ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2008


გიტარიდან

გული, სარეცხივით გაწურული,
ზოგჯერ ტკივილებსაც  იდღაბნიდა,
ჟღერდა, როგორც ჩუმი, თბილი ნოტი
ოსტატის დაკრული გიტარიდან.

ზოგჯერ თბილი სიტყვა უფრო გვიჭირს,
ვიდრე შეგროვილი ასე ხურდა...
ვფიქრობ, მიწისქვეშა გასასვლელში,
ქუჩის მუსიკოსის გაწვდილ ქუდთან.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები