 | ავტორი: თიო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 31 დეკემბერი, 2009 |
(წაიკითხე... )
დღეს ქუჩა არ მინახია.. დღეს ფანჯარაშიც არ გამიხედავს... ხვალეც სულ 20 წუთით ვიქნები გარეთ.. არ მინდა გარეთ.. ... ჩემი სახლი_4 მეტრია.. აქაა წერა.. კითხვა და ფიქრი.. და კიდევ სიჩუმე... და კიდევ.. ხრჩობა........ ... წაიკითხე ის, რაც მოაღწევს.. წაიკითხე იმ სიმშვიდიდან_რომელიც გამჭვირვალე სახურავის ქვემოთაა... _სახურავის, რომელსაც ვეღარასოდეს ავხდი... წაიკითხე.. შენელებულია გული და გაფანტული.. მოდებული და გაბნეული... გამოდებული და გაქცეული... წაიკითხე_სანამ ფეთქავს... .... მალე ვეღარ ვიფიქრებ_რადგან სითეთრე წაშლის ფერებს და სუნთქვას ჩააქრობს... დედამიწა ჩაიკეცება მთვარესავით და დაიკარგება მიწა_სადაც ბავშვები აცხობდნენ პასკებს.. სადაც ერთმანეთს მალავდნენ სასაფლაოებში... დახუჭე თვალები და გულით წაიკითხე _ როგორც ბრმამ..
მიგრძენი.. ...... ...... სანამ დავეხსნები ჰაერს...
(სიმარტოვე)
* * * .მეგონა მთვარე იყო... მერე დავუკვირდი და... ვარსკვლავებიც კი არ ჩანდნენ.. გულში ვუსმენდი მუსიკას და სიარულითაც ისე.. რითმში, სასიამოვნოდ მივუყვებოდი ცარიელ გზას :) ... მერე... ძაღლმა ჩამირბინა... სევდიანმა... ძვლები დაეთვლებოდა და... მომხედა.. თითქოს რაღაც.. თანაგრძნობა იგრძნო!... თან ალბად გამიღიმა!... მე კი პურის ნატეხიც არ მქონდა რომ მიმეცა.. შემრცხვა.. შევიკუმშე.. თვალები ჩამიქრა.. თითქოს იმ ძაღლისკენ მიმავალი სითბო გადავკეტე.. ძაღლი შეკრთა.. გააჟრიალა.. მოასწრო თვალებში თბილად და მაინც მადლიერად ჩახედვა და... გაიქცა... ... მერე სულში ისეთი სიმარტოვე იყო და.. დარდმა ... გამათბო ... ამაო ვარ... მხოლოდ ვგრძნობ.. და არაფრის გაკეთება კი არ შემიძლია.. სულ ასეა...
* * *
დღეს მეტეხიდან ჩემოვდიოდი ხიდზე... ჩემს წინ, მოშორებით პატარა, შავყურება ლეკვი გამოსულიყო სიბნელიდან ტროტუარზე.. უცებ წინ ბიჭმა ჩაუარა.. ლეკვმა ჩამოყრილი ყურები დაცქვიტა და მხიარულად გაეკიდა, ფეხებში მოედო.. ბიჭმა წამით წაიბორძიკა და.. იგივე ნაბიჯით გზა განაგრძო.. ლეკვს რაღაც გაუხარდა.. “პატრონი ვიპოვე.. პატრონიი.. ხომ იქნები ჩემი პატრონი?!..”.. გაეკიდა ბიჭს.. მაგრამ ვეღარ დაეწია.. მის პაწია გულში სითბო უფრო ცოტა დარჩა.. მე კი,.. აჩქარებული, ქუჩის მეორე მხარეს გადავედი!.. ლეკვმა ვეღარ შეამჩნია!.. მისი გული ალბად ჯერ კიდევ თბილია.. მაგრამ.. ზამთარი მოდის... რატომ არ შემიძლია გამოვხატო და გავაკეთო ის, რაც მინდა!?!.. უღირსი და გულქვა ვარ.. და კიდევ.. ღარიბი.. მე ერთი ლეკვის შენახვაც კი არ შემიძლია..
