ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: liliana
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2010


ბავშვი,რომელიც ბავშვობას ყიდის

პატარებს სულის სილამაზისთვის
სადღა სცალიათ,ბავშვობა მიდის...
თქვენც შემოგხვდებათ მეტროს კიბესთან
ბავშვი,რომელიც ბავშვობას ყიდის....
ხელგამოწვდილი ეძიებს სარჩოს,
დაჩოქილია სამყარო მის წინ...
გლოვობს პაწიას თვალები დღეებს,
რაკი ხედავს,რომ ბავშვობა მიდის...
უფერული და უინტერესო
ცხოვრება დარდის ფიალას ავსებს...
პატარას სახლის კარებს ავიწყებს,
ქუჩაში ჭუჭყის სამოსად აქცევს...
მათხოვრობს ბალღი ხელგამოწვდილი,
უყურებს მის წინ ავლილ-ჩავლილებს...
ღმერთო!
მოჰხედე ყველა პატარას,
ვიდრე ბოროტი მათ ხელს ჩაჰკიდებს...




13.07.1994

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები