/ტელეპატოგრამა სამყაროს/
არიტმიულ-ალიტერაციული სტროფმეტი სონეტი
რა დრო გასულა... მზემ კი ცარგვალს კვლავ არხეინად გადაუარა და ჩაესვენა კიდევ ერთხელ (თუ - საბოლოოდ?!.)... დაუსაბამოვ, მარადისო და უსასრულო თვალსატყუარო - გალაქტიკათა სათარეშოვ!.. – აქამდე გიცდი - მითხრა უარი, ან დასტურჰყო - ისმენ თუ არა ჩემი უძილო (მერამდენე!..) ღამის მონოლოგს?!.
შენ კი მდუმარი, იდუმალი და საოცარი ხარ ისევ... და ეს დაეჭვებაც შენ ,,მიწყალობე’’ ... ვით ქარი სანთლებს, დათვლილ დღეთაც გულგრილად მიქრობ, შენს წიაღ მღოღავ უღონო მიკრობს... მეც დღემდე ვეღარ ამოვღერღე, რისი დროც არი... და უღვთოდ მღვრიე, უღიმღამო ღამეებიც დღემდე წვალობენ...
თუმცა ცისკრისას გაცივებულ სარეცელზე როცა ვეცემი, თავადაც დაცლილ-დაქანცული და შეცივნული, მაინც მწირ და ბერწ უმწეობას კი არ ვნებდები - ღამის ქვეშ ბამბის (ხანაც ჯავრის...) საბანს ვიფარებ... ორიოდ პეშვი სისხლიც, დღემდის დაუყვედრები, რომ არ გამყიფდეს ნაადრევად, როგორც ყინული და რომ არ მოგწყდე, ვით ნაყოფი, ჯერუმწიფარი!..
რომ, სული უბრად ვიდრე გაჰყრია, სხეულს, თვალდახელშუა რომ ცვდება, მანამ არცერთში არ დავანდეს ღამე საპყარი, - მინთია ცეცხლი იმ გარდუვალ დღეზე ოცნების... და უფრო ეჭვით, ვიდრე იმედით, პირთამდე სავსე ჩემი სამყაროც დანაღმულია მოლოდინით და საოცრებით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. კარგია! როგორც ყოველთვის! კარგია! როგორც ყოველთვის!
9. ნაღდი და მართალი ხარ იმო55555555 ნაღდი და მართალი ხარ იმო55555555
8. გაიხარე ოსტატო! გაიხარე ოსტატო!
7. შენს წიაღ მღოღავ უღონო მიკრობს... ------> შენ წიაღს მღოღავ უღონო მიკრობს...
ასე ხომ არ აჯობებს. იმო? ასე უფრო სწორი ფორმაა...
გაიხარე, არაჩვეულებრივი ლექსები გაქვს... 5 შენს წიაღ მღოღავ უღონო მიკრობს... ------> შენ წიაღს მღოღავ უღონო მიკრობს...
ასე ხომ არ აჯობებს. იმო? ასე უფრო სწორი ფორმაა...
გაიხარე, არაჩვეულებრივი ლექსები გაქვს... 5
6. რაღაც საოცრად ნოსტალგიური და ძლიერი მელოდია მოუხდებოდა ამ ლექსს - კლასიკური, ალბათ, უფრო.
მიხარია, რომ ჩემი უფროსი პოეტი მეგობარი ხართ! რაღაც საოცრად ნოსტალგიური და ძლიერი მელოდია მოუხდებოდა ამ ლექსს - კლასიკური, ალბათ, უფრო.
მიხარია, რომ ჩემი უფროსი პოეტი მეგობარი ხართ!
5. კალამი გიწერთ ბატონო იმო...
გაიხარეთ... თქვენს მარჯვენას 2010 წელს უფრო გაეხარებინოს ჩვენი გულები...
პატივისცემით არჩილ ბერიძე
5 კალამი გიწერთ ბატონო იმო...
გაიხარეთ... თქვენს მარჯვენას 2010 წელს უფრო გაეხარებინოს ჩვენი გულები...
პატივისცემით არჩილ ბერიძე
5
4.
მხოლოდ დაღლილი და შეცივნული, ღამის ქვეშ ბამბის (ხანაც ჯავრის...) საბანს ვიფარებ.
მომეწონა ,ძია იმო,და სულ სიხარული დაგებედოთ..
მხოლოდ დაღლილი და შეცივნული, ღამის ქვეშ ბამბის (ხანაც ჯავრის...) საბანს ვიფარებ.
მომეწონა ,ძია იმო,და სულ სიხარული დაგებედოთ..
3. ძალიან კარგია! :) ძალიან კარგია! :)
2. - ისმენ თუ არა ჩემი უძილო (მერამდენე!..) ღამის მონოლოგს?!
მომეწონა - ისმენ თუ არა ჩემი უძილო (მერამდენე!..) ღამის მონოლოგს?!
მომეწონა
1. რა დრო გასულა... მზემ კი ცას კვლავაც არხეინად გადაუარა და ჩაესვენა კიდევ ერთხელ (თუ - საბოლოოდ?!.)... დაუსაბამოვ, მარადისო და უსასრულო თვალსატყუარო - გალაქტიკათა სათარეშოვ!.. - მითხარ უარი, ან დასტურჰყავი!.. - ისმენ თუ არა ჩემი უძილო (მერამდენე!..) ღამის მონოლოგს?!. არცერთი სიტყვა არ იკარგება...ჩემზე უკეთ თქვენ იცით...5555555 ბედობას გილოცავთ!!!!!
რა დრო გასულა... მზემ კი ცას კვლავაც არხეინად გადაუარა და ჩაესვენა კიდევ ერთხელ (თუ - საბოლოოდ?!.)... დაუსაბამოვ, მარადისო და უსასრულო თვალსატყუარო - გალაქტიკათა სათარეშოვ!.. - მითხარ უარი, ან დასტურჰყავი!.. - ისმენ თუ არა ჩემი უძილო (მერამდენე!..) ღამის მონოლოგს?!. არცერთი სიტყვა არ იკარგება...ჩემზე უკეთ თქვენ იცით...5555555 ბედობას გილოცავთ!!!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|