მოყინა..
* * *
სად? ... გრძეეელი გზა იყო... სიჩქარემ დაკარგა დრო... გაქრა მოლოდინ _ როგორც ასეთი და ჯერ არ ასულს, უკვე ვარდნის თავისუფლება უყინავდა გულს... სიმშვიდე... ! ... ჭარბი ენერგია კონტროლს ადუნებს და ანგელოზებს აფრთხობს... სიურჩე მონოს ყურსასმენელივითაა_უსრული ცდაა გაგებისა.... თქმა... კარი.. ღია ან დახურული _ თვალებით ან სიტყვებით... სიჩუმე ყველაზე ხმამაღალია... გული... ითვლისდა მხოლოდ დიდი სიყვარულით შეიძლება... გაჩერდეს... (ბედნიერებაა!) :) ...... დედამიწაზე კი ერთადერთი წუთი მაჩუქეს! ...
* * *
ისევ გზა.. ფუთები კალთაში.. ხურდები ჯიბეში.. ვიღაც არ ეტევა.. დაგვიანებული ადამიანების დალოდებული თვალები.. დაზიანებული სანთებელას მონოტონურ მოძრაობას გარითმული ლურჯი ნაპერწკლები.. ხასიათი ერთი ჭუჭყიანი მინის იქით თვინიერდება.. თავისუფალი ფანტაზიისა და სულის ილუზიაა... ! ... :) ... კვირტები შევნიშნე.. აკაციის ბუერების სინაზე გაზაფხულით გაბნევს.. :)..._ ეს ერთადერთი დარწმუნებული ასრულებაა!.. მანქანების ფარების სიმკვეთრე თვალებიდან სულს გაცხრილავს.. ამ ღამით ამაზე მეტი სინათლე წარმოუდგენელია!.. გზა სახლამდე მცირდება.. გზა ყოველთვის მცირდება.. სახლი გზისთვის იგივეა _ რაც მზე ღამისთვის! .. ჩემი გაჩერების დროა!.. არ გავცდე! .... "გაჩერებაზე გააჩერეთ თუ შეიძლება.."...
* * * დადიან ადამიანები.. გვიანობით _ დარჩენილები.. ღიმილით _ სევდიანები.. სურათებით _ ულამაზოები.. ოცნებებით _ უიღბლოები.. ენერგიულად _ დაღლილები.. იმედიანად _ ურწმუნოები.. დაბნეულები.. განათებულები.. მჯერა _ არ მჯერა! მცივა _ არ მცივა! ველი _ არ ველი! საღამოა.. მშვიდობისა.. სიკეთისა.. ფიქრისა.. ძილისა.. სიზმრისა.. ხილვისა.. სიყვარულისა.. ღმერთს ებარებოდეთ!
(ყველანიც... დამილოცნიხართ... )
გავჩუმდები... მერამდენეჯერ ვიძახი ასე... ... ... და კვლავ... კედელს ცერცვს ვაყრი... და კვლავ მდუმარედ უცხოებს ვერევი... იქნებ ამ სტროფებში ჩემი სიცოცხლეა?! ... რაღაც ივსება და ქრება... დაღლილ გონებაზე ვწერ და მინდა ეს სიცოცხლეში ბოლო იყოს.. ... ... კიდევ.. ადამიანებს ვუყურებ.. ნაირ-ნაირებს.. ათასბგერებს.. ათასფერებს.. ... ... და გადავწყვიტე... ის, რომ ყველაფერი დროებითია თურმე.. ადამიანის მოკლე.. უმადურ სიცოცხლეშიც კი_მათ ერთმანეთი ბეზრდებათ.. ამოწურავენ ხოლმე ერთმანეთს... სულ.. სულ... (მე კი ადამიანი მეტად მიყვარდება.. _ამიტომ ... მიჭირს.... .........) კიდევ მივხვდი, რომ ადამიანი რომ შინაგანად ცუდად გახდეს... მართლა სულ მარტოდ დარჩება... ამისი არ მჯეროდა.. არასოდეს... ეხლა მივხვდი... (არასოდეს მივატოვებ!...) და კიდევ იმას.. რომ... ყველა სადღაცააა ჩაყინული და არაფერი სწამთ.. და დავიფიცე ცხოვრებაში აღარასოდეს ვიმართლო თავი! ... ჩემი სულის მე ვიცი და ღმერთმა... _და ეს სრულიად საკმარისია... (მთელი გულით მჯერა!..) ... მგონი.. რაღაც მარაზმია ეს ყველაფერი... ... ესეც.. კაცთმოყვარეობის ფარგლებში ვფიქრობდი... ისე კი.. ოოოოოო.......... ... დავიღალე ... "ქუჩაში ერთხელ ..." წავედი ერთი.. გავუყევი მე და... ყველანიც... დამილოცნიხართ.........
