ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინოგამრეკლიძე
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2008


რომ...

დაკვალულ ძარღვებს
ეწვის  ტკივილი
,როგორც გვალვის დროს
მიწას სახნისი...
რომ ყოველ დილით
ლექსზე ტირილით,
თავს იკლავს
ურჩი დიასახლისი.

მე შენი სულის
კაბა მაცვია,
შემოტმასნილი
მაღალ თეძოზე.
შენზე იტყვიან:
"კარგი კაცია",
ჩემზე იტყვიან,
-უბრალოდ , ცოლზე...

რომ გვირილებთან
შეხვედრით ვკვდები,
რომ დარდისაგან
გახმა სხეული.
რომ მებუტება
ჯიუტი წლები,
რომ გიჟი ვარ და
გ ა დ ა რ ე უ ლ ი...

...აჰა, მივდივარ.
ნუ მეტყვი რამეს!
დავიხრჩო სუნთქვად,
ფერი ვიცვალო...
ამაღამ უნდა
შევაკვდე მთვარეს,
რომ მის მკლავებში
გ ა რ დ ა ვ ი ც ვ ა ლ ო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები