენთვის არ შეუქმნია. :) ლამაზია
14. გთხოვ, ნუ დამწამებ დღეიდან ღალატს, შენთან დარჩენა არ შემიძლია. მე კართან მიცდის მშობელი - ქრისტე, ეს სული შენთვის არ შეუქმნია. თბილო:)
5 გთხოვ, ნუ დამწამებ დღეიდან ღალატს, შენთან დარჩენა არ შემიძლია. მე კართან მიცდის მშობელი - ქრისტე, ეს სული შენთვის არ შეუქმნია. თბილო:)
5
13. უი, ეს გიოს ვუპასუხე, თორე ძვირფასი ბევრია, აბა რა... უი, ეს გიოს ვუპასუხე, თორე ძვირფასი ბევრია, აბა რა...
12. კი... სამწუხაროდ... :( კი... სამწუხაროდ... :(
11. ბევრი გყავს ძვირფასი..ბევრი..კიდევ.. ჩემო პატარა.. ბევრი გყავს ძვირფასი..ბევრი..კიდევ.. ჩემო პატარა..
10. თუმცა სხვებიც აკლია... რამდენი ძვირფასი ყოფილა აქ... თუმცა სხვებიც აკლია... რამდენი ძვირფასი ყოფილა აქ...
9. აი, შენ აკლდი ამ ძვირფას ადამიანებს და შენც შემოემატე... აი, შენ აკლდი ამ ძვირფას ადამიანებს და შენც შემოემატე...
8. ძვირფასი ადამიანები დამხვდით აქ... ყველა მიყვარხართ... ძვირფასი ადამიანები დამხვდით აქ... ყველა მიყვარხართ...
4. გაიხარე შენ! გაიხარე შენ!
1. მიყვარხარ.. მიყვარხარ..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|