* * *
ყინულოვანი ხედი აწყნარებს... რადგან არაფერია გარშემო ხელმოსაჭიდი და კიდურების გაყინვა ლოცვას გიფანტავს.. რა დროს ლოცვაა.. -მომიხსენიე.. აბარებ და მშვიდდები.. ვიღაცამ შენი სულის ნაწილი იტვირთა.. გაიხაროს!... ჩართული ხარ.. ცოცხლად.. თუმცა იცი_რომ დენს გამოგირთავენ!.. არ იდარდო... ატვირთვის დრო_იმაზე გრძელია_ვიდრე გამღერება.. ან .. მოთმინება.. ძალიან პატარა ყოფილხარ! ... ვიღაცეები ყოველთვის წავლენ..
ნეტა მათ!
(მე მინდა შენთვის...)
დღეს დაიხსნებიან სურვილები... რადგან შეეხო გულს როგორც მიწას წყლის გადმომჩქეფარე შხეფები.. და ამოდიან მესიჯები მარჯვენა კუთხიდან... ნუ გგონია რომ გარშემო ისაა_რაც გგონია.. ნურც ადამიანები.. ნურც სუნთქვა.. სიურეალიზმია და ისაა_რაც ინატრე და დაადგინე... და მოგესურვება კანის გახდა როგორც პატარა გაბრაზებულ გოგოს.. მოწიწებით გადადგამ თეთრ ფეხსაცმელებს სისხლის გუბიდან... და გაგაკვირვებს სიჩუმიდან ამოსული ბგერათა კვამლი... ეძებ სიმშვიდეს იქ, სადაც ყველაზე მეტი სჯაა და "დაკავება"... ელი იქ, სადაც სიყვარული მხოლოდ ზურგს შევლებული თვალების ლოცვაა... ... გარიდება.. გალია... შენამდეც უფიქრიათ.. ვიღაც მოვა და აღარ ვიქნებით.. ვიღაც წავიდა და ყველა სხვა გზაშია.. ... მე მინდა შენთვის: სიმშვიდე! სიმშვენიერე და შვება! ღიმილი და სხივი! ბგერა და ფერი! სიმაღლე და იდუმალება! სიყვარული და სახლი! გული და რითმი! ლურჯი და თეთრი! რწმენა და მიზეზი! ... ის, რაც არასოდეს დასრულდება.............. :) ...............
_ _ _
ჩემი ძველი ჩანაწერები ამით ამოვწურე:)) ... ... ღმერთმა ბედნიერი შობა-ახალი წელი მოგმადლოთ! :) ... იხარეთ ორსავე სოფელსა შინა! :) ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
67. დიდი-დიდი მადლობა ნუცი :* :* ... დიდი-დიდი მადლობა ნუცი :* :* ...
66. საოცარი ფიქრები გაქ თიო. :) კარგი ხარ!!! საოცარი ფიქრები გაქ თიო. :) კარგი ხარ!!!
64. :) გმადლობ ფოფი :-* ... :) გმადლობ ფოფი :-* ...
63. პატარა ლეკვის ამბავი მეტკინა :((((( ყველა კარგია
დღეს ქუჩა არ მინახია..-დღეს ქუჩა არ მინაავს ეს ჩაასწორე
დიდი სიამოვნებით დავწერდი ხუთს პატარა ლეკვის ამბავი მეტკინა :((((( ყველა კარგია
დღეს ქუჩა არ მინახია..-დღეს ქუჩა არ მინაავს ეს ჩაასწორე
დიდი სიამოვნებით დავწერდი ხუთს
62. :) მე _ მგონი ვერ მივხვდი :) .... თუმცა მიხარია, რომ თქვენ მიხვდით და თუ მართალი ხართ :) ... გმადლობ შეფასებისთვის! :) :) მე _ მგონი ვერ მივხვდი :) .... თუმცა მიხარია, რომ თქვენ მიხვდით და თუ მართალი ხართ :) ... გმადლობ შეფასებისთვის! :)
61. მივხვდი მაგას, გადავაზუსტე :) მივხვდი მაგას, გადავაზუსტე :)
60. მართალი იყავი და ამიტომ. :) მართალი იყავი და ამიტომ. :)
59. რა იყო ეს? დამცინე, თუ მოგეწონა და ამოტომ ამომაკოპირე? რა იყო ეს? დამცინე, თუ მოგეწონა და ამოტომ ამომაკოპირე?
58. 57. მინახიას წერ და მერე ასწორებ გამიხედავსო? მაგრამ შეგაფასებ მხოლოდ იმით რომ სხვა ჟანრში გაქვს ყველა ნაწერი! სიბილ ვეინი. 2011-05-01 00:25:18 :)) :)) ბოდიში,აქ ნაზად გავიღიმებ და GAVAL... ნაწერი არ წამიკითხაქვს.. ;) 57. მინახიას წერ და მერე ასწორებ გამიხედავსო? მაგრამ შეგაფასებ მხოლოდ იმით რომ სხვა ჟანრში გაქვს ყველა ნაწერი! სიბილ ვეინი. 2011-05-01 00:25:18 :)) :)) ბოდიში,აქ ნაზად გავიღიმებ და GAVAL... ნაწერი არ წამიკითხაქვს.. ;)
57. მინახიას წერ და მერე ასწორებ გამიხედავსო? [-( მაგრამ შეგაფასებ მხოლოდ იმით რომ სხვა ჟანრში გაქვს ყველა ნაწერი!:) მინახიას წერ და მერე ასწორებ გამიხედავსო? [-( მაგრამ შეგაფასებ მხოლოდ იმით რომ სხვა ჟანრში გაქვს ყველა ნაწერი!:)
56. კორექტურები.... :) საგანწყობო... :) კორექტურები.... :) საგანწყობო... :)
55. საინტერესო იყო საინტერესო იყო
53. :) ... საოცარ და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებ!!! :) :-* ................. :) ... საოცარ და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებ!!! :) :-* .................
52. ვიღაცეები ყოველთვის წავლენ..
ნეტა მათ!
აი, ამან კი ამ წუთას ძალიან იმოქმედა . . ვიღაცეები ყოველთვის წავლენ..
ნეტა მათ!
აი, ამან კი ამ წუთას ძალიან იმოქმედა . .
51. დღეს მეტეხიდან ჩემოვდიოდი ხიდზე...
ყოველთვის როცა მეტეხზე მივდივარ და დროის მერე იქიდან მოვდივარ, სულ ფიქრებში ვარ და ბევრი რამე ვიპოვნე ამ ნაწერში ის, რაზეც მეფიქრება ხოლმე, ჩემებურად მეფიქრება, მაგრამ მაინც : ) დღეს მეტეხიდან ჩემოვდიოდი ხიდზე...
ყოველთვის როცა მეტეხზე მივდივარ და დროის მერე იქიდან მოვდივარ, სულ ფიქრებში ვარ და ბევრი რამე ვიპოვნე ამ ნაწერში ის, რაზეც მეფიქრება ხოლმე, ჩემებურად მეფიქრება, მაგრამ მაინც : )
50. თიო სიხარულო მარტლა ზალიან ნიციერი გოგო ხარ მაგრად მსიამოვნებს სენი ნაცერების კიტხვა.მტელი სამკარო ეტევა სენ პიკრებსი კველასგან განსხვავდები სენი სულიტ და პიკრებიტ დზაან მაგარი ადამიანი ხარ გმერტი გპარავდეს თიო სიხარულო მარტლა ზალიან ნიციერი გოგო ხარ მაგრად მსიამოვნებს სენი ნაცერების კიტხვა.მტელი სამკარო ეტევა სენ პიკრებსი კველასგან განსხვავდები სენი სულიტ და პიკრებიტ დზაან მაგარი ადამიანი ხარ გმერტი გპარავდეს
49. :) გმადლობ ღიმილა :) გულით! :) :-* ... :) გმადლობ ღიმილა :) გულით! :) :-* ...
48. ulamazesi nawerebi gaqvs :) :) ulamazesi nawerebi gaqvs :) :)
47. კარგი ხარ.....:) კარგი ხარ.....:)
46. დადიან ადამიანები.. გვიანობით _ დარჩენილები.. ღიმილით _ სევდიანები.. სურათებით _ ულამაზოები.. ოცნებებით _ უიღბლოები.. ენერგიულად _ დაღლილები.. იმედიანად _ ურწმუნოები.. დაბნეულები.. განათებულები.. მჯერა _ არ მჯერა! მცივა _ არ მცივა! ველი _ არ ველი! საღამოა.. მშვიდობისა.. სიკეთისა.. ფიქრისა.. ძილისა.. სიზმრისა.. ხილვისა.. სიყვარულისა.. ღმერთს ებარებოდეთ!
ყველა კარგია მაგრამ ეს გამოვარჩიე +2 დადიან ადამიანები.. გვიანობით _ დარჩენილები.. ღიმილით _ სევდიანები.. სურათებით _ ულამაზოები.. ოცნებებით _ უიღბლოები.. ენერგიულად _ დაღლილები.. იმედიანად _ ურწმუნოები.. დაბნეულები.. განათებულები.. მჯერა _ არ მჯერა! მცივა _ არ მცივა! ველი _ არ ველი! საღამოა.. მშვიდობისა.. სიკეთისა.. ფიქრისა.. ძილისა.. სიზმრისა.. ხილვისა.. სიყვარულისა.. ღმერთს ებარებოდეთ!
ყველა კარგია მაგრამ ეს გამოვარჩიე +2
44. გმადლობ ყველას! :) უფალი თქვენთან! :) :) :-* ... გმადლობ ყველას! :) უფალი თქვენთან! :) :) :-* ...
43. magari avatari giyenia :):) magari avatari giyenia :):)
42. kargiaaaaaaa kargiaaaaaaa
40. ძალიან მომეწონა ყველა, გაიხარეტ ძალიან მომეწონა ყველა, გაიხარეტ
39. ძალიან მაგრებია,კარგია რომ შემტხვევით მოვხვდი აქ... ძალიან მაგრებია,კარგია რომ შემტხვევით მოვხვდი აქ...
38. gaixare,dzalian kargia!!! gaixare,dzalian kargia!!!
37. თბილია...
წარმატებები! თბილია...
წარმატებები!
36. საოცრად თბილია/////ნიჭიერად ნაწერი///55555 საოცრად თბილია/////ნიჭიერად ნაწერი///55555
35. გიორგობას გილოცავთ! :) ... გფარავდეთ წმიდა გიორგი! :) .... გიორგობას გილოცავთ! :) ... გფარავდეთ წმიდა გიორგი! :) ....
34. მეორედ მოვედი. ძალიან გემრიელებია და დასამახსოვრებელი. :) :-* მეორედ მოვედი. ძალიან გემრიელებია და დასამახსოვრებელი. :) :-*
31. kargiaaaaa !
555 kargiaaaaa !
555
30. მაკოსია_ :) მეც მეც :) ძალიანო! :) :) :* კახა _ დროა გაჩერებული... დროს ველოდები :) ... მაკოსია_ :) მეც მეც :) ძალიანო! :) :) :* კახა _ დროა გაჩერებული... დროს ველოდები :) ...
29. თიო შენც მიყვარხარ თიო შენც მიყვარხარ
28. me axla cavikitxe da uklebliv yvela momecona! axlebs rodis dadeb? me axla cavikitxe da uklebliv yvela momecona! axlebs rodis dadeb?
27. :) ..... .... დრო გადის მალე... დრო არ დაკაგოთ სიშორეში და სიჩუმეში... არასოდეს დათმოთ ძვირფასი ადამიანები!!!!... დაიტოვეთ ისინი ყველას და ყველაფრის მიღმა!!!... ხშირად და დიდხანს იყავით მათთან!!!... სულ!!!... :) ..... .... დრო გადის მალე... დრო არ დაკაგოთ სიშორეში და სიჩუმეში... არასოდეს დათმოთ ძვირფასი ადამიანები!!!!... დაიტოვეთ ისინი ყველას და ყველაფრის მიღმა!!!... ხშირად და დიდხანს იყავით მათთან!!!... სულ!!!...
26. სიჩუმე ყველაზე ხმამაღალია...
სიჩუმე ყველაზე ხმამაღალია...
25. წარმატებები! წარმატებები!
24. :) ........... :* ... :) ........... :* ...
23. შეშლილი ხარ. შეშლილი ხარ.
22. გამიხარდით!:)... სულ მიხარიხართ!:).. როგორც მზე:)... და მზეზე მეტადაც:).. ხო :) :* .... გამიხარდით!:)... სულ მიხარიხართ!:).. როგორც მზე:)... და მზეზე მეტადაც:).. ხო :) :* ....
21. დიდის ამბით ჩავიკითხე და ვისიამოვნე.... გულში მოვიდა, სულ, სულ და სითბო დამიტოვა... :) დიდის ამბით ჩავიკითხე და ვისიამოვნე.... გულში მოვიდა, სულ, სულ და სითბო დამიტოვა... :)
20. გაიხარე, ძალიან მომეწონა :):):):):) გაიხარე, ძალიან მომეწონა :):):):):)
19. წაიკითხე_სანამ ფეთქავს...
სწორედაც რომ ასეა წასაკითხი! 55555 წაიკითხე_სანამ ფეთქავს...
სწორედაც რომ ასეა წასაკითხი! 55555
18. წავიკითხე და მომეწონა... წავიკითხე და მომეწონა...
16. გაიხარე!!! გილოცავ ნათლისღებას...:) გაიხარე!!! გილოცავ ნათლისღებას...:)
15. გმადლობთ ყველას კეთილი გულისთვის და სიტყვებისთვის! :) ... ასევე _ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! :) ... ბედნიერებას გისურვებთ! :) ... მელოდია ქარში._ :) :–* გმადლობთ ყველას კეთილი გულისთვის და სიტყვებისთვის! :) ... ასევე _ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! :) ... ბედნიერებას გისურვებთ! :) ... მელოდია ქარში._ :) :–*
14. გილოცავ დამდეგს!!!! გილოცავ დამდეგს!!!!
12. მგონი ,,მინახავს" უნდა იყოს...
ეს გარედან წავიკითხე... სითბოა ამ გვერდზე.... მეც დავტოვე ჩემი წილი :) მგონი ,,მინახავს" უნდა იყოს...
ეს გარედან წავიკითხე... სითბოა ამ გვერდზე.... მეც დავტოვე ჩემი წილი :)
11. ძალიან თბილი და გრძნობიერი გოგონას სულიერი გამოძახილია ნისლისფერი,ფიქრისფერი,ზეცისფერი და იმედისფერი.................. ბედნიერი ახალი წელი ამ საოცარ გოგონას................. ძალიან თბილი და გრძნობიერი გოგონას სულიერი გამოძახილია ნისლისფერი,ფიქრისფერი,ზეცისფერი და იმედისფერი.................. ბედნიერი ახალი წელი ამ საოცარ გოგონას.................
10. ძალიან მიყვარხარ! :) საუკეთესო მეგობარი ხარ! ასე უბრალოთ სიყვარული შეგიძლია აჩუქო ყველას... ახალ წელს გილოცავ! :) ძალიან მიყვარხარ! :) საუკეთესო მეგობარი ხარ! ასე უბრალოთ სიყვარული შეგიძლია აჩუქო ყველას... ახალ წელს გილოცავ! :)
9. ვერაფერს ვამბობ...ვიგრძენი... გეფერები.... :) ვერაფერს ვამბობ...ვიგრძენი... გეფერები.... :)
8. გმადლობ!:* :) მეც გულით გილოცავთ ახალ წელს!!! :) ... ღმერთმა დაგლოცოთ! :) ბედნიერება, სიკეთე და მრავალი საოცარი წუთი მოგმადლოთ!!! :) ... იხარებდეთ!!! :) ... გმადლობ!:* :) მეც გულით გილოცავთ ახალ წელს!!! :) ... ღმერთმა დაგლოცოთ! :) ბედნიერება, სიკეთე და მრავალი საოცარი წუთი მოგმადლოთ!!! :) ... იხარებდეთ!!! :) ...
7. არ ვიცი რატომ მაგარამ ეხლა ჩემს განწყობას საოცრად მოუხდა შენი ჩანაწერები....მრავალ ახალ წელს! :) არ ვიცი რატომ მაგარამ ეხლა ჩემს განწყობას საოცრად მოუხდა შენი ჩანაწერები....მრავალ ახალ წელს! :)
6. მოგეფერებით ბევრს-ბევრს!!! : ) : * ................... მოგეფერებით ბევრს-ბევრს!!! : ) : * ...................
5. დახუჭე თვალები და გულით წაიკითხე _ როგორც ბრმამ..
მიგრძენი..
...
მომეწონა .. მე ვიგრძენი ..
ღმერთს ებარებოდეთ! <-- როგორი ჩემია ეს სიტყვები .. მრავალ ახალ წელს .. სითბოთი და სიყვარულით ..
დახუჭე თვალები და გულით წაიკითხე _ როგორც ბრმამ..
მიგრძენი..
...
მომეწონა .. მე ვიგრძენი ..
ღმერთს ებარებოდეთ! <-- როგორი ჩემია ეს სიტყვები .. მრავალ ახალ წელს .. სითბოთი და სიყვარულით ..
4. გაიხარე !!! :) :) :) გაიხარე !!! :) :) :)
3. გმადლობ თეა!!! :) :*:* მეტი და მეტი სიხარული შენ!:):*.... მარი _ გამიხარდი!!! :)) :*:* ძალიან:) ... ფორუმზე დიდი ხანია არ შევსულვარ, მაგრამ ახალი წლიდან კვლავ ვესტუმრები:):):*... გმადლობ თეა!!! :) :*:* მეტი და მეტი სიხარული შენ!:):*.... მარი _ გამიხარდი!!! :)) :*:* ძალიან:) ... ფორუმზე დიდი ხანია არ შევსულვარ, მაგრამ ახალი წლიდან კვლავ ვესტუმრები:):):*...
2. ფორუმ ინტერნეთ გედან მახსოვხარ :) ფორუმ ინტერნეთ გედან მახსოვხარ :)
1. ახლებს დაველოდები, თ(ბ)ი(ლ)ო:)
მრავალ ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებ!.. ახლებს დაველოდები, თ(ბ)ი(ლ)ო:)
მრავალ ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებ!..